შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ქუთაისის პიკნიკი- მეცნიერების და ინოვაციების ფესტივალი

19 სექტემბერს, ქუთაისის ცენტრალურ ბაღში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქუთაისის მერიის ორგანიზებით სამეცნიერო პიკნიკი გაიმართა, რომელიც ,,მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 2019"-ის ფარგლებში ჩატარდა.

საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს და ფესტივალის მიზნებზე ისაუბრეს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა ზვიად გაბისონიამ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამმართველოს უფროსმა ზაზა მარუაშვილმა, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, როლანდ კოპალიანმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, საქართველოს პარლამენტის წევრმა გენადი მარგველაშვილი.
სამეცნიერო პიკნიკზე წარმოდგენილი იყო საინტერესო ექსპერიმენტები, ინტერაქციული გამოფენები, დეფილე, გაიმართა ზვიად ციკოლიას ლექცია - „გზა წარმატებისკენ“. ღონისძიება დასრულდა გრანდიოზული კონცერტით.
კარვები დაეთმოთ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს, საქართველოს უნივერსიტეტს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტს, სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრს - საქპატენტი, შპს „ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი ბათუმს“, ახალგაზრდული ორგანიზაციას “აკმე”, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრს, ევროპის უნივერსიტეტს, ქუთაისის უნივერსიტეტს, ქ.ქუთაისის მე-19 საჯარო სკოლის კლუბს ,,ცეცხლოვანი ქიმიკოსები“, ქ. ქუთაისის #33 საჯარო სკოლას, ქ. ზესტაფონის #7 საჯარო სკოლას, ქ.ზესტაფონის კერძო სკოლას „ანაბასისი“. ქ. ქუთაისის N12 და N3 ბაგა-ბაღს.

ამავე დღეს, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა მრგვალი მაგიდა „ერთობლივი სამეცნიერო საქმიანობის შედეგები და სამომავლო პერსპექტივები“: რომლის მონაწილეებს მიესალმა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ზვიად გაბისონია.