შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს უმასპინძლა

7 მაისს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების პოლიტიკის ფაკულტეტის მაგისტრანტები ეწვივნენ. ფონდის დირექტორმა ზვიად გაბისონიამ და ფონდის სამეცნიერო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ქეთევან გაბიტაშვილმა სტუდენტებს მიაწოდეს ამომწურავი ინფორმაცია ფონდის საქმიანობის, მიზნების, მათთვის საინტერესო საგრანტო კონკურსებისა და პროგრამების შესახებ. ფონდი კვლავ გააგრძელებს აქტიურ კომუნიკაციას ყველა დაინტერესებულ ინსტიტუციასთან.