შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
EN

რუსთაველის ფონდის ტრენინგ ცენტრი

რუსთაველის ფონდის ტრენინგ ცენტრი

ტრენინგ ცენტრის დანიშნულებაა, ფონდის განვითარების სტრატეგიული გეგმის შესაბამისად, ხელი შეუწყოს ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალის ზრდას, მეცნიერთა კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარებას, მეცნიერების პოპულარიზაციასა და ინტერნაციონალიზაციას, წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციებიდან/სამეცნიერო ფონდებიდან ტრენერების ჩამოყვანის, საქართველოს სამეცნიერო წრეების საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ქსელში ინტეგრირების ხელშეწყობის გზით.

ტრენინგ ცენტრის მიზნები და ამოცანები:

  • საკონსულტაციო შეხვედრებისა და ტრენინგ-მოდულების შემუშავება, განხორციელება, დანერგვა, მონიტორინგი და შეფასება;
  • ქართველი მეცნიერებისათვის საკონსულტაციო მომსახურების უზრუნველყოფა სამეცნიერო ფონდების მოძიების, საგრანტო პროექტების მომზადების, პროექტების მართვის მიზნით;
  • ტრენინგ ცენტრის კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან, სხვა სამთავრობო და არასამთავრობო დაწესებულებებთან ურთიერთობა;
  • ტრენინგ ცენტრის კომპეტენციის ფარგლებში, გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, საერთაშორისო ორგანიზაციებთან/ფონდებთან ურთიერთობა;
  • ტრენინგ ცენტრის საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენა ფონდის გენერალური დირექტორისათვის;

 

ტრენინგ ცენტრის ფუნქციები:

  • საპროექტო განაცხადის მომზადების, პროექტების ეფექტური მართვის მიზნით, საკონსულტაციო შეხვედრებისა და ტრენინგების ორგანიზება;
  • ეროვნული და საერთაშორისო ფონდების საგრანტო კონკურსების შესახებ საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზება;
  • საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების (ფონდები, კომპანიები და ა.შ.) მუშაობის პრინციპების, პრიორიტეტების, შეფასების კრიტერიუმების, დაფინანსების სქემებისა და საგრანტო კონკურსების შესახებ ინფორმაციის მიწოდება სამეცნიერო საზოგადოებისათვის;
  • საერთაშორისო საგრანტო კონკურსებისათვის საპროექტო წინადადებების მომზადებასთან დაკავშირებული კონსულტაციების ჩატარება;
  • საერთაშორისო საგრანტო პროექტების მომზადება-განხორციელებისთვის საკონსულტაციო შეხვედრების ორგანიზება პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენელთა თანამონაწილეობით;
  • გასვლითი ტრენინგების ორგანიზება რეგიონების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სამეცნიერო - კვლევით ინსტიტუტებსა და დამოუკიდებელ კვლევით ცენტრებში;

 

 

საკონტაქტო პირი:

ნინო გოგაძე

რუსთაველის ფონდის ტრენინგ ცენტრის მენეჯერი

gogadze@rustaveli.org.ge

2 200 220 (4409)