შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
EN

შეხვედრა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით თანამშრომლობის შესახებ

2019 წლის 11 ივნისს, ბრიუსელში გაიმართა EaP PLUS-ის შემაჯამებელი შეხვედრა, რომლის ფარგლებში გაიმართა აღმოსავლეთ პარტნიორობის კვლევისა და ინოვაციების მიმართულებით თანამშრომლობის მიმომხილველი ფორუმი.

EaP PLUS-ის კონსორციუმის ორგანიზებით ჩატარდა შემაჯამებელი შეხვედრა, რომელიც მოიცავდა აღმოსავლეთ-პარტნიორობის კვლევისა და ინოვაციების მიმართულებით თანამშრომლობის შედეგების განხილვას ევროკავშირის ახალი პროგრამის Horizon Europe-თან მიმართებაში. კონფერენციის თარიღები დაემთხვა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინსტრუმენტის ამოქმედების ათი წლის თავს, რომელსაც ხელი მოეწერა 2009 წელს პრაღაში.

ერთ დღიანი ღონისძიება მოიცავდა შემდგომ საკითხებს:

  1. EaP PLUS პროექტის მიღწევებს, პოლიტიკისა და მკვლევრებს ხელშეწყობის მექანიზმებსა და საგრანტო სქემის მიმოხილვას;
  2. ევროკავშირის მიერ EaP PLUS-ის ფარგლებში ინიცირებულ პროექტებს: StartUp Europe, EU4Innovation, MSCA, Erasmus, EIT, COST-სა და Horizon Europe.
  3. ევროკავშირის ჩარჩო პროგრამა ჰორიზონტი 2020-თან ასოცირების საკითხს: აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების გამოწევევბს, მიღებულ გამოცდილებასა და სარგებელს;
  4. სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს, მათ შორის პროექტ EaP PLUS-ის ფარგლებში გაცემულ რეკომენდაციებს.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღეს 60-მდე წარმომადგენელმა, როგორც ევროკავშირის ისე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან. სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრმა 6 ქვეყნის წარმომადგენლებმა დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია, რომ მათი ქვეყნები მეტი მონდომებითა და მზაობით უნდა ისწრაფვოდნენ ევროკავშირსა და წევრ სახელმწიფოებთან თანამშრომლობის გაღრმავებისაკენ.