შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

საქართველოს ონკოლოგიური უროლოგიის მეორე საერთაშორისო კონგრესი

26 ოქტომბერს, 09:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონგრესი ონკოუროლოგიაში  გაიხსნა. აღნიშნული კონგრესი დაფინანსებულია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის, MMT ჰოსპიტალისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ. ღონისძიებაზე სტუმრებს სიტყვით მიმართა ფონდის გენერალურმა დირექტორმა ბატონმა ზვიად გაბისონიამ.

კონგრესში მონაწილეობას იღებენ ამ დარგის მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტები - ამერიკის, გერმანიის, შვედეთის, საფრანგეთის, იტალიის, ბელგიის, დიდი ბრიტანეთის, რუსეთის, უკრაინის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გამოჩენილი წამყვანი მეცნიერები და ექიმები.

უროლოგიურ სიმსივნეებთან ბრძოლა აქტუალური თემაა დღევანდელ მსოფლიო მედიცინაში. არსებობს სრულიად ახალი მიდგომები და რეკომენდაციები ამ პათოლოგიათა დასამარცხებლად. კონგრესის ძირითადი მიზანია ამ სიახლეების ურთიერთგაზიარება და ქართველი ექიმებისთვის თანამედროვე მსოფლიო მედიცინის განვითარების პროცესებში თანამონაწილეობა. უროლოგიაში ფართოდ ინერგება მკურნალობის ახალი სტრატეგია და ტაქტიკა. სხვადასხვა დარგის საერთაშორისოდ აღიარებული ექსპერტები შეაჯამებენ არსებულ სამეცნიერო ინოვაციებს, მოხდება აზრთა გაცვლა, და დისკუსიები. ეს, უზრუნველჰყოფს სამეცნიერო-პრაქტიკულ და კლინიკურ პროგრესს, სპეციალისტთა ცოდნის, გამოცდილების ზრდას, პროგრესული იდეების დანერგვას. 

კონგრესი მულტიდისციპლინურია - მასში მონაწილეობენ უროლოგები, ონკოლოგები, რადიოლოგები და პათანატომები სხვადასხვა ქვეყნებიდან.