შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

რუსთაველის ფონდი ISTC-ის მმართველი საბჭოს სხდომაზე

17 ივლისს, საერთაშორისო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრის (ISTC )   მმართველი საბჭოს 68-ე  სხდომა  ქალაქ ნურსულტანში (ყაზახეთი) გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ  აშშ-ის,  იაპონიის,  ნორვეგიის, ევროკავშირის, კორეის, ყაზახეთის, სასომხეთის,  ტაჯიკეთის და ყირგიზეთის წარმომადგენლები.   შეხვედრაზე განხილულ  იქნა ISTC ფინანსური მენეჯმენტის, რეგიონული  და   მიზნობრივი პროექტების დაფინანსების, CRRN-ის  კვლევებში ISTC როლის, ევროპულ აქტივობებში ISTC ჩართულობისა და ISTC ახალი წევრობის პერსპექტივების საკითხები -  მონგოლეთის, ბელორუსიის, უზბეკეთის, სამხეთ აფრიკის, ქუვეიტის,  ინგლისისა და არგენტინის გაწევრიანების შესახებ.

მმართველი საბჭოს 68-ე სხდომაზე საქართველო წარმოდგენილი გახლდათ საბჭოს წევრის - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის სახით. ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ნინო გაჩეჩილაძემ დამსწრეებს გააცნო განათლებისა და მეცნიერების სისტემაში მიმდინარე რეფორმები, ისაუბრა მეცნიერების დაფინანსების მოდელის დივერსიფიცირების შესაძლებლობების, ევროპულ და საერთაშორისო სივრცეში ინტეგრაციის გაძლიერებისა და კვლევების პრიორიტეტიზაციის საკითხებზე.