შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
EN

ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) საინფორმაციო დღე

2019 წლის 16 აპრილს, 10:00 საათზე შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზში, ტრენინგ ცენტრის ფარგლებში ჩატარდება საინფორმაციო დღე ევროპული კვლევების საბჭოს საგრანტო სქემების შესახებ.

ევროპული კვლევების საბჭო (ERC)  გახლავთ ჰორიზონტი 2020-ის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი, რომლის მისიაა კონკურენტული დაფინანსების გზით, ხელი შეუწყოს უმაღლესი ხარისხის კვლევის განხორციელებას ყველა სამეცნიერო მიმართულებით.  დაფინანსების  მიღება შესაძლებელია ღია კონკურენციის პირობებში. ERC-ის საგრანტო კონკურსებში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც კარიერის საწყის ეტაპზე მყოფ მკვლევარებს, ასევე, დიდი გამოცდილების მქონე მეცნიერებს.

საინფორმაციო დღეზე მოწვეული სპიკერია ევროპული კვლევების საბჭოს  აღმასრულებელი სააგენტოს (ERCEA) სამეცნიერო ოფიცერი - პროფ. ვაიდა ბანკაუსკაიტე, რომელიც მიმოიხილავს ERC-ის სააპლიკაციო პროცესებს, დაფინანსების შესაძლებლობებსა და შეფასების პროცედურებს.

ღონისძიებაზე დასასწრებად, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე.