2017 წლის კონკურსები
http://rustaveli.org.ge/images/slider2.jpg

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და იტალიის კვლევების ეროვნული საბჭოს (CNR) ერთობლივი კონკურსი

15/05/2017 18:16

ცხადდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და იტალიის კვლევების ეროვნული საბჭოს 2017 წლის ერთობლივ სამეცნიერო საგრანტო კონკურსი.  

ერთობლივი კონკურსის მიზანია საქართველოს და იტალიელ მეცნიერებსა და კვლევით  ცენტრებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ორი ქვეყნის მკვლევართა კოლაბორაციისა და მობილობის მხარდაჭერა.

კონკურსზე მიიღება 2 კატეგორიის საპროექტო წინადადებები:

1) ერთობლივიკვლევითი პროექტები (ხანგრძლიობა 2 წელი);

2) ერთობლივი სემინარები.

პირველ კატეგორიაში გაიცემა არაუმეტეს 5 გრანტისა, ხოლო მეორეში -  არაუმეტეს 2 გრანტისა.

საგრანტო დაფინანსება თანაბრად ნაწილდება CNR-სა და ფონდს შორის. ამასთან, CNR აფინანსებს იტალიელ მეცნიერებს, ხოლო ფონდი - მათ  პარტნიორებს საქართველოს მხრიდან.

მეორე კატეგორიაში (ერთობლივი სემინარები) გამარჯვებული პროექტის მონაწილე ქართველ და იტალიელ მეცნიერთა ჯგუფები, საკუთარ ქვეყანაში მართავენ წელიწადში ერთ სემინარს. შესაბამისად, თითოეული ჯგუფი, მასზე გამოყოფილი საგრანტო დაფინანსების ერთ ნაწილს იყენებს სემინარის ჩატარებისთვის, ხოლო მეორე ნაწილს - პარტნიორის მიერ ორგანიზებულ სემინარში მონაწილეობისთვის.

ქართულ და ინგლისურ ენაზე შესაბამისი ფორმით მომზადებულ განაცხადს საქართველოს მეცნიერები წარმოადგენენ ფონდში. პროექტის მონაწილე იტალიელი მეცნიერები განაცხადს წარადგენენ იტალიის კვლევების ეროვნული საბჭოში.

ორივე კატეგორიის პროექტისთვის საგრანტო დაფინანსების მოსაპოვებლად პროექტში ჩართული ქართული ჯგუფის მიერ ფონდში წარმოდგენილი საკონკურსო დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს:

ა)  „სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და იტალიის კვლევების ეროვნული საბჭოს (CNR) 2017 წლის ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსში“ მონაწილე პროექტის წარმომდგენ ქართველ მკვლევართა განცხადებას - დანართი №3 (ხელმოწერით  დადასტურებული).

ბ)   საპროექტო წინადადებას ქართულ და ინგლისურ ენაზე,   ამობეჭდილი სახით ხელმოწერილი პროექტის ქართველი ხელმძღვანელის მიერ, ასევე სრული პროექტი ელექტრონული ფორმით ჩაწერილი CD-R დისკზე,   დანართ №2-ში მოცემული ფორმის შესაბამისად (პროექტის ბიუჯეტი, განხორციელების გეგმა-გრაფიკი, ქართული ჯგუფის წევრთა პროფესიულ ავტობიოგრაფია - CV);

გ) ქართული ჯგუფის წევრთა მუშაობისა და აკადემიური ხარისხის/სწავლის დამადასტურებელ დოკუმენტებს.

3. საკონკურსო დოკუმენტაციის ფონდში   წარდგენა შესაძლებელი იქნება 2017 წლის 30 ივნისის 14:00 საათამდე.

დაგვიანებით წარმოდგენილი განაცხადი საკონკურსოდ არ განიხილება.

ერთობლივ კონკურსზე განაცხადის წარსადგენად იხელმძღვანელეთ თანდართული დოკუმენტებით:

იხილეთ ინფორმაცია კონკურსის შესახებ CNR-ის ვებ-გვერდზე (იტალიურ ენაზე): https://www.cnr.it/en/news/7463/nuovi-bandi-accordi-bilaterali-cnr-con-l-internazionalizzazione-la-ricerca-va-lontano

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ:

საერთაშორისო ურთიერთობებისა და ფონდების მოძიების სამსახური

მარიამ ქებურია 

ელ-ფოსტა: keburia@rustaveli.org.ge   ტელ: +995 322 200 220 (შიდა: 4022)

ირაკლი გრძელიშვილი:

ელ-ფოსტა: grdzelishvili@rustaveli.org.ge  ტელ: +995 322 200 220 (შიდა: 4406)