შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრი უკრაინაში (STCU) - სადოქტორო გრანტების კონკურსი 2019

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრი უკრაინაში (STCU)  და საერთაშორისო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრის მიერ გამოცხადებული 2019 წლის სადოქტორო გრანტების კონკურსის შესახებ.

კონკურსი ღიაა მაგისტრის ხარისხის მქონე განმცხადებლებისათვის, რომელთაც  მაგისტრის ხარისხი მოპოვებული აქვთ უკრაინის, საქართველოს, აზერბაიჯანის, მოლდოვის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, სომხეთის, ავღანეთის, პაკისტანის, უზბეკეთისა და მონღოლეთის უნივერსიტეტებში.

საგრანტო კონკურსის კვლევითი მიმართულებები მოიცავს: ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობასა და ამ მიმართულებებით აქტუალური საკითხებს, სტრატეგიულ სავაჭრო კონტროლს, ეროვნული და საერთაშორისო სავაჭრო კონტროლის სისტემებს და აშ.

კონკურსი გულისხმობს შერჩეულ კანდიდატებთან 4 წლიანი კონტრაქტის გაფორმებას 2019 წლის სექტემბრიდან.

მონაწილეები ჩარიცხული უნდა იყვნენ ევროკავშირის წევრ ან ევროკავშირის თავისუფალი ვაჭრობის ზონის ქვეყნების რომელიმე უნივერსიტეტში და ჰყავდეთ პროგრამის 2 ხელმძღვანელი.

საგრანტო კონკურსზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2019 წლის 15 აპრილი, 12:00 საათი (ბრიუსელის დროით).

დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ ეწვიოთ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრი უკრაინაში (STCU) და საერთაშორისო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრის ვებგვერდს.

გთხოვთ, იხილოთ სადოქტორო გრანტების კონკურსის განაცხადის ფორმა და საინფორმაციო ბროშურა.