შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
EN

ფონდი აცხადებს საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების კონფერენციის საგრანტო კონკურსს

კონკურსის სახელწოდება

საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების კონფერენციის საგრანტო კონკურსი


კონკურსის მიზანი

საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების კონფერენციის საგრანტო კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს:

  • საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების მაღალი რანგის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების, კონგრესების, ფორუმებისა და სიმპოზიუმების ჩატარებას ფართო საზოგადოების ჩართულობით, საქართველოს შემსწავლელი კვლევების პოპულარიზაციასა და საერთაშორისო სამეცნიერო ასპარეზზე წარდგენას;
  • საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების მიმართულებების განვითარებასა და საერთაშორისო სტანდარტებით განხორციელებული კვლევების შედეგების გავრცელებას (დისემინაციას);
  • სხვადასხვა თაობისა და სხვადასხვა კვლევითი ცენტრების მკვლევართა შორის გამოცდილების გაზიარებას;
  • საერთაშორისო თანამშრომლობის წახალისებას.

საპროექტო განაცხადი ტიპი    

ინსტიტუციური

კონკურსის ძირითადი პირობები

  • პროექტების წარმოდგენა შესაძლებელია:ქართველოლოგიისა და საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების ნებისმიერი მიმართულებიდან;
  • საკონკურსო განაცხადით (პროექტით) გათვალისწინებული კონფერენცია შესაძლებელია ჩატარდეს 2019 წლის 1 ივლისიდან 2020 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში;
  • პროექტისათვის ფონდიდან მოთხოვნილი დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 40 000 ლარს;
  • ძირითადი პერსონალის საგრანტო დაფინანსება და დამხმარე პერსონალის შრომის ანაზღაურება ჯამში არ უნდა აღემატებოდეს ფონდიდან მოთხოვნილი თანხის 35%-ს.

კონკურსზე პროექტის რეგისტრაციის ვადები:

ა) ელექტრონული რეგისტრაციის ეტაპი – 2019 წლის 6 მარტიდან -  4 აპრილის 16:00  საათამდე;

ბ) ფონდის კანცელარიაში რეგისტრაციის ეტაპი – 2019 წლის 5 აპრილის 16:00 საათამდე;

კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი:

ა) 2019  წლის 11 და 26 მარტი 16:00 საათი - ჯგუფური კონსულტაციები;(მისამართი: მ. ალექსიძის #1, ფონდის საკონფერენციო დარბაზი, მესამე სართული)

ბ) 2019 წლის 2 აპრილი - შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა;

გ) 2019 წლის  აპრილი - რეგისტრირებული პროექტების კონკურსის პირობებთან და

მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;

დ) 2019 წლის აპრილი - შუალედური შედეგების გამოქვეყნება - ინფორმაცია კონკურსის

პირობების დარღვევით წარმოდგენილი პროექტების მოხსნის შესახებ;

ე)2019 წლის მაისი - კონკურსის პირობების დაცვით რეგისტრირებული პროექტების შეფასება და გამარჯვებულთა გამოვლენა და ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცება;

ვ) 2019 წლის ივნისი - კონკურსის შედეგების გამოქვეყნება;

ზ) 2019 წლისივნისი -საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება.

კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები:

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 9 მაისის  №57/ნ ბრძანება;

ფონდის გენერალური დირექტორის 2019 წლის 26 თებერვლის №18 ბრძანება;

ბიუჯეტის კლასიფიკატორი;

შეფასების კრიტერიუმები.

პროექტის მომზადებისათვის საჭირო დანართები და მასალები:

პირობები - დანართი 1;

კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ - ნიმუში, დანართი 2 (GEO/ENG);

პროექტის აბსტრაქტი - დანართი 3 (GEO/ENG);

საპროექტო წინადადება - დანართი 4 (GEO/ENG);

პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი - ნიმუში, დანართი 5 (GEO/ENG);

პროექტის ბიუჯეტი და ბიუჯეტის დასაბუთება - ნიმუში, დანართი 6 (GEO/ENG);

ძირითადი პერსონალის პროფესიული ბიოგრაფიები (CV)  - ნიმუში, დანართი 7 (GEO/ENG);

პროექტში ჩართული უცხო ქვეყნის მოქალაქის თანხმობის წერილი პროექტში მონაწილეობაზე - დანართი 8 (ENG);

ცნობა თანადაფინანსების შესახებ (ასეთისარსებობისშემთხვევაში) - დანართი 9 (GEO/ENG)

განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ -გენერირდება GMUS-ით.

 

ელექტრონული რეგისტრაციის ბმულები

გრანტების მართვის ერთიანი სისტემა (GMUS) - პროექტების რეგისტრაციისათვის (ბმული)

ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქცია (ბმული)

 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის:

 

  • პროექტის მოსამზადებლად აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ როგორც მინისტრის ბრძანებასს, ასევე დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ პირობებსა და შესაბამის დანართებს;
  • ჩატარდება მხოლოდ ჯგუფური კონსულტაციები;
  • დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია შეკითხვების გამოგზავნა ელ. ფოსტით:gc@rustaveli.org.ge 02/04/2019 - ისჩათვლით.

 

კოორდინატორები:

ლანა დავითულიანი

ხათუნა არაბული

დადგენილი ვადების, რეგისტრაციის წესებისა და კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი დოკუმენტაცია საკონკურსოდ არ განიხილება.

ფონდი გისურვებთ წარმატებებს!