შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფონდის გენერალური დირექტორის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში

2019 წლის 15 მარტს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ზვიად გაბისონია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრა. შეხვედრას ესწრებოდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგა ზედანია, რექტორის მოადგილე ნინო დობორჯგინიძე, აკადემიური პერსონალი, კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლები და უნივერსიტეტის თანამშრომლები.
შეხვედრა მიზნად ისახავდა, განათლების რეფორმის ფარგლებში, მეცნიერების მიმართულებით არსებული მდგომარეობის, გამოწვევებისა და სამომავლო პერსპექტივების გაცნობას.
ფონდის დირექტორმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა მეცნიერების მიმართულებით დაგეგმილი ცვლილებები, ისაუბრა ფონდის ახალ პროექტებზე, ინიციატივებსა და 2019 წელის განხორციელებულ და განსახორციელებელ გეგმებზე. რუსთაველის ფონდი აგრძელებს შეხვედრებს, უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო კვლევითი დაწესებულებების წარმომადგენლებთან.