შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
EN

მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის საორგანიზაციო კომისიის სხდომა

10 სექტემბერს,    შოთა რუსთაველის საქართველოს  ეროვნული სამეცნიერო  ფონდის საკონფერენციო დარბაზში  მეცნიერების და ინოვაციების  საერთაშორისო    ფესტივალი -2019-ის  საორგანიზაციო  კომისიის  სხდომა გაიმართა, რომელსაც ფესტივალის მონაწილე ინსტიტუციების  წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ფესტივალის  საორგანიზაციო  კომისიის   ხელმძღვანელმა,  შოთა რუსთაველის საქართველოს  ეროვნული სამეცნიერო  ფონდის გენერალურმა დირექტორმა ზვიად გაბისონიამ ისაუბრა  ფესტივალის მოსამზადებელ სამუშაოებზე,  ფესტივალის პროგრამაში შეტანილ ცვლილებებზე, საზეიმო  გახსნისა და დახურვის მასშტაბურ ღონისძიებებზე, სხვა საორგანიზაციო  საკითხებზე,

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამმართველოს უფროსმა, ზაზა მარუაშვილმა,  სამინისტროს    წარმომადგენელმა თეა ტარიელაშვილმა ყურადღება გაამახვილეს ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებებთან  - სამეცნიერო პიკნიკებთან, კონფერენციებთან,  სხვა აქტივობებთან დაკავშირებულ თემატიკაზე,  დაზუსტდა ფესტივალის პროგრამა.