შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
EN

„ქართული ღვინო და ვაზი - სამეცნიერო გამოწვევები“

10 მაისს,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  გაიხსნა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ქართული ღვინო და ვაზი - ტრადიციები და სამეცნიერო გამოწვევები“ -  მაღალი რანგის საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმი, რომელიც ხელს შეუწყობს ქართული ღვინისა და ვაზის შემსწავლელი მეცნიერებების პოპულარიზაციას და სამეცნიერო კვლევების განვითარებას ამ მიმართულებით. პროექტი დაფინანსებულია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ. კონფერენციის ორგანიზატორები- ივანე ჯავახიშვილის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი.
კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორი ზვიად გაბისონია, რომელმაც   ისაუბრა საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების განსაკუთრებულ  მნიშვნელობაზე,  აღნიშნა, რომ  მისი  განვითარება -  პოპულარიზაცია ფონდის ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით კიდევ   მეტი კონფერენცია, საერთაშორისო ფორუმი უნდა   ჩატარდეს  საქართველოს  დიდი     სამეცნიერო ტრადიციებისა  და პოტენციალის  მსოფლიოს   მასშტაბით  აღიარების   მიზნით.

კონფერენციის მიზანია  საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების პოპულარიზაცია - ღვინისა და ვაზის შესახებ ქართული მეცნიერების კვლევის მასშტაბების გაფართოება, ინტერნაციონალიზაცია, საერთაშორისო აღიარება.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილ კონფერენციაში, რომელიც სრულად მიეძღვნება ქართული ღვინისა და ვაზის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ და ბიოტექნოლოგიურ კვლევებს, მონაწილეობას მიიღებენ უცხოელი და ქართველი მეცნიერები, მკვლევარები, სტუდენტები, სასწავლო-სამეცნიერო კვლევითი ცენტრების, დარგის მარეგულირებელი ორგანოების, სახელმწიფო და კერძო სექტორში დასაქმებული დარგის სპეციალისტები, ქართული ღვინის და ვაზის კულტურის პოპულარიზაციით დაინტერესებული ფართო საზოგადოება.