შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ევროკავშირის 540 მილიონიანი ინვესტიცია გამორჩეული ხარისის კვლევების მხარდასაჭერად

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ევროკავშირის 540 მილიონიანი ინვესტიციის შესახებ გამორჩეული ხარისხის კვლევების მხარდასაჭერად.

აღნიშნული რეფორმა მეტ შესაძლებლობას შექმნის მეცნიერებისთვის, რათა განახორციელონ თავიანთი გამორჩეული კვლევითი პროექტები ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორებიცაა; განახლებადი ენერგიები, ადამიანის ბიოლოგიური საათი და მისი ფუნქციონირება თანამედროვე დატვირთულ ცხოვრების ტემპში და აშ. 

ამ მიმართულებით, ევროპული კვლევების საბჭოს - ERC კონკურსებში მონაწილეობა შეუძლიათ მეცნიერებს ყველა ქვეყნიდან.  გრანტის მიმღები მეცნიერები განახორციელებენ კვლევებს ევროკავშირისა და პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020“ ის მონაწილე სახელმწიფოების კვლევით ცენტრებსა და ინსტიტუტბში.

 ევროპული კვლევების საბჭოს - ERC ერთ-ერთი გამორჩეული საგრანტო კონკურსია: Advanced Grant. ამჟამად დარეგისტრირებულია 2052 კვლევითი პროექტი რომლებიდანაც 11% შეირჩა დასაფინანსებლად.

პოტენციური მონაწილეებისათვის

მკვლევრებმა, რომელთაც სურთ მონაწილეობა მიიღონ  ERC Advanced Grant კონკურსში, 2019 წლის  21 მაისიდან 29 აგვისტომდე უნდა დარეგისტრირდნენ დაფინანსების შემდგომი ეტაპისთვის.

The ERC Advanced Grants მოკლე მიმოხილვა:

  • კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ნებისმიერი ასაკის ან ეროვნების მაღალ კვალიპიციურ მკვლევრებს,რომლებსაც გააჩნიათ გამორჩეული სამეცნიერო გამოცდილება.
  • მასპინძელი ინსტიტუტი უნდა იყოს დაფუძნებული ევროკავშირის წევრ სახელმწიფოსა ან ასოცირებულ ქვეყანაში. ეს შეიძლება იყოს ინსტიტუტი, სადაც მკვლევარი უკვე მუშაობს, ან სხვა სასურველი ორგანიზაცია. მასპინძელი ინსტიტუტი შეიძლება შეიცვალოს პროექტის მკვლევრის სურვილისამებრ ("გრანტის პორტაბელურობა").
  • კონსორციუმი ან თანადაფინანსება არ არის მოთხოვნილი.
  • დაფინანსება მოიცავს 2.5 მილიონ ევროს, 5 წლიანი კვლევის განსახორციელებლად.