შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
EN

მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის საორგანიზაციო კომისიის სხდომა

18 ივლისს,   შოთა რუსთაველის საქართველოს  ეროვნული სამეცნიერო  ფონდის საკონფერენციო დარბაზში  მეცნიერების და ინოვაციების  საერთაშორისო    ფესტივალი -2019-ის  საორგანიზაციო  კომისიის  სხდომა გაიმართა, რომელსაც ფესტივალის მონაწილე ინსტიტუციების, საუნივერსიტეტო და კვლევითი ცენტრების  წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ფესტივალის  საორგანიზაციო  კომისიის   ხელმძღვანელმა,  შოთა რუსთაველის საქართველოს  ეროვნული სამეცნიერო  ფონდის გენერალურმა დირექტორმა ზვიად გაბისონიამ ისაუბრა  ფესტივალის მოსამზადებელ სამუშაოებზე,  ფესტივალის პროგრამაში შეტანილ ცვლილებებზე, საზეიმო  გახსნისა და დახურვის მასშტაბურ ღონისძიებებზე, სხვა საორგანიზაციო და ფინანსურ საკითხებზე,

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამმართველოს უფროსმა, ზაზა მარუაშვილმა და   ამავე სამმართველოს უფროსმა სპეციალისტმა თეა ტარიელაშვილმა ყურადღება გაამახვილეს ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებებთან  - სამეცნიერო პიკნიკებთან, კონფერენციებთანსხვა აქტივობებთან დაკავშირებულ თემატიკაზედაზუსტდა ფესტივალის პროგრამის მნიშვნელოვანი  დეტალები.   დასასრულს, ფესტივალის   საორგანიზაციო  კომისიის  წევრებმა უპასუხეს  შეხვედრაზე დამსწრე  მონაწილე  ინსტიტუციების წარმომადგენელთა  კითხვებს.