შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

სამოგზაურო გრანტი - ნანული ნინაშვილი

2015 წლის  4-8 ნოემბერს   პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში გაიმართა  რიგით მესამე საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა შორსწასული მკერდის კიბოს პრობლემას. 2011 წლიდან კონფერენცია დამკვიდრდა როგორც პირველი საერთაშორისო ფორუმი, რომლის ძირითადი მიზანია შორსწასული მკერდის კიბოს პრობლემის ყველა ასპექტის აქტიური გაშუქება.

მკერდის კიბოს ზრდის ტენდენცია აშკარაა მთელს მსოფლიოში,  დაავადების ტვირთი ყოველწლიურად 1,5%-ით იზრდება. სავალალოა პროგნოზიც, - 2030 წლისათვის  შორსწასული მკერდის კიბოსთან დაკავშირებული სიკვდილიანობა გლობალურად 43%-ით გაიზრდება. ამის განმაპირობებელი ფაქტორები მრავალია, თუმცა კონფერენციაზე ხაზგასმით აღინიშნა დაავადების ნაადრევ გამოვლენაში არსებული ხარვეზები, ექიმთა მომზადების არასათანადო დონე შორსწასული მკერდის კიბოს დიაგნოსტიკა-მკურნალობის საკითხებში და მას-მედიის ნაკლები ინტერესი პრობლემისადმი. ასევე ხაზი გაესვა ქვეყნების ჯანდაცვის სტრატეგიის გადახედვის აუცილებლობას ახალი გამოწვევების დასაძლევად.

თემატიკის  აქტუალობიდან გამომდინარე კონფერენცია წარმომადგენლობითი იყო. მას ესწრებოდნენ  უამრავი ცნობილი საერთაშორისო ექსპერტი, წამყვანი კლინიცისტები, საშუალო სამედიცინო პერსონალი,  ავადმყოფები და  სამედიცინო და ფარმაცევტული მრეწველობის წარმომადგენლები მსოფლიოს 80-მდე ქვეყნიდან. 

კონფერენციას ამბიციური სტრატეგიული მიზანი აქვს  - გააუმჯობესოს შორსწასული მკერდის კიბოს გამოსავალი და ამ მიზნის მისაღწევად შეიმუშაოს  თანამდეროვე სამედიცინო მიღწევებსა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული საერთაშორისო შეთანხმებითი გაიდლიანები. ეს ახალი სახელმძღვანელო დოკუმენტი  ონკოლოგიის ევროპული სკოლის და სამედიცინო ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების მიერ არის მოწოდებული და მისი აქტიური განხილვა საჯაროდ მიმდინარეობს კონფერენციის დასკვნით სხდომაზე.  შეთანხმებული საერთაშორისო გაიდლაინები გამოყენებული უნდა იყოს მსოფლიოს ქვეყნებში შესაბამისი ადაფტაციით სამედიცინო მომსახურების დონეებისა და ხელმისაწვდომობიდან გამომდინარე.

ქალბატონმა ნანული ნინაშვილმა თავის ონკოლოგ კოლეგებთან ერთად კონფერენციაზე წარადგინა მოხსნება შორსწასული მკერდის კიბოს  ეპიდემიოლოგიური თავისებურებებისა და ქრონიკული ტკივილის მართვის პრობლემების შესახებ.  კონფერენციის მასალები და მოხსენებები დაიბეჭდა იმპაქტ-ფაქტორის მქონე ჟურნალში.