შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ახალი საგრანტო პროგრამის - „ERC - ის გრანტის სამეცნიერო ხელმძღვანელთან საქართველოს მკვლევართა სამეცნიერო სტაჟირების კონკურსის“ შესახებ

საქართველოს მეცნიერთა ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) საგრანტო პროექტებში წარმატებული მონაწილეობისა და საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირების ხელშეწყობის მიზნით, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი აანონსებს დაგეგმილ ახალ საგრანტო სქემას, რომელიც შესაძლებლობას მისცემს საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერებსა და გამორჩეულ მკვლევრებს გაიარონ სამეცნიერო - კვლევითი სტაჟირება ERC-ის მიერ დაფინანსებული პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელთან და ჯგუფთან.   

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს უნივერსიტეტებსა და კვლევით ცენტრებში მოღვაწე გამორჩეულ ახალგაზრდა მკვლევრებსა და მეცნიერებს ყველა სამეცნიერო მიმართულებიდან, რომელთა დოქტორის ხარისხის მინიჭებიდან კონკურსის გამოცხადებამდე გასულია არაუმეტეს 12 წელი.

  • კონკურსის გამოცხადების სავარაუდო თარიღი: 2019 წლის II – III კვარტალი
  • სტაჟირების დაწყების სავარაუდო პერიოდი: 2020 წლის I-II კვარტალი

მარეგულირებელი დოკუმენტები და განაცხადების წარდგენის პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნდება კონკურსის გამოცხადებისას.

კონკურსში მონაწილეობისათვის, განაცხადები წარდგენილი უნდა იყოს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში.

დამატებითი ინფორმაციისათვის, შეგიძლიათ იხილოთ სტაჟირების პროგრამის გზამკვლევი ევროპული კვლევების საბჭოს ვებგვერდზე.

დამატებითი ინფორმაციისათვის, შეგიძლიათ მიმართოთ ფონდის საერთაშორისო ურთიერთობებისა და ფონდების მოზიდვის სამსახურს: