2018 წლის კონკურსები
http://rustaveli.org.ge/images/daad%202018/Daad.jpg
15/02/2018 14:59

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის ერთობლივი „Rustaveli-DAAD“-ის სასტიპენდიო პროგრამის საგრანტო კონკურსი

საგრანტო კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს  ახალგაზრდა   მეცნიერებსა  და  დოქტორანტებს : ა) სამეცნიერო კვლევების განხორციელებასა და ხარისხიანი სადოქტორო განათლების  მიღებაში; ბ) გერმანელ კოლეგებთან ერთად სამეცნიერო ქსელის შექმნაში, საუკეთესო სამეცნიერო პრაქტიკის საერთაშორისო გაცვლის პროცესების გაუმჯობესების მიზნით; გ) თემატური ან ინტერდისციპლინური მიმართულებით სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებაში. საგრანტო კონკურსის ფარგლებში ფინანსდება პროექტები, რომლებიც ითვალისწინებს გერმანიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა ან/და კვლევით ინსტიტუტებში სტაჟირებას შემდეგი სუბიექტებისთვის: ა) ახალგაზრდა მეცნიერებისათვის (საქართველოს მოქალაქე, რომლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭების დღიდან კონკურსის გამოცხადების დღემდე გასულია არაუმეტეს 12 წელი)  -  4- დან 6 თვემდე ვიზიტი.  ფინანსდება ყოველთვიური სტიპენდია  2000  ევროს ექვივალენტი ლარში და მგზავრობის ხარჯი არაუმეტეს  575  ევროს ექვივალენტი ლარში; ბ) დოქტორანტების -  3 თვიანი ვიზიტი.  ფინანსდება ყოველთვიური სტიპენდია  1000  ევროს ექვივალენტი ლარში, მგზავრობის ხარჯი არაუმეტეს  575  ევროს ექვივალენტი ლარში და დაზღვევის ხარჯი ყოველთვიურად არაუმეტეს  80  ევროს ექვივალენტი ლარში. გ) ერთობლივი სადოქტორო პროგრამების დოქტორანტების -  6 თვიანი ვიზიტი.  ფინანსდება ყოველთვიური სტიპენდია  1000  ევროს ექვივალენტი ლარში, მგზავრობის ხარჯი არაუმეტეს  575  ევროს ექვივალენტი ლარში, დაზღვევის ხარჯი ყოველთვიურად არაუმეტეს  80  ევროს ექვივალენტი ლარში და დოქტორანტის ხელმძღვანელის და თანახელმძღვანელის მგზავრობის ხარჯი არაუმეტეს  637,5 ევროს ექვივალენტი ლარში. სტაჟირება  უნდა განხორციელდეს 15 მაისიდან 15 ნოემბრამდე პერიოდში. საგრანტო კონკურსი მოიცავს DAAD-ის კლასიფიკატორის შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებს: ა) ენები და კულტურის კვლევები; ბ) სამართალი, ეკონომიკა და სოციალური მეცნიერებები; გ) მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; დ) მედიცინა; ე) ვეტერინარული მედიცინა, მეტყევეობა, ეკოლოგია, აგრარული და კვების მეცნიერებები; ვ) ინჟინერია; ზ) ხელოვნების, მუსიკისა და სპორტის მეცნიერებები; დეტალურ ინფორმაციას კონკურში მონაწილეობის პირობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ დოკუმენტებში: მინისტრის ბრძანება; ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება; კონკურსის პირობები (დანართი 1) ; პროექტი უნდა დარეგისტრირდეს DAAD-ის ელექტრონულ ბაზაში (იხილეთ ბმული) . პროექტის ბეჭდური ვერსია ორ ეგზემპლიარად სარეკომენდაციო წერილთან ერთად უნდა ჩაბარდეს DAAD-ის საინფორმაციო ცენტრის თბილისის ოფისში (მისამართი: თბილისი, ზანდუკელის ქუჩა #16). ფონდის კანცელარიაში უნდა ჩაბარდეს: ა) კვლევითი პროექტი ქართულ ენაზე; ბ)  პროექტის ბიუჯეტის ქართულ ენაზე (დანართი 2); გ) განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ (დანართი 3). კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი: კონკურსის გამოცხადება:  1 5 თებერვალი; ჯგუფური კონსულტაცია  20 თებერვალი 17 :00 საათზე  ფონდის საკონფერენციო დარბაზში; რეგისტრაციისთვის დააჭირეთ აქ გასვლითი ჯგუფური კონსულტაცია  26 თებერვალს 16:00 საათზე  ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 101- ე აუდიტორია ; გასვლითი ჯგუფური კონსულტაცია 12 მარტს   ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (დროისა და ადგილის დაზუსტება მოხდება მოგვიანებით); გასვლითი ჯგუფური კონსულტაცია თავისუფალ უნივერსიტეტში (დროისა და ადგილის დაზუსტება მოხდება მოგვიანებით); დამატებით სხვა გასვლითი ჯგუფური კონსულტაციების შესახებ ინფორმაცია განთავსდება ფონდის ვებ. გვერდზე. კონკურსის ელექტრონული რეგისტრაციის ბოლო ვადა:  19 მარტი; პროექტის სარეკომენდაციო წერილთან ერთად (ორი ეგზემპლიარი) DAAD-ის საინფორმაციო ცენტრის თბილისის ოფისში წარდგენის ბოლო ვადა:  20 მარტი; განცხადების ფონდის კანცელარიაში წარმოდგენის ბოლო ვადა:  21 მარტი 16:00  სთ- მდე.   ინდივიდუალური კონსულტაციები არ ჩატარდება! კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ კოორდინატორს ელ-ფოსტაზე: daad@rustaveli.org.ge  ან info@daad.org.ge ფონდი გისურვებთ წარმატებებს!  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/3_1.JPG
23/01/2018 17:46

ფონდი აცხადებს მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსს „ლეონარდო და ვინჩი“

მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა   კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“-ს მიზანია  ზოგადსაგანმანათლებო დაწესებულებებში მიმდინარე რეფორმების ხელშეწყობა; სასწავლო პროცესის სტიმულირება-სრულყოფა, სწავლისადმი ინტერესის გაღვივება; ინოვაციებისა და ტექნიკის მიმართ მოსწავლეთა ინტერესის გაღვივება; შემოქმედებითი აზროვნებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება. კონკურსი ტარდება საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 თებერვლის N98 დადგენილების შესაბამისად. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია პირს, რომელიც არის საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სახელმწიფო და კერძო სკოლების) VII-XII კლასის მოსწავლე. კონკურსში განაცხადების წარდგენა შესაძლებელია ინდივიდუალურად და ჯგუფურად. ჯგუფის წევრთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი კლას(ებ)ის სამ მოსწავლეს. კონკურსზე პროექტის დარეგისტრირების შემდეგ ჯგუფის წევრთა ცვლილება დაუშვებელია. თითოეულ გუნდს შეუძლია გუნდის ლიდერის დანიშვნა, რომელიც მიმდინარე სამუშაოებს გაუწევს კოორდინაციას, იქნება გუნდის სპიკერი და საკონტაქტო პირი. მიუხედავად ამისა, გუნდის თითოეულ წევრს უნდა შეეძლოს სპიკერის/ საკონტაქტო პირის როლის შესრულება, უნდა იყოს სრულად ჩართული პროექტში  და იცნობდეს მის ყველა ასპექტს. საბოლოო ნამუშევარი უნდა ასახავდეს გუნდის ყველა წევრის კოორდინირებულ ძალისხმევას. გუნდური პროექტი შეფასდება ინდივიდუალური პროექტების მსგავსი წესებითა და შეფასების კრიტერიუმებით. ერთი და იგივე პირი ვერ იქნება საკონკურსოდ წარდგენილი ორზე მეტი განაცხადის ავტორი ან თანაავტორი. გამარჯვების შემთხვევაში დაფინანსდება მხოლოდ ერთი პროექტი.    საკონკურსოდ  არ უნდა იყოს წარმოდგენილი კვლევა, რომელიც განხორციელდა 2017 წლის იანვრამდე. საკონკურსოდ არ განიხილება პროექტი, რომელმაც საპრიზო ადგილი დაიკავა ან გაიმარჯვა ფონდის ან სხვა ორგანიზატორის  მიერ ადრე ჩატარებულ  კონკურსში. ყალბი ინფორმაციის წარმოდგენის შემთხვევაში პროექტი მოიხსნება კონკურსიდან. თითოეულ გუნდს, ან მოსწავლეს უნდა  ჰყავდეს  ხელმძღვანელი, რომელიც შესაძლებელია  იყოს მასწავლებელი, მშობელი ან  მეცნიერი, რომლის ლაბორატორიაშიც მოსწავლე მუშაობს. ხელმძღვანელი   პროექტზე მუშაობის მთელი პერიოდის მანძილზე უნდა იმყოფებოდეს მოსწავლესთან მჭიდრო კონტაქტში. ის უნდა იცნობდეს ყველა შესაბამის რეგულაციას, რომელიც პოტენციურად საშიშ ან სარისკო კვლევის ჩატარებას ეხება და, რომლებიც მოსწავლის პროექტთანაა დაკავშირებული. ასეთი კვლევა შეიძლება მოიცავდეს ქიმიური ან ბიოლოგიური ნივთიერებებისა და აღჭურვილობის გამოყენებას, ექსპერიმენტულ მეთოდებს, უჯრედების კულტურის, მიკროორგანიზმების ან საშიში ცხოველების/ ცხოველური ქსოვილების შესწავლას. იმ შემთხვევაში, თუ კვლევა ხორციელდება ლაბორატორიაში, ან  ეხება პოტენციურად საშიშ ბიოლოგიურ და კონტროლირებად ნივთიერებებს, აუცილებელია შესაბამისი რეგულაციების, შეზღუდვების ზედმიწევნით ზუსტი დაცვა და დარგის მეცნიერის ან ზედამხედველის მონაწილეობა პროექტში. კონკურსის მონაწილეს უფლება აქვს საკონკურსოდ წარადგინოს მხოლოდ საკუთარი ავტორობით/თანაავტორობით შედგენილი განაცხადი. საკონკურსო კომისია გამოფენაზე გამოავლენს გამარჯვებულებსა და სპეციალური პრიზების მფლობელებს, კერძოდ, გამოვლინდება ერთი გრანპრი, პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელი პროექტი. გრანპრით დაჯილდოებული პროექტის ავტორი გაემგზავრება საზღვარგარეთ შემეცნებითი ტურით. პირველ ადგილზე გასული პროექტის ავტორი დაჯილდოვდება 5000 ლარის ოდენობით, მეორე ადგილზე გასული პროექტის ავტორი - 3000 ლარის ოდენობით, ხოლო მესამე ადგილზე გასული პროექტის ავტორი - 2000 ლარის ოდენობით. ჯგუფურად წარმოდგენილი პროექტების დაჯილდოების შემთხვევაში შესაბამისი თანხა თანაბრად იყოფა ჯგუფის წევრებს შორის.  დადგენილება ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება კონკურსის პირობები კონკურსის პირველი ეტაპის საგანაცხადო ფორმა კვლევის გეგმა, პირველადი იდეა მეორე ეტაპზე წარსადგენი პროექტის აღწერილობა კონკურსის მეორე ეტაპზე წარსადგენი განაცხადი კონკურსში მონაწილეობის შესახებ კონკურსის პირველ ეტაპის შეფასების კრიტერიუმები კონკურსის მეორე ეტაპის შეფასების კრიტერიუმები სამეცნიერო მიმართულებები და ქვემიმართულებები   კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ პროგრამის კოორდინატორებს:   მაკა ქაჯაია, ელ.ფოსტა:  kajaia@rustaveli.org.ge ,   ტელ. 2200220(4409) ანა გოგუაძე , ელ.ფოსტა  goguadze@rustaveli.org.ge     კონკურსის ელექტრონულ რეგისტრაციის ინსტრუქცია ფონდის ვებგვერდზე განთავსდება  მოგვიანებით!  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/2018%20clis%20konkursebi/KVLEVEBI%20MOSCMONACIL/IMG_3803.JPG
23/01/2018 14:19

ფონდი აცხადებს სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსს – „მეცნიერება იწყება სკოლიდან – კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“

სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის – „მეცნიერება იწყება სკოლიდან –  კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა განათლების ხარისხის ამაღლება, განათლებისა და კვლევების დაახლოება, კვლევების ინტეგრირება სწავლის პროცესში; კვლევების პოპულარიზაციის გზით სკოლის მოსწავლეთა დაინტერესება მეცნიერებით; მოსწავლეთა შორის კვლევითი უნარების გამომუშავების ხელშეწყობა; მასწავლებელთა მოტივაციის ამაღლება  მოსწავლეთა კვლევებში ჩასართავად;  მეცნიერთა, მათ შორის, ახალგაზრდა მეცნიერთა (მაგისტრანტთა და დოქტორანტთა), ინტერესის გაზრდა სასკოლო პროცესში მონაწილეობისათვის;  სასწავლო პროცესში ისეთი სიახლეების დანერგვა, რომლებიც ხელს შეუწყობს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების  მუშაობის ეფექტიანობის გაზრდას, დაეხმარება  მოსწავლეს, გაიაზროს ამა თუ იმ საგნის მნიშვნელობა, რაც გაზრდის მის დაინტერესებას მეცნიერებისადმი.  კონკურსში პროექტების შემოტანა შესაძლებელია შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებში:         1.  მათემატიკა; 2.  ინფორმატიკა; 3.  ფიზიკა; 4.  ქიმია; 5.  სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები; 6.  დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები; 7.  ეკოლოგია; 8.  ინჟინერია და ტექნოლოგიები; 9.  აგრარული მეცნიერებანი. კონკურსში პროექტის შეტანა შეუძლია საჯარო სკოლას/სკოლებს.  პროექტის შემომტანთა შორის საჯარო სკოლასთან ერთად შესაძლებელია იყოს კერძო სკოლაც, რაც შესაძლებლობას აძლევს მას კვლევაში ჩართოს თავისი მოსწავლეები. ამასთანავე, პროექტში მონაწილე კერძო სკოლა ვერ იქნება სასწავლო-კვლევითი გრანტის მიმღები და ვერ მიიღებს მონაწილეობას როგორც გრანტის თანხების, ასევე მის ფარგლებში შეძენილი ქონების განაწილებაში. საჯარო სკოლის მხრიდან პროექტის ხელმძღვანელი უნდა იყოს საჯარო სკოლის VIII – XII კლასებში მომუშავე მოქმედი მასწავლებელი. მას შეუძლია მხოლოდ ერთი პროექტის წარდგენა. პროექტში მონაწილე მეცნიერი უნდა იყოს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ან/და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების აკადემიური/სამეცნიერო პერსონალი, რომელიც კვლევის პროცესში სამეცნიერო კონსულტაციას უწევს პროექტის ხელმძღვანელს, პროექტის ასისტენტსა და მოსწავლეებს;  პროექტში უნდა მონაწილეობდეს პროექტის ასისტენტი, რომელიც ეხმარება პროექტის ხელმძღვანელსა და მეცნიერს პროექტის განხორციელებაში. იგი უნდა იყოს დოქტორანტი ან მაგისტრანტი საქართველოს მოქალაქე, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხულია საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურის ან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე და პროექტის შემოტანისას აქვს სტუდენტის აქტიური სტატუსი; პროექტის ხელმძღვანელის, მეცნიერის და პროექტის ასისტენტის ჩართულობა პროექტში აუცილებელი პირობაა. კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი პროექტები უნდა ითვალისწინებდეს საჯარო სკოლის მოსწავლეთა აქტიური  მონაწილეობით კონკრეტული სამეცნიერო საკითხის/პრობლემის კვლევას; კვლევაში ჩართული მოსწავლეები უნდა სწავლობდნენ VIII, IX, X, XI ან/და XII კლასებში. პროექტში დაგეგმილი კვლევის ხანგრძლივობა უნდა იყოს 24 სამუშაო კვირა, რომელიც არ უნდა მოიცავდეს სასკოლო არდადეგებს. პროექტის განხორციელებამ ხელი არ უნდა შეუშალოს სკოლაში მიმდინარე  სასწავლო პროცესს. პროექტში უნდა აღინიშნოს კვლევაში მონაწილე მოსწავლეთა სავარაუდო კონტინგენტი და რაოდენობა. პროექტში მონაწილე მოსწავლეთა რაოდენობა არ უნდა იყოს 12 მოსწავლეზე ნაკლები. პროექტისათვის ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 12 000 ლარს. შესაძლებელია, პროექტი ითვალისწინებდეს თანადაფინანსებას მონაწილე სუბიექტების ან სხვა იურიდიული პირების მიერ. მინისტრის ბრძანება ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება კონკურსის  პირობები საპროექტო წინადადება პროექტის ანოტაცია ქართულ და ინგლისურ ენებზე კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ პროფესიული ბიოგრაფია (cv) ქართულ ენაზე პროექტის გეგმა-გრაფიკი პროექტის ბიუჯეტი განცხადება ,,2018 წლის სახელმწიფო  გრანტების კონკურსი „მეცნიერება იწყება სკოლიდან –  კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ კონკურსში მონაწილეობის შესახებ ბიუჯეტის კლასიფიკატორი ხშირად დასმული კითხვები   კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ პროგრამის კოორდინატორებს:   მაკა ქაჯაია, ელ.ფოსტა:  kajaia@rustaveli.org.ge ,   ტელ. 2200220(4409) ანა გოგუაძე , ელ.ფოსტა  goguadze@rustaveli.org.ge   კონკურსის ელექტრონულ რეგისტრაციის ინსტრუქცია ფონდის ვებგვერდზე განთავსდება მოგვიანებით!
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/All_Souls_College_University_of_Oxford.jpg
22/01/2018 10:18

ფონდი აცხადებს ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების“ ერთობლივი კვლევითი პროგრამის 2018 წლის საგრანტო კონკურსს

კონკურსის მიზნებია: საქართველოს შემსწავლელ მეცნიერებებში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი თანამედროვე დარგობრივი და ინტერდისციპლინური კვლევების განვითარება და პოპულარიზაცია საერთაშორისო ასპარეზზე; ასევე,  ახალგაზრდა მკვლვართა მოზიდვა და მათი სამეცნიერო პოტენციალის ზრდა, ქვეყნის ისტორიის, კულტურის, დამწერლობის, ენისა და ლიტერატურის, არქეოლოგიისა და ხელოვნების, რელიგიის, სოციალურ - ეკონომიკური, პოლიტიკური ტრანსფორმაციის თანამედროვე კვლევების შედეგების გავრცელება საერთაშორისო აკადემიურ ქსელში. დეტალურ ინფორმაციას კონკურში მონაწილეობის წესებისა და პირობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ დოკუმენტებში: მინისტრის ბრძანება გენერალური დირექტორის ბრძანება დანართი 1 - კონკურსის პირობები დანართი 2 - საპროექტო წინადადების ფორმა დანართი 3 - ავტობიოგრაფია ( CV) დანართი 4 - განცხადება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე დანართი 5 - ოქსფორდის უნივერსიტეტთან საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პირის თანხმობის ფორმა ხშირად დასმული კითხვები ხელშეკრულება ოქსფორდის უნივერსიტეტსა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდს შორის კონკურსის ადმინისტრირების განრიგი: 2018 წლის 22 იანვარი - კონკურსის გამოცხადება დადგენილი წესით; კონსულტაციების დღეები: 05 .2018 , 16:00 სთ. - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის სააქტო                                                      დარბაზი, 05.201 8,16:00 სთ. - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის სააქტო                                           დარბაზი, 2018 წლის 8 ივნისი, 18:00 სთ - პროექტების ელექტრონულად წარდგენა ფონდში; 2018 წლის 13 ივნისი, 16:00 სთ - შევსებული, ხელმოწერილი განცხადების ფორმის წარდგენა ფონდის                                                                 კანცელარიაში; 2018 წლის 14-15 ივნისი - რეგისტრირებული პროექტების კონკურსის პირობებთან შესაბამისობის                                                     დადგენა; 2018 წლის 18-29 ივნისი - პროექტების შეფასება  ფონდისა და უნივერსიტეტის ერთობლივი                                                          კომისიის მიერ; 2018 წლის 2 ივლისი - ინტერვიუსთვის შერჩეული კანდიდატებისთვის ფონდიდან შეტყობინების                                                გაგზავნა; 2018 წლის ივლისი - ინტერვიუების ჩატარება შერჩეულ კანდიდატებთან ფონდისა და                                             უნივერსიტეტის ერთობლივი კომისიის მიერ; 2018 წლის ივლისი - კომისიის შეფასების საფუძველზე გამარჯვებული პროექტების გამოვლენა და                                             ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-                                           სამართლებრივი აქტით დამტკიცება; 2018 წლის ოქტომბერი - საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება   კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაციისათვის მიმართეთ შემდეგ საკონტაქტო პირს: ნინო გაჩეჩილაძე, ელ-ფოსტა:  gachechiladze@rustaveli.org.ge   შ ოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი გისურვებთ წარმატებას!
სრულად