შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

პანკრეატული ლიპაზას ახალი სპეციფიური ინჰიბიტორის შექმნა"

2018 წლის 30 ნოემბერს, კახა ბენდუქიძის კამპუსში საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის აუდიტორია #113-ში,  გაიმართა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური პროექტის: "პანკრეატული ლიპაზას ახალი სპეციფიური ინჰიბიტორის შექმნა" შედეგების შემაჯამებელი კონფერენცია. მოხსენება გააკეთა პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, პროფესორმა ლევან გულუამ. კონფერენციას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო პერსონალი. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ  პირველად დადგენილია ქართული ჩაის, ციტრუსებისა და ღვინოების ანტილიპაზური აქტივობები; შექმნილია ანტილიპაზური აქტივობის მქონე ბიოკომპოზიტი, რომლის გამოყენება შესაძლებელია ჭარბწონიანობის სამკურნალოდ. მიღებული შედეგები მოხსენებულია სამ საერთაშორისო კონფერენციაზე და გამოქვეყნებულია სამ უცხოურ რეფერირებად ჟურნალში.