შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
EN

მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის საზეიმო გახსნა

16 სექტემბერს თბილისის საკრებულოს თამარ მეფის დარბაზში განათლების რეფორმის ერთი წლის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია და მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი -2019-ის  გახსნის  საზეიმო ცერემონია გაიმართა.

 

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა საზოგადოებას განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, სისტემის ყველა საფეხურზე   განხორციელებული საქმიანობის ანგარიში გააცნო და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

 

მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის   გენერალურმა დირექტორმა  ზვიად გაბისონიამ  საზეიმოდ გახსნეს  „მეცნიერებისა და ინოვაციების   ფესტივალი-2019“.   ზვიად გაბისონიამ  მის მნიშვნელობასა და მიზნებზე, დაგეგმილ მრავალფეროვან ღონისძიებებზე ისაუბრა.   მოხდა  „ახალგაზრდა მეცნიერთათვის სტიპენდიის მოსაპოვებელი“ კონკურსის 7 ნომინაციაში გამარჯვებული საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერის  დაჯილდოება.

„მეცნიერებისა და ინოვაციების   ფესტივალი201930 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ფესტივალის ფარგლებში  მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა  სამეცნიერო და შემეცნებითი აქტივობ, 300-ზე მეტი ღონისძიება ჩატარდება.

 

ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბატონი გიორგი გახარია, მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტები  ესწრებოდნენ.