შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა (თსსუ) უმასპინძლა საერთაშორისო კონფერენციას „ქრონიკული ნევროლოგიური დარღვევები - ელექტრონული ჯანდაცვის მიდგომები“.

26 ოქტომბერს, 10:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა (თსსუ) უმასპინძლა საერთაშორისო კონფერენციას „ქრონიკული ნევროლოგიური დარღვევები - ელექტრონული ჯანდაცვის მიდგომები“. კონფერენციაზე შეჯამდა 2016 წლის შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ადმინისტრირებული გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტების კონკურსის გამარჯვებული პროექტის „ელექტრონული ჯანდაცვის პროტოტიპი ძილის დარღვევებისთვის - ქართული ციფრული კოგნიტურ ბიჰევიორული თერაპიის (CBT) ვერსია ინსომნიის მქონე პაციენტებისთვის“ შედეგები.  

კონფერენცია გახსნა თსსუ რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ. მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ მედიცინის დოქტორი, ბატონი ჟან უილემ ბარზილაი - ნიდერლანდების სამეფოს ეპილეფსიის ცენტრის (SEIN) დირექტორი, მედიცინის დოქტორი, ბატონი ალ დე ვერდი - ნიდერლანდების სამეფოს ძილის ცენტრის ფედერაციის თავმჯდომარე და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენელი ნინო გაჩეჩილაძე.  

კონფერენციაში ქართველი ექიმების გარდა მონაწილეობას იღებენ ნევროლოგიის დარგის წამყვანი სპეციალისტები ავსტრიის, შოტლანდიის, ნიდერლანდებისა და სხვა ქვეყნებიდან.