შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
EN

EURAXESS-ახალი შესაძლებლობები მეცნიერებისთვის

8 ოქტომბერს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის  ნიკოლაძის სახელობის  დარბაზში გაიმართა  პრეზენტაცია   „საქართველოს მეცნიერების ევროპულ სივრცეში ინტეგრირების ახალი ეტაპი - ახალი შესაძლებლობები მეცნიერებისთვის”, რომელსაც  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი,  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ზვიად გაბისონია, ტექნიკური უნივერსიტეტის  რექტორი არჩილ ფრანგიშვილი,  აკადემიური და სამეცნიერო  წრეების წარმომადგენლები  დაესწრნენ.   

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა  მიხეილ ბატიაშვილმა საგანგებოდ აღნიშნა ის ფაქტი, რომ ახლახანს  იუნესკომ თბილისი 2021 წლის მსოფლიო წიგნის დედაქალაქად დაასახელა, ისაუბრა ევროკავშირის მეცნიერებისა და ინოვაციების სახელმწიფოთაშორისი  ორგანიზაციის-   EURAXESS-ის    წევრობის  დიდ მნიშვნელობაზე ქვეყნისთვის, საქართველოს მეცნიერებისთვის, ყველა სამეცნიერო ინსტიტუციისთვის. რუსთაველის ფონდის გენერალურმა დირექტორმა ზვიად გაბოსონიამ  ისაუბრა  EURAXESS-ის     იდეაზე - ეს არის ორგანიზაცია, რომელიც საშუალებას აძლევს წევრ ქვეყნებს, პირდაპირი წვდომა ჰქონდეთ არა მხოლოდ ევროკავშირის, ევროკომისიის მიერ გამოცხადებულ კონკურსებზე, არამედ წევრი ქვეყნების შიდასახელმწიფოებრივ კონკურსებზე,  რისი საშუალებაც ადრე  არ გვქონდა, საქართველო გახდა EURAXESS-ის    41-ე წევრი.  რუსთაველის ფონდის გენერალურმა დირექტორმა  წარადგინა  პრეზენტაცია EURAXESS-ის    მისიისა და სერვისების, შესაძლებლობების, ასევე,   ტექნიკური მხარის  შესახებ,  თუ როგორ უნდა მოხდეს  პორტალზე რეგისტრაცია.