2017 წლის კონკურსების საბოლოო შედეგები

2017 წლის დოქტორანტურის საგანამანათლებლო პროგრამების საგრანტო კონკურსის შედეგები

29/09/2017 15:29
2017 წლის დოქტორანტურის საგანამანათლებლო პროგრამების საგრანტო კონკურსზე დარეგისტრირდა 238 საპროექტო განაცხადი. ფონდის გენერალური დირექტორის 2017 წლის 5 ივლისის N89 ბრძანებით, კონკურსის პირობებთან შეუსაბამობის გამო, კონკურსიდან მოიხსნა 15 განაცხადი.   კონკურსში მონაწილე 223 პროექტი შეფასდა დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 30 სექტემბრის N128/ნ ბრძანებით დადგენილი წესით. ფონდის გენერალური დირექტორის 2017 წლის 3 აგვისტოს N111 ბრძანების შესაბამისად, შედგა რანჟირებული სიები და გამოვლინდა 40 გამარჯვებული პროექტი.   ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება გამარჯვებული პროექტების დამტკიცების შესახებ   გამარჯვებული პროექტები   რანჟირებული სიები   კონკურსის სტატისტიკური ანალიზი   გამარჯვებული პროექტების ავტორებს გთხოვთ, წარმოადგინოთ ცნობა დოქტორანტურის სტუდენტის აქტიური სტატუსის შესახებ და პირადი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები განცხადებასთან ერთად სსიპ - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის კანცელარიაში არაუგვიანეს 20 ოქტომბრის 16:00 საათისა.   გთხოვთ გაითვალისწინოთ, დოკუმენტების ვადის დარღვევით წარმოდგენის შემთხვევაში გამარჯვებულ აპლიკანტებთან საგრანტო ხელშეკრულება არ გაფორმდება!
სრულად

2017 წლის მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების გრანტით დაფინანსების კონკურსის შედეგები

11/09/2017 12:42
მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიების საგრანტო კონკურსის   საკონკურსო კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე, კონკურსის პირობებთან შეუსაბამობის გამო ფონდის კონკურსიდან მოიხსნა 4 საკონკურსო განაცხადი გენერალური დირექტორის ბრძანება მოხსნილი განაცხადების შესახებ   საკონკურსო კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე  ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით დამტკიცდა საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებისათვის გამოყოფილი თანხის გადანაწილების წესი კონფერენციებზე, სეზონურ სკოლებსა და კომბინირებულ ღონისძიებებზე გენერალური დირექტორის ბრძანება თანხის გადანაწილების შესახებ   მობილობის გრანტის შემთხვევაში, კომისიამ  შეაფასა პროექტები შეფასების კრიტერიუმების მიხედვით და დაადგინა ორი რანჟირებულ სია, ახალგაზრდა მეცნიერთათვის და სხვა მონაწილე სუბიექტებისათვის.   რანჟირებული სია ახაგაზრდა მეცნიერთათვის რანჟირებული სია სხვა მონაწილე სუბიექტებისათვის  საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების გრანტის შემთხვევაში, კომისიამ  შეაფასა პროექტები შეფასების კრიტერიუმების მიხედვით და დაადგინა სამი რანჟირებულ სია, კონფერენციებისათვის, სეზონური სკოლებისათვის და კომბინირებული ღონისძიებებისათვის.  რანჟირებული სია კონფერენციებისათვის რანჟირებული სეზონური სკოლებისათვის რანჟირებული სია კომბინირებული ღინისძიებებისათვის გენერალური დირექტორის ბრძანება გამარჯვებული პროექტების შესახებ  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/slider2_1.jpg
25/08/2017 17:47

2017 წლის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის „სახელმწიფო გრანტი საქართველოში და საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევისათვის“ შედეგები

კომისიის მიერ შეფასებული პროექტები. კომისიამ დაადგინა რანჟირებული სია და  გამოავლენა 4 გამარჯვებული პროექტი, რომელიც წარედგინა ფონდის გენერალურ დირექტორს დასამტკიცებლად. გენერალური დირექტორის ბრძანება. გამარჯვებულებმა გთხოვთ, წარმოადგინოთ სსიპ - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის კანცელარიაში არაუგვიანეს 2017 წლის  8 სექტემბრისა  17:00 საათისა ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული დოკუმენტები. გთხოვთ, გაითვალისწინოთ დოკუმენტების ვადის დარღვევით წარმოდგენის შემთხვევაში გამარჯვებულ აპლიკანტებთან საგრანტო ხელშეკრულება არ გაფორმდება!
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/slider2.jpg
22/08/2017 17:53

„სამეცნიერო ფონდის ჯილდო წლის საუკეთესო მეცნიერისა და მეცნიერთა ჯგუფისთვის“ 2017 წლის კონკურსის შედეგები

2017 წლის 26 ივლისს „სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ჯილდო წლის საუკეთესო მეცნიერისა და მეცნიერთა ჯგუფისთვის“კონკურსში დარეგისტრირდა 60 საკონკურსო განაცხადი შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებში: 1. ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები - 23 საკონკურსო განაცხადი 2. ინჟინერია და ტექნოლოგიები - 5  საკონკურსო განაცხადი 3. სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებები - 4 საკონკურსო განაცხადი 4. აგრარული მეცნიერებები - 3  საკონკურსო განაცხადი 5. სოციალური მეცნიერებები - 5 საკონკურსო განაცხადი 6. ჰუმანიტარული მეცნიერებები - 11 საკონკურსო  განაცხადი 7. საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები - 9 საკონკურსო განაცხადი 2017 წლის 09 აგვისტოს  ფონდში გაიმართა ,,სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2017 წლის 01 აგვისტოს  N105 ბრძანებით  შექმნილი საკონკურსო განაცხადების  შემფასებელი საკონკურსო კომისია. კომისიამ შეაფასა 60 საკონკურსო განაცხადი   ფონდის   გენერალური დირექტორის 2017 წლის 26 ივნისის  N81 ,,სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ჯილდო წლის საუკეთესო მეცნიერისა და მეცნიერთა ჯგუფისთვის გამართვის წესის“ ბრძანების მე-9 მუხლით ჯილდოზე წარდგენილი საკონკურსო განაცხადების    შეფასების   კრიტერიუმების   შესაბამისად და მიიღო გადაწყვეტილება კონკურსში წარდგენილი 60 საკონკურსო განაცხადი შეეფასებინათ შემდეგი  სისტემით. კერძოდ: A+   - საუკეთესო A   -   ძალიან   კარგი B   - კარგი C   - დამაკმაყოფილებელი საკონკურსო კომისიამ გამოავლინა „სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ჯილდო წლის საუკეთესო მეცნიერისა და მეცნიერთა ჯგუფისთვის“ 2017 წლის კონკურსის ექვსივე  ჯილდოს ნომინაციის გამარჯვებულები. საკონკურსო კომისიის რეკომენდაციით, სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი სერტიფიკატებით  აჯილდოებს კონკურსში მონაწილე რიგ მეცნიერებსა და მეცნიერთა ჯგუფებს. დირექტორის ბრძანება შეფასებები სერტიფიკატები  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/image/oqs.jpg
13/07/2017 17:34

ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის ერთობლივი კვლევითი პროგრამის 2017 წლის საგრანტო კონკურსის შედეგები

გამოვლინდა  ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების“  ერთობლივი კვლევითი პროგრამის 2017 წლის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები 2017 წლის კონკურსზე დარეგისტრირდა 9 განაცხადი. ოქსფორდის უნივერსიტეტისა და ფონდის ერთობლივმა კომისიამ ინტერვიუები ჩაატარა კონკურსის მეორე ეტაპზე გადასულ 7 განმცხადებელთან. ინტერვიუების შედეგად კომისიამ დასაფინანსებლად შეარჩია ორი პროექტი: იხ. გენერალური დირქტორის ბრძანება გამარჯვებულებმა გთხოვთ, წარმოადგინოთ სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდის კანცელარიაში 2017 წლის 21 ივლისის 17:00 საათამდე  ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებით   დამტკიცებული დოკუმენტები. გამარჯვებულები დაფინანსდებიან მიწვეული მკვლევარის სტატუსით 12 თვიანი კვლევითი მივლინებით გაერთიანებულ სამეფოში, ოქსფორდის უნივერსიტეტში, ქვეყანათმცოდნეობის ინტერდისციპლინური კვლევების სკოლის ( http://www.area-studies.ox.ac.uk ), რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრში ( http://www.rees.ox.ac.uk ) და განახორციელებენ კვლევას ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შერჩეულ მაღალკვალიფიციურ მენტორთან თანამშრომლობით.
სრულად

2017 წლის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის – „მეცნიერება იწყება სკოლიდან – კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ საბოლოო შედეგები

21/06/2017 17:11
გამოვლინდა 2017 წლის სახელმწიფო სამეცნიერო  საგრანტო კონკურსის –  „მეცნიერება იწყება სკოლიდან –  კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ გამარჯვებული პროექტები. იხილეთ სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის   გენერალური დირექტორის ბრძანება   გამარჯვებული პროექტის დამტკიცების შესახებ. გამარჯვებული პროექტების სია გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გენერალური დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული დოკუმენტების ვადის დარღვევით წარმოდგენის შემთხვევაში გამარჯვებულ აპლიკანტებთან საგრანტო ხელშეკრულება არ გაფორმდება!
სრულად

შეცდომის გასწორება

31/05/2017 16:38
"2017 წლის სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის ერთობლივი "Rustaveli-DAAD"-ის სასტიპენდიო პროგრამის საგრანტო კონკურსის შედეგად გამარჯვებული პროექტების დამტკიცების შესახებ" სსიპ შოთ რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2017 წლის 25 მაისის N58 ბრძანებაში შეცდომის გასწორების შესახებ. იხილეთ ცვლილება გენერალური დირექტორის ბრძანებაში  და გამარჯვებულთა სია
სრულად

გამოცხადდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის ერთობლივი „Rustaveli-DAAD“-ის სასტიპენდიო პროგრამის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები

25/05/2017 16:38
გამოცხადდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის ერთობლივი „Rustaveli-DAAD“- ის სასტიპენდიო პროგრამის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები იხილეთ გენერალური დირექტორის ბრძანება და გამარჯვებულთა სია ცვლილება გენერალური დირექტორის ბრძანებაში
სრულად