შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
EN

ფონდი აცხადებს გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2019 წლის კონკურსს

 

კონკურსის სახელწოდება:

გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსი

კონკურსის აბრევიატურა: AR

კონკურსის მიზანი:

გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის (შემდგომში - კონკურსი) მიზანია ხელი შეუწყოს:

ა) გამოყენებითი და ტექნოლოგიური ხასიათის სამეცნიერო კვლევების შემდგომ განვითარებას;

ბ) საერთაშორისო პარტნიორებსა და არასამეცნიერო სექტორთან (კერძო სექტორი - მცირე და საშუალო ბიზნესი, არასამთავრობო ორგანიზაციები, საჯარო დაწესებულებები) თანამშრომლობით მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიის, მათემატიკის, მედიცინისა და ჯანმრთელობის, სოფლის მეურნეობის მეცნიერებების მიმართულებით საქართველოს ინსტიტუციების გრძელვადიანი, ინოვაციური და ტექნოლოგიური გამოყენებითი კვლევითი პროექტების განხორციელებას;

გ) სახელმწიფოს სოციალური და ეკონომიკური გამოწვევების საპასუხოდ ტექნოლოგიის ტრანსფერისა და ინოვაციების უზრუნველყოფას;

დ) ღიად გამოცხადებული საგრანტო კონკურსის გზით გამოყენებითი ხასიათის სამეცნიერო-კვლევითი პროექტების შერჩევასა და დაფინანსებას;

ე) კომერციალიზაციის პერსპექტივის მქონე ინოვაციური და ტექნოლოგიური ტრანსფერის განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების განხორციელებას;

ვ) ინოვაციური კვლევების გამოვლენას, რომელთა შედეგად მიღებულ მაღალტექნოლოგიურ პროდუქტზე ადგილობრივ და/ან საერთაშორისო ბაზარზე არსებობს მოთხოვნა და რომელიც პასუხობს ახალი ტექნოლოგიების განვითარების სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრას.

 

საპროექტო განაცხადი ტიპი: ინსტიტუციური

კონკურსის ძირითადი პირობები:

კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება სამი კატეგორიის პროექტი:

  • პირველი კატეგორია - ტექნოლოგიის ტრანსფერის ხელშემწყობი საპილოტე კვლევითი გრანტი ცალკეული ორგანიზაციებისათვის;
  • მეორე კატეგორია - ინოვაციური კვლევების განხორციელება და ტექნოლოგიური განვითარების გრანტი კონსორციუმებისათვის;
  • მესამე კატეგორია - კვლევითი კონცეფციის დამტკიცება: ინფრასტრუქტურის, ტრენინგისა და კლასტერების განვითარების გრანტი კონსორციუმებისათვის.

პროექტის ხანგრძლივობა შეიძლება იყოს 2, 3 ან 4 წელი. საანგარიშო პერიოდის ხანგრძლივობაა 1 წელი (12 თვე).

ფონდიდან მოთხოვნილი წლიური საგრანტო დაფინანსება ერთი ორგანიზაციისათვის არ უნდა აღემატებოდეს 140 000 ლარს, ხოლო მთლიანი კონსორციუმისათვის - 420 000 ლარს. 

პროექტის ბიუჯეტში ფონდიდან მოთხოვნილი თანხის ხარჯვა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

ძირითადი პერსონალის ყოველთვიური საგრანტო დაფინანსებისა და დამხმარე პერსონალის ყოველთვიური შრომის ანაზღაურების ჯამური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს  ფონდიდან მოთხოვნილი თანხის 50%-ს.

ზედნადები ხარჯების - წამყვანი და თანამონაწილე ორგანიზაციების ბაზაზე პროექტით დაგეგმილი ამოცანების განხორციელებისათვის აუცილებელი არაპირდაპირი ხარჯების საერთო მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს ფონდიდან მოთხოვნილი დაფინანსების 7%-ს.

 

საგრანტო კონკურსი მოიცავს სამ ეტაპს:

I ეტაპი - საპროექტო განაცხადის კონცეფციის წარდგენა;

II ეტაპი - პროექტის წარდგენა;

III ეტაპი - პროექტის პრეზენტაცია.

 

კონკურსის ადმინისტრირების განრიგი:

  • 15 აპრილი, 16:00 საათი - საკონსულტაციო შეხვედრა, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი (რეგისტრაციის ბმული);
  • 23 აპრილი, 16:00 საათი - საკონსულტაციო შეხვედრა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ადმინისტრაციული კორპუსი (რეგისტრაციის ბმული);
  • 1 მაისი - I ეტაპზე შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა;
  • 13 მაისის 16:00 სთ.-მდე - პროექტის კონცეფციის ელექტრონული რეგისტრაცია GMUS-ში;
  • 14 მაისის 16:00 სთ.-მდე - კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარმოდგენა ფონდის კანცელარიაში;
  • 4 ივლისის 16:00 სთ.-მდე - პროექტის სრული ვერსიის წარმოდგენა GMUS-ში;
  • 18-25 ივნისი 16:00 საათი - ჯგუფური კონსულტაციები; (ფონდის საკონფერენციო დარბაზი)
  • 13 ივნისი - შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა;
  • ივლისი-სექტემბერი - კონკურსის მეორე ეტაპზე პირობების დაცვით წარმოდგენილი სრული პროექტების შეფასება დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ;
  • სექტემბერი-ოქტომბერი - კონკურსის მეორე ეტაპის შედეგების გამოქვეყნება და მესამე ეტაპზე გადასული პროექტების გამოვლენა;
  • სექტემბერი-ოქტომბერი - პროექტების პრეზენტაცია კომისიის წინაშე;
  • სექტემბერი-ოქტომბერი - კონკურსის მესამე ეტაპის შედეგების გამოქვეყნება – დამოუკიდებელი ექსპერტებისაგან ან/და ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ისგან მიღებული შეფასებებისა და კომისიისაგან მიღებული შეფასებების შეჯამების საფუძველზე, რანჟირებული სიების შედგენა და დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების გამოვლენა;
  • სექტემბერი-ოქტომბერი - დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების საბოლოო სიის დამტკიცება ფონდის გენერალური დირექტორის მიერ და კონკურსის შედეგების გამოქვეყნება;
  • სექტემბერი-ოქტომბერი - საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება;

 

კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები

პროექტის მომზადებისათვის საჭირო დანართები და მასალები

  • პირობები - დანართი 1
  • კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ - ნიმუში, დანართი 2 (GEO/ENG)
  • საპროექტო განაცხადის კონცეფცია - დანართი 3 (GEO/ENG)
  • ძირითადი პერსონალის პროფესიული ბიოგრაფიები (CV)  - ნიმუში, დანართი 4 (GEO/ENG)
  • საპროექტო წინადადება - დანართი 6 (GEO/ENG)
  • პროექტის აბსტრაქტი - დანართი 7 (GEO/ENG)
  • პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი - ნიმუში, დანართი 8 (GEO/ENG)
  • პროექტის ბიუჯეტი და ბიუჯეტის დასაბუთება - ნიმუში, დანართი 9 (GEO/ENG)
  • ცნობა თანადაფინანსების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) - დანართი 10 (GEO/ENG)
  • თანხმობის წერილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამოყენების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) - დანართი 11 (GEO/ENG)

 

ელექტრონული რეგისტრაციის ბმულები

გრანტების მართვის ერთიანი სისტემა (GMUS) - პროექტების რეგისტრაცია (ბმული)

ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქცია (ბმული)

 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის:

  • პროექტის მოსამზადებლად აუცილებელია, დეტალურად გაეცნოთ როგორც მთავრობის დადგენილებას, ასევე დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ პირობებსა და შესაბამის დანართებს;
  • ჩატარდება მხოლოდ ჯგუფური კონსულტაციები;
  • დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია შეკითხვების გამოგზავნა ელ. ფოსტის მისამართზე ar@rustaveli.org.ge. კითხვებზე პასუხის დოკუმენტი აიტვირთება ფონდის ვებგვერდზე და პერიოდულად განახლდება კონკურსის დასრულებამდე.
  • ხშირად დასმული კითხვები (24.04.2019)
  • საკონსულტაციო პრეზენტაცია

კოორდინატორები:

ანა ფოლოდაშვილი    2 200 220 (4018)

დავით ჩიჩუა            2 200 220 (4402)

სალომე ოდიშვილი  (ფინანსური საკითხები)  2 200 220 (4405)

 

საკონტაქტო ინფორმაცია: ar@rustaveli.org.ge

  

ფონდი გისურვებთ წარმატებებს!