შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფონდის გენერალური დირექტორი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების თანამშრომლებს შეხვდა

26  ივნისს,  სსიპ   ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტში გაიმართა   საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის   გენერალური დირექტორის,  ზვიად გაბისონიას   შეხვედრა   გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის, ბახუტაშვილის სახელობის  სამედიცინო ბიოტექნოლოგიების ინსტიტუტის, ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის, ქუთათელაძის სახელობის  ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის,  დურმიშიძის სახელობის ბიოქიმიის ინსტიტუტის,  ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტის,  ყანჩაველის  სახელობის  მცენარეთა დაცვის ინსტიტუტის,   ქიმიური ბიოლოგიის, ჯანდაცვის და დაზღვევის ინსტიტუტის, მოლეკულური გენეტიკის ინსტიტუტისა და ამ მიმართულების სხვა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლებს,   მეცნიერ-თანამშრომლებს.  

ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი მზია ქუთათელაძე   მიესალმა სტუმრებს;  ფონდის გენერალურმა   დირექტორმა   ზვიად გაბისონიამ მეცნიერებს  წარუდგინა ხედვა   განათლებისა და მეცნიერების სფეროს კომპლექსური  რეფორმის შესახებ,  ესაუბრა  სამეცნიერო კვლევების კომერციალიზაციის მნიშვნელობაზე ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში,  რუსთაველის სამეცნიერო     ფონდის პრიორიტეტებსა და გამოწვევებზე, მიმდინარე და  სამომავლო კონკურსებსა და პროექტებზე,  დაგეგმილ  სიახლეებზე, არსებული პროექტების მოდერნიზებაზე, საერთაშორისო თანამშრომლობაზე.  პრეზენტაცია დამსწრე აუდიტორიის აქტიური ჩართულობით, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, მეცნიერებმა  გამოთქვეს საკუთარი  მოსაზრებები განხილულ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით.