ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ასტურიის პრინცესის პრემიის შესახებ
ესპანეთის ტახტის მემკვიდრის, ასტურიის პრინცესა ლეონელის ფონდმა დაიწყო 2015 წლის ყოველწლიურ საერთაშორისო პრემიაზე წარსადგენი კანდიდატების განაცხადების მიღება. პრემია გაიცემა რვა კატეგორიაში: ხელოვნება, ლიტერატურა, სოციალური მეცნიერებები, ჰუმანიტარული სფერო, სამეცნიერო და ტექნიკური კვლევა, საერთაშორისო თანამშრომლობა, მშვიდობა და სპორტი.
ძირითადი აპლიკაციების წარდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 10 მარტი, მშვიდობის კატეგორიაში აპლიკაციები მიიღება – 2016 წლის 14 ივლისი. პრემიის გადაცემის ცერემონია ჩატარდება 2016 წლის ოქტომბერში. პრემიას გადასცემს ესპანეთის მეფე ფილიპე VI.