შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „ტაო-კლარჯეთი, ისტორია და კულტურა" პრეზენტაცია

5 მარტს, 19:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა შოთა რუსათაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „ტაო-კლარჯეთი, ისტორია და კულტურა" შედეგების პრეზენტაცია.

აღნიშნული პროექტი მომზადდა კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ და დაიბეჭდა სამენოვანი (ქართული,, ინგლისური, თურქული) ნარკვევი.

აღნიშნული წიგნი ერთიანი კომპლექსური ნაშრომია, რომელიც დახმარებას გაუწევს სპეციალისტებს და საზოგადოების ფართო წრეებს. დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ ამ წიგნით გაეცნონ ტაო-კლარჯეთის ისტორიას უძველესი დროიდან დღემდე.