შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ქართული ენის კვირეულის ფარგლებში გამართული შეხვედრა

16 აპრილს, 1978 წლის 14 აპრილისადმი მიძღვნილ ქართული ენის კვირეულის ფარგლებში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილემ  ნინო გაჩეჩილაძემ წარადგინა ფონდის კონკურსები და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო  საქართველოს შემსწავლელ მეცნიერებების პროგრამულ პაკეტს, ასევე ფონდის მიერ 2019 წლიდან ინცინირებულ საგრანტო კონკურსებს: კავკასიოლოგიის, ოკუპირებული ტერიტორიებისა და საზღვრისპირა რეგიონებისათვის კვლევითი პროექტებისა და სამეცნიერო ღონისძიებების ორგანიზებისათვის.