შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

CNRS -ის კონკურსი ქართველი მეცნიერებისთვის

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფოდის პარტნიორმა ორგანიზაციამ, საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნულმა ცენტრმა (CNRS) პროგრამის „საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის პროექტი“ (The International Scientific Cooperation Project - PICS) ფარგლებში გამოაცხადა კონკურსი, რომელშიც ერთობლივი საპროექტო განაცხადის წარმოდგენა უნდა მოხდეს მეცნიერთა ორი ჯგუფის მიერ. ამათგან ერთი ჯგუფი უნდა შედგებოდეს CNRS-ში, ან მასთან ასოცირებულ ორგანიზაციებში/ლაბორატორიებში, მომუშავე ფრანგი მეცნიერებისგან, ხოლო მეორე წარმოდგენილი უნდა იყოს, სხვა ქვეყნის მოქალაქე, მათი პარტნიორებისგან.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ქართველ მეცნიერებს, რომელთაც აქვთ ფრანგ კოლეგებთან თანამშრომლობის გამოცდილება და აქვთ ერთობლივი სამეცნიერო პუბლიკაცია(ები).

PICS-ის მიზანია ფრანგ და უცხოელ მეცნიერთა ჯგუფებს შორის უკვე არსებული თანამშომლობის გაღრმავება, რომელიც შეიძლება მოიცავდეს CNRS - თვის საინტერესო ყველა სამეცნიერო დარგს. პროგრამით დაფინანსებული პროექტის ხანგრძლივობა უნდა შეადგენდეს 3 წელს.

პროგრამის მოკლე აღწერას ინგლისურ ენაზე შეგიძლიათ გაეცნოთ CNRS-ის ბმულზე http://www.cnrs.fr/en/workingwith/PICS.htm, ან იხ. დანართი 1. ხოლო კონკურსის პირობები მოცემულია (ფრანგულ ენაზე) ბმულზე http://www.cnrs.fr/derci/spip.php?article51&lang=en, ინგლისურენოვანი თარგმანი იხილეთ წინამდებარე განცხადების დანართ 2-ში.

PICS მიმართულია მეცნიერების, უპირატესად ახალგაზრდა (45 წლამდე ასაკის) დოქტორებისა და დოქტორანტების, გაცვლაზე. გამარჯვებული პროექტის ფრანგ მეცნიერთა ჯგუფის დაფინანსებას, წელიწადში 5000 - 7000 ევროს ოდენობით, იღებს პარტნიორ ქვეყანაში მივლინებისთვის, სემინარების და სამუშაო შეხვედრების ჩატარებისთვის.

ამჟამად განხილვის პროცესშია, საფრანგეთისა და ჩვენი ქვეყნის მკვლევრების მიერ ერთობლივად შესრულებული, კონკურსში გამარჯვებული პროექტების მონაწილე ქართველ მეცნიერთა ჯგუფების ფონდის მიერ საგრანტო დაფინანსების საკითხი, რის თაობაზეც ინფორმაცია ვებგვერდზე დაიდება მოგვიანებით.

ფონდის მიერ თითოეული პროექტისთვის გამოყოფილი წლიური საგრანტო დაფინანსების მოცულობა შეიძლება შეადგენდეს 5000-დან 10 000 ევრომდე. გრანტი შეიძლება გამოყენებულ იქნას ბიუჯეტის შემდეგი კატეგორიებისთვის: პარტნიორ ქვეყანაში მივლინება (სამოგზაურო ხარჯი), სემინარების და სამუშაო შეხვედრების ჩატარების ხარჯი, კვლევასთან დაკავშირებული სხვა ხარჯი. „სხვა ხარჯის“ კატეგორიაში მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს ფონდიდან მოთხოვნილი თანხის   50% -ს.

კონკურსის, მთავარი პირობაა ერთობლივი საპროექტო წინადადების წარმომდგენა, ფრანგ და ქართველ მეცნიერთა ჯგუფების წინა წლებში თამშრომლობის არსებობა, რისი შედეგიც უნდა იყოს სულ მცირე ერთი გამოქვეყნებული ერთობლივი სამეცნიერო პუბლიკაცია.

პროგრამით დაფინანსებული პროექტის ხანგრძლივობა შეადგენს 3 წელს.

ერთობლივი საპროექო განაცხადის წარმოდგენა ხდება ფრანგ მენიერთა ჯგუფის ხელმძღვანელის მიერ, ფრანგულ ენაზე, CNRS-ის ელექტონული რეგისტრაციის სისტემის საშუალებით და იგი ფასდება CNRS-ის შესაბამისი დარგობრივი ინსტიტუტის დახმარებით (იხ.CNRS-ის შეფასების ფორმა ინგლისურ ენაზე დანართ 3-ში).

საპროექტო წინადადების მომზადებისთვის, ქართველმა მენიერთა ჯგუფის ხელმძღვანელმა თავის ფრანგ კოლეგას უნდა გადაუგზავნოს საჭირო ინფორმაცია (ფრანგულ ან ინგლისურ ენაზე) CNRS-ის მიერ შემუშავებული ფორმის გათვალისწინებით (იხ. აღნიშნული ფორმა ინგლისურ ენაზე დანართ 4-ში). ასევე, მისი ორგანიზაციის წერილი შესაბამისი კვლევის განორციელების სამეცნიერო მხარდაჭერის თაობაზე, ხოლო ფინანსურ მხარდაჭერის წერილს უზრუნველყოფს ფონდი.

CNRS-ის ელექტონული რეგისტრაციის სისტემაში ერთობლივი საპროექტო განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა ამა წლის 2 ივნისი.

შედეგები გამოცხადდება 2016 წლის იანვარში.

პროექტის ფრანგი ხელმძღვანელის მიერ CNRS-ში ერთობლივ განაცხადის წარმოდგენის პარალელურად, ქართველ მეცნიერთა ჯგუფის ხელმძღვანელმა შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერo ფოდის კანცელარიაში ა.წ. 3 ივნისის 17:00 სთ-მდე უნდა წარმოადგინოს ელექტრონული სახით დისკზე CDR-ზე PDF ფორმატით ჩაწერილი იგივე შინაარსის ინგლისურენოვანი განაცხადი, მომზადებული ზემოთაღნიშნული ფორმით (დანართი 4). ფონდში წარმოდგენილ განაცხადში ასახული უნდა იყოს, როგორც ქართველი, ისე ფრანგი პარტნიორის მიერ განსახორციელებელი საქმიანობა და იგი ხელმოწერილი უნდა იყოს პროექტის ორივე ხელმძღვანელის მიერ. ჯგუფის დაკომლექტებისას აუცილებლად გასათვალისწინებელია მასში ახალგაზრდა (45 წლამდე ასაკის) მეცნიერების დოქორებისა და დოქტორანტების ჩართულობა. ფონდის კანცელარიაში ასევე წარმოდგენილი უნდა იყოს პროექტის მონაწილე ქართული ჯგუფის ხელმძღვანელის და მისი ორგანიზაციის ადმინისტრაციის უფროსის/უფლებამოსილი პირის ერთობლივი განცხადება.

CNRS-ის მიერ გამარჯვებულად გამოცხადებულ პროექტების, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფოდის მიერ დაფინანსების მოცულობას გადაწყვეტს ქართველ დამოუკიდებელ ექსპერტთაგან შემდგარი პანელი.

კონკურსის სხვა დეტალებთან დაკავშირების შეგიძლიათ მიმართოთ პროგრამის კოორდინატორს: Caroline Danilovic, მისამართზე caroline.danilovic@cnrs-dir.fr

პროგრამის აღწერა

კონკურსის პირობები

შეფასების ფორმა

სააპლიკაციო ფორმა

განცხადება