შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
EN

გამოცხადდა ”2019 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების კონკურსის“ შედეგები

კონკურსის ფარგლებში დარეგისტრირდა 203 საპროექტო  განაცხადი, მათგან 4 პროექტი მოიხსნა ტექნიკური ექსპერტიზის ეტაპზე.  კონკურსში მონაწილე 199 პროექტი შეფასდა დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფების მიერ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 30 სექტემბრის №128/ნ ბრძანებით დამტკიცებული შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად.  გამარჯვებულების გამოვლენა მოხდა ფონდის გენერალური დირექტორის  26 აგვისტოს №96 ბრძანების შესაბამისად დამტკიცებული 2019 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების საგრანტო კონკურსზე წარმოდგენილი პროექტების შეფასებისა და საბოლოო ქულის დაანგარიშების  წესის მიხედვით.  დასაფინანსებლად შეირჩა 56 პროექტი.

 იხილეთ: რანჟირებული სიები მიმართულებების მიხედვით და ფონდის გენერალური დირექტორის 2019 წლის 18 სექტემბრის N103 ბრძანება გამარჯვებული პროექტების დამტკიცების შესახებ.

კონკურსის მონაწილეებს პროექტების შეფასების გაცნობა შეეძლებათ 3 სამუშაო დღეში გრანტების მართვის ერთიან სისტემაში(GMUS).