შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფონდის გენერალური დირექტორის შეხვედრა ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში

2019 წლის 14 მარტს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ზვიად გაბისონია,  ესტუმრა ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრს. შეხვედრას ცენტრის დირექტორი დავით ნადარეიშვილი და ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრა მიზნად ისახავდა, განათლების რეფორმის ფარგლებში, მეცნიერების მიმართულებით არსებული მდგომარეობის, გამოწვევებისა და სამომავლო პერსპექტივების გაცნობას.

ფონდის დირექტორმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა  მეცნიერების მიმართულებით დაგეგმილი ცვლილებები, ისაუბრა ფონდის ახალ პროექტებზე, ინიციატივებსა და 2019 წელს განსახორციელებელ გეგმებზე.

რუსთაველის ფონდი იწყებს შეხვედრებს  სამეცნიერო კვლევითი დაწესებულებების წარმომადგენლებთან.