შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

EaP Plus-ის ვებინარი ჰორიზონტი 2020-ის პროგრამული კომიტეტის წევრებისათვის

მიმდინარე წლის 23 აპრილს, 12:30 (თბილისის დროით),გიწვევთ EaP Plus პროექტის პარგლებში ორგანიზებულ ვებინარზე, რომელიც ეძღვნება „ჰორიზონტი 2020“-ის პროგრამული კომიტეტის წევრებს EaP ქვეყნებში.

საკითხები წარმოდგენილი იქნება პოლონეთის ეროვნული საკონტაქტო პირის მიერ და ვებინარის თემატიკა მოიცავს:

  • „ჰორიზონტი 2020“ -ის პროგრამული კომიტეტების მუშაობა
  • პროგრამული კომიტეტის წევრების როლი
  • სამუშაო პროგრამის მომზადების პროცესი
  • ეროვნული ჯგუფებისა და კომიტეტის წევრების პოზიციები
  • ევროკომისიის მრჩეველთა ჯგუფი (Advisory Group)

ვებინარის დასასრულს, შეგეძლებათ დასვათ სასურველი კითხვები.

ვებინარი ჩატარდება „Skype for Business” პროგრამის მეშვეობით.

ვებინარი ჩაიწერება და ვიდეო და პრეზენტაციები ხელმისაწვდომი იქნება EaP Plus ვებ გვერდების მეშვეობით.

ვებინარზე დასასწრებად მიჰყევით შემდეგ ლინკს.