შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

EaP PLUS-ის ვებინარი ინტელექტუალური საკუთრების შესახებ

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას პროექტ EaP PLUS-ის ფარგლებში ორგანიზებული ვებინარის შესახებ, რომელიც გაიმართება 2018 წლის 17 ოქტომბერს, 10:30 – 12:00 საათზე (ცენტრალური ევროპის დროით).

ვებინარის სამუშაო ენა ინგლისურია და მონაწილეობა უფასოა.  ვებინარის თემატიკა მოიცავს ინტელექტუალური საკუთრების (IP), უფლებების (IPR) და მასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხის განხილვას ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020“ ის ფარგლებში.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ  EaP PLUS ვებგვერდზე, ხოლო ვებინარში მონაწილეობისათვის, გთხოვთ იხილოთ ბმული.