ვებინარი- აშშ-ს საწარმოო ტექნოლოგიების ბაზარი და ინოვაციების გარემოს შესახებ
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ვებინარის შესახებ რომელიც გაიმართება მიმდინარე წლის 11 აპრილს (15:00 საათზე, ცენტრალური ევროპის დროით). აღნიშნული ვებინარი გაიმართება ENRICH in the USA- ის ფარგლებში და მისი თემატიკა ეძღვნება აშშ-ს ტექნოლოგიების ბაზარსა და ინოვაციების გარემოს.
ვებინარი დაეთმობა შემდეგ საკითხების მიმოხილვას:
- აშშ-ის საბაზრო გარემო
- აშშ-ის ინოვაციური ეკოსისტემა
- აშშ-ის ინოვაციური ინიციატივები და დაფინანსების პროგრამები
ვებინარის სამუშაო ენა არის ინგლისური. მონაწილეობის მიღება უფასოა.
ვებინარზე დასაწრებად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე.
გთხოვთ, იხილოთ ვებინარის სამუშაო დღის წესრიგი.