შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

2018 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის შედეგები

კონკურსის ფარგლებში დარეგისტრირდა 535 საპროექტო  განაცხადი, მათგან 80 პროექტი მოიხსნა ტექნიკური ექსპერტიზის ეტაპზე.  კონკურსში მონაწილე 455 პროექტი შეფასდა საერთაშორისო ექსპერტების მიერ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის N84/ნ ბრძანებით დამტკიცებული შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად.  გამარჯვებულების გამოვლენა მოხდა ფონდის გენერალური დირექტორის 4 დეკემბრის N183 ბრძანების შესაბამისად დამტკიცებული 2018 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში დარეგისტრირებული პროექტების საბოლოო ქულის დაანგარიშების და დაფინანსების წესის“  მიხედვით.  დასაფინანსებლად შეირჩა 80 პროექტი.

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის ბიუჯეტი შეადგენდა 5 100 000 ლარს.  ფონდის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით კონკურსის ბიუჯეტი გაიზარდა 400 000 ლარით და  შეადგინა 5 500 000 ლარი.

იხილეთ: ფონდის გენერალური დირექტორის 2019 წლის 5 თებერვლის  ბრძანება N14  გამარჯვებული პროექტების, სარეზერვო პროექტებისა და რანჟირებული სიების  დამტკიცების შესახებ.

გამარჯვებული პროექტები

კონკურსის მონაწილეებს პროექტების შეფასების გაცნობა შეუძლიათ გრანტების მართვის ერთიან სისტემაში (GMUS).

 

ყურადღება!!!     

გთხოვთ, გაითვალისწინოთფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული დოკუმენტების ვადის დარღვევით წარმოდგენის შემთხვევაში გამარჯვებულ აპლიკანტებთან საგრანტო ხელშეკრულება არ გაფორმდება!