შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
EN

„EURAXESS - ის საქართველოს წარმომადგენლობის -„ EURAXESS GEORGIA” გახსნა

27 სექტემბერს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა  მიხეილ ბატიაშვილმა,  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული  სამეცნიერო ფონდის გენერალურმა  დირექტორმა  ზვიად გაბისონიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა განათლების საკითხებში მიხეილ ჩხენკელმა

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ  სამეცნიერო ფონდში „ EURAXESS  -ის საქართველოს     წარმომადგენლობა  -„ EURAXESS    GEORGIA”   გახსნეს.

მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა  ფონდის თანამშრომლებთან შეხვედრაზე  ევროკავშირის ორგანიზაცია EURAXESS  -ში საქართველოს გაწევრიანების მნიშვნელობასა და იმ ფართო შესაძლებლობებზე ისაუბრა, რომელსაც ამ ორგანიზაციის წევრობა აძლევს საქართველოს მეცნიერებს; მინისტრმა მადლობა გადაუხადა ფონდის გენერალურ დირექტორს ზვიად გაბისონიას, თანამშრომლებს გაწეული აქტიური საქმიანობისთვის.

მიხეილ ბატიაშვილმა  განაცხადა, რომ ძირითადი სამუშაო ახლა იწყება, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის,  რათა მეცნიერებს შეეძლოთ ამ დიდი შესაძლებლებების გამოყენება, EURAXESS- ის მეშვეობით  საერთაშორისო  კონკურსებსა და პროექტებში, კვლევებში  აქტიური ჩართვა, რისთვისაც საჭიროა მეტი კომუნიკაცია, ტრენინგები. ამ მიმართულებით მომავალი  კვირიდან დაიწყება აქტიური პრეზენტაციები საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებსა და კვლევით ინსტიტუტებში, რომელშიც თავადაც იქნება აქტიურად ჩართული.

ზვიად გაბისონიამ აღნიშნა, რომ 2020 წლის იანვრიდან   EURAXESS-  ის  პლატფორმაზე  პორტალი EURAXESS-Georgia ამოქმედდება, რის შემდეგაც ქართველ მეცნიერებს შეეძლებათ აქტიური მონაწილეობა მასშტაბურ საერთაშორისო კონკურსებსა და პროექტებში ყველა სამეცნიერო მიმართულებით, ექნებათ წვდომა ევრაქსესის წევრ 40-ზე მეტი ქვეყნის სამეცნიერო ფონდებსა და მრავალმილიონიან  კვლევით პროექტებზე, მათ შორის პროგრამა “Horizon 2020“-სა და მის ქვეპროგრამებზე.

საქართველოს პრემიერ მინისტრის მრჩეველმა განათლების საკითხებში მიხეილ ჩხენკელმა მიულოცა ქართველ მეცნიერებს ეს მნიშვნელოვანი მოვლენა, რაც დიდ ასპარეზს აძლევს მათ, როგორც ინდივიდუალური გრანტების მოპოვების, ასევე დიდ ერთობლივ სამეცნიერო კვლევებში მონაწილეობისთვის.

საქართველოს ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციების ორგანიზაციაში გაწევრიანების შემდეგ, “EURAXESS“-ის წარმომადგენლობა - “EURAXESS   Georgia“  დაფუძნდა, რომელიც ხელს შეუწყობს  საქართველოს მჭიდრო  ინტეგრირებას  ევროკავშირის სამეცნიერო-კვლევით სივრცეში და ქვეყნის უნივერსიტეტებისა და კვლევითი ინსტიტუტების საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოებას. 

2020 წლის თებერვლიდან  “EURAXESS”-ის  პლატფორმაზე გაჩნდება საქართველოს დროშა, რომლის ქვეშ განთავსდება ინფორმაცია საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების მიმდინარე პროექტებისა და კონკურსების შესახებ. ქართველ მეცნიერებს ასევე, ექნებათ პირდაპირი წვდომა ევრაქსესის წევრ 40-ზე მეტი ქვეყნის სამეცნიერო ფონდებსა და მრავალმილიონიან  კვლევით პროექტებზე, მათ შორის პროგრამა “Horizon 2020“-სა და მის ქვეპროგრამებზე. პლატფორმაზე ინტეგრაციისთვის ევროკომისიის მიერ გამოყოფილია გრანტი 200 000 ევროს ოდენობით.

გარდა ამისა, ქართველ მეცნიერებს საშუალება ექნებათ ჩაერთონ “Horizin-Europe”-ის სამეცნიერო პოლიტიკის შემუშავებაში, რაც სამომავლოდ გააუმჯობესებს მათი კვლევების შედეგებსა და ხარისხს.

პორტალ “EURAXESS Georgia“-ზე  ინფორმაცია განთავსდება  ქართულ, ინგლისურ და აფხაზურ ენებზე. შესაბამისად, აფხაზ მეცნიერებს შეეძლებათ  მასშტაბურ  საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა საქართველოს სახელით მიიღონ.