შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
EN

ევროპული კვლევების საბჭოს(ERC) საგრანტო კონკურსი - Advanced Grant 2019

შოთა რუსთაველის საქართველოს  ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ევროპული კვლევების საბჭოს (ERC)  2019 წლის საგრანტო კონკურსის შესახებ Advanced Grant  2019.

კონკურსი ღიაა მიმდინარე წლის 21 მაისიდან  და განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა 2019 წლის 29 აგვისტო.

ევროპული კვლევების საბჭოს გრანტები ხელს უწყობს წამყვან მეცნიერებს და მკვლევრებს, ჩაატარონ უმაღლესი ხარისხის სამეცნიერო კვლევა. გრანტის ოდენობა შეადგენს 2.5 მილიონ ევროს 5 წლის განმავლობაში.

კონკურსი ღიაა ყველა სამეცნიერო მიმართულებისთვის და მასში მონაწილეობა შეუძლიათ სხვადასხვა მოქალაქეობის მქონე წამყვან მეცნიერებს, რომლებთაც აქვთ გამორჩეული სამეცნიერო მოღვაწეობის მინიმუმ 10 წლიანი გამოცდილება. წამყვანი ორგანიზაცია (Host Institution) დაფუძნებული უნდა იყოს ევროკავშირის წევრ ან ასოცირებულ სახელმწიფოში, მათ შორის საქართველოშიც.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ევროპული კვლევების საბჭოს ვებგვერდზე და  ევროკომისიის დაფინანსებისა და ტენდერების პორტალზე.