შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის ფოლკსვაგენის ფონდის ერთობლივ საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტების ღონისძიებები

27 სექტემბერს სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის ფოლკსვაგენის ფონდის ერთობლივ საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტების ღონისძიებები ჩატარდა.

საგრანტო პროექტის “სტრუქტურირებული განათლება - ხარისხის უზრუნველყოფა აზროვნების თავისუფლება” (ხელმძღვანელი გიგა ზედანია) ფარგლებში გაიმართა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გეორგ-აუგუსტის გიოტინგენის უნივერსიტეტის ერთობლივი კარლ ფრიდრიხ ლემან-ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო პროგრამის პრეზენტაცია. აღნიშნული პროგრამა შესაძლებლობას აძლევს დოქტორანტებს დაიცვას სადოქტორო ნაშრომი კოტუტელის პრინციპზე დაფუძნებული მოდელით და მიენიჭოს ორმაგი სადოქტორო ხარისხი.

საგრანტო პროექტის “საერთაშორისო სადოქტორო პროგრამა მათემატიკაში” (ხელმძღვანელი რამაზ ბოჭორიშვილი) მონაწილე პროფესორებს რალფ მაიერს და ინგო ვიტს (გიოტინგენის გეორგ-ავგუსტის უნივერსიტეტი) მიენიჭათ ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება