2017 წლის კონკურსები
http://rustaveli.org.ge/images/slider2.jpg
22/06/2017 14:36

ფონდი აცხადებს მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების გრანტით დაფინანსების კონკურსს

მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსი აერთიანებს ფონდის მიერ 2016 წლის ჩათვლით ადმინისტრირებულ მოკლევადიან ინდივიდუალურ სამოგზაურო საგრანტო კონკურსს, საკონფერენციო საგრანტო კონკურსსა და სეზონური სკოლების საგრანტო კონკურსს. კონკურსის მიზანია ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების შედეგად, გაძლიერდეს ადგილობრივი სამეცნიერო პოტენციალი და ხელი შეეწყოს მეცნიერების საერთაშორისო სამეცნიერო სფეროში ინტეგრაციასა და თანამშრომლობას, მეცნიერების განვითარებასა და პოპულარიზაციას, ახალი კადრების მეცნიერებაში მოზიდვასა და ახალგაზრდა მეცნიერთა კვალიფიკაციის ამაღლებას. აგრეთვე, სამეცნიერო შრომების საერთაშორისო ჟურნალებსა და სამეცნიერო კრებულებში დაბეჭდვის შესაძლებლობის გაზრდა. მობილობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების კონკურსში პროექტების წარდგენა შესაძლებელია სამეცნიერო მიმართულებების კლასიფიკატორით განსაზღვრულ შემდეგ მიმართულებებში: საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; ინჟინერია და ტექნოლოგიები; სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებები; აგრარული მეცნიერებები; სოციალური მეცნიერებები; ჰუმანიტარული მეცნიერებები; საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები. კონკურსის ფარგლებში გაიცემა ინდივიდუალური (მობილობის) და ინსტიტუციური (საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების) გრანტები, რომლის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ ღია კონკურსის წესით. მობილობის გრანტის მოსაპოვებლად, კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს მოქალაქე დოქტორის, მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე ფიზიკურ პირს და საქართველოს მოქალაქე დოქტორანტურის, მაგისტრატურის, რეზიდენტურის სტუდენტს. საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიების გრანტის მოსაპოვებლად, კონკურსში მონაწილეობა შეუძლია წამყვან და თანამონაწილე ორგანიზაციას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პროექტის ძირითად პერსონალთან ერთად.   კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი:   22 ივნისი, 2017 - კონკურსის გამოცხადება; 26 ივნისი - პროექტების ელექტრონული რეგისტრაციის დაწყება; 29 ივნისი 16:00 -ჯგუფური კონსულტაცია №1, ფონდის სააქტო დარბაზი - სარეგისტრაციო ფორმა; 6 ივლისი 16:00 სთ. - ჯგუფური კონსულტაცია №2, ფონდის სააქტო დარბაზი - სარეგისტრაციო ფორმა; 17 ივლისი, 16:00 სთ. - ჯგუფური კონსულტაცია №3, ფონდის სააქტო დარბაზი - სარეგისტრაციო ფორმა; 19 ივლისი - ელ.ფოსტით შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა; 24 ივლისი, 16:00 სთ. - პროექტების ელექტრონული რეგისტრაციის ბოლო ვადა; 26 ივლისი, 16:00 სთ. ფონდის კანცელარიაში კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენის ბოლო ვადა; 2017 წლის სექტემბერი - კონკურსის შედეგების გამოცხადება.   ინდივიდუალური კონსულტაციები არ ჩატარდება!   დადგენილი ვადების , რეგისტრაციის წესებისა და კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი დოკუმენტაცია საკონკურსოდ არ განიხილება. დეტალური ინფორმაცია კონკურსის წესებისა და პირობების შესახებ იხილეთ შემდეგ დოკუმენტებში: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 9 ივნისის №96/ნ ბრძანება ; ფონდის გენერალური დირექტორის 22 ივნისის №78 ბრძანება ; ცვლილება გენერალური დირექტორის ბრძანებაში  კონკურსის პირობები (დანართი 1) ; ბიუჯეტის კლასიფიკატორი - საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების ფარგლებში -  (დანართი 11) .   მობილობის საგრანტო კონკურსში მონაწილეობისათვის ელექტრონულ ფოსტაზე - mgtravel@rustaveli.org.ge - წარმოსადგენი დოკუმენტები: პროექტის თავფურცელი და აბსტრაქტი (დანართი 2) განმცხადებლის პროფესიული ბიოგრაფია (დანართი 4) ცნობა თანადაფინანსების შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში (დანართი 6) დამატებითი დოკუმენტების ჩამონათვალი იხილეთ კონკურსის პირობების მე-3 მუხლის, მე-5 პუნქტის ბ.ბ ქვეპუნქტში.   მობილობის საგრანტო კონკურსზე ელექტრონული რეგისტრაციის შემდგომ ფონდის კანცელარიაში წარმოსადგენილი უნდა იყოს განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ (დანართი 9) განსაზღვრული ვადების დაცვით.   საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების ფარგლებში, ელექტრონულ ფოსტაზე - ise@rustaveli.org.ge - წარმოსადგენი დოკუმენტები: პროექტის თავფურცელი და პროექტის აბსტრაქტი (დანართი 3) საპროექტო წინადადება (დანართი 5) პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელის, თანახელმძღვანელის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), პროექტის ძირითადი პერსონალისა და ძირითადი და პლენარული მომხსენებლ(ებ)ის/ლექტორ(ებ)ის პროფესიული ბიოგრაფია (დანართი 7) უცხო ქვეყნის მოქალაქეების (ძირითადი პერსონალი) პროფესიული ბიოგრაფია (დანართი 8) უცხო ქვეყნის მოქალაქეების ან უცხოეთში მოღვაწე ძირითადი და პლენარული მომხსენებლ(ებ)ის/ლექტორ(ებ)ის დაინტერესების წერილი (დედანი და ნათარგმნი და დამოწმებული თარჯიმანთა ბიუროს მიერ) პროექტში მონაწილეობაზე (დანართი 12) პროექტის ბიუჯეტი და პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი (დანართი 13) ცნობა თანადაფინანსების შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში (დანართი 6) დამატებითი დოკუმენტების ჩამონათვალი იხილეთ კონკურსის პირობების მე-4 მუხლის, მე-6 პუნქტის დ.ბ ქვეპუნქტში.   საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების ფარგლებში, ელექტრონული რეგისტრაციის შემდგომ, ფონდის კანცელარიაში წარმოდგენილი უნდა იყოს განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ (დანართი 10) განსაზღვრული ვადების დაცვით. პროექტი უნდა მომზადდეს დამტკიცებული ფორმების დაცვით! პროექტის გამოგზავნისას, ისარგებლეთ პროექტის ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქციის მიხედვით - რეგისტრაციის ინსტრუქცია.  კონკურსში მონაწილეობის აუცილებელი პირობაა, პროექტის ელექტრონულად გამოგზავნა კონკურსის შესაბამის ელექტრონულ ფოსტაზე და ფონდის კანცელარიაში კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარმოდგენა დადგენილი ვადების დაცვით; კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ პროგრამის კოორდინატორებს:    თორნიკე სხირტლაძე skhirtladze@rustaveli.org.ge ვაჟა ლომიძე   lomidze@rustaveli.org.ge   შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი გისურვებთ წარმატებებს!
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/slider2_1.jpg
16/06/2017 16:35

ფონდი აცხადებს ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2017 წლის კონკურსს

ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს ახალი ცოდნის შექმნას, ახალი იდეებისა და კონცეფციების, მოვლენებისა და ფაქტების, თეორიებისა და მოდელების თეორიულ და ექსპერიმენტულ შესწავლა-ანალიზს. დასაფინანსებელ კვლევას არ მოეთხოვება უშუალო კომერციული სარგებლიანობა, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა წარმოადგენდეს სოციალურ-პოლიტიკური, საზოგადოებრივი, კულტურული ან/და ტექნიკური პროგრესის საფუძველს. ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსი ხელს უწყობს კონკურენტული კვლევითი გარემოს შექმნას, გამორჩეული ხარისხის კვლევების განვითარებას, კვლევების მიახლოებას საერთაშორისო სტანდარტებთან და ინტერნაციონალიზაციას, კვლევის პროცესის ინტეგრაციას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სასწავლო პროცესში და ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო პოტენციალის ზრდას მათი ჩართვით კვლევაში.  კონკურსი ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან „ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №84 დადგენილებით განსაზღვრული წესების შესაბამისად.  კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, პროექტების წარდგენა შესაძლებელია სამეცნიერო მიმართულებების კლასიფიკატორით განსაზღვრულ სამეცნიერო მიმართულებებში. გრანტის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ ღია, საჯარო კონკურსის წესით. კონკურსის ფარგლებში გაიცემა მხოლოდ ინსტიტუციური გრანტები. კონკურსზე პროექტის დარეგისტრირება და კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ერთ ან რამდენიმე ორგანიზაციას პროექტის ძირითად პერსონალთან ერთად.  პროექტის ხელმძღვანელის სტატუსით ერთსა და იმავე პირს, ერთსა და იმავე დროს, შეუძლია უხელმძღვანელოს მხოლოდ ერთ პროექტს. იგულისხმება, როგორც ამ კონკურსში წარმოდგენილი, ასევე, ის მიმდინარე პროექტები, რომელიც დაფინანსდა ფონდის მიერ ადმინისტრირებული შემდეგი კონკურსების ფარგლებში: ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების, გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების, და უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტების კონკურსები (FR, AR, DI).  ძირითადი პერსონალის სტატუსით ერთსა და იმავე პირს, ერთსა და იმავე დროს, შეუძლია ჩართული იყოს ჯამში მხოლოდ ორ პროექტში. იგულისხმება, როგორც ამ კონკურსში წარმოდგენილი, ასევე, ის მიმდინარე პროექტები, რომელიც დაფინანსდა ფონდის მიერ ადმინისტრირებული შემდეგი კონკურსების ფარგლებში: ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების, გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების, და უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტების კონკურსები.    კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი: 16 ივნისი, 2017 - კონკურსის გამოცხადება; 19 ივნისი, 2017 - პროექტების ელექტრონული რეგისტრაციის დაწყება; 23 ივნისი, 16:00 სთ. - ჯგუფური კონსულტაცია №1 - სარეგისტრაციო ფორმა ; 30 ივნისი, 16:00 სთ. - ჯგუფური კონსულტაცია №2 - სარეგისტრაციო ფორმა ; 7 ივლისი, 16:00 სთ. - ჯგუფური კონსულტაცია №3 - სარეგისტრაციო ფორმა ; 14 ივლისი, 16:00 სთ. - პროექტების ელექტრონული რეგისტაციის დასრულება (ბოლო ვადა); 19 ივლისი, 16:00 სთ - ფონდის კანცელარიაში კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენის ბოლო ვადა; ინდივიდუალური კონსულტაციები არ ჩატარდება! დადგენილი ვადების, რეგისტრაციის წესებისა და კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი დოკუმენტაცია საკონკურსოდ არ განიხილება. დეტალური ინფორმაცია კონკურსის წესებისა და პირობების შესახებ იხილეთ შემდეგ დოკუმენტებში: საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №84 დადგენილება; ფონდის გენერალური დირექტორის 2017 წლის 16 ივნისის №74 ბრძანება ; კონკურსის პირობები – დანართი 1 ; პროექტის თავფურცელი – დანართი 2, ქართულ და ინგლისურ ენაზე; საპროექტო წინადადება – დანართი 3, ქართულ და ინგლისურ ენაზე; პროექტის ძირითადი პერსონალის პროფესიული ბიოგრაფიები (CV) – დანართი 4, ქართულ და ინგლისურ ენაზე; პროექტის საერთო ბიუჯეტი და ფონდიდან მოთხოვნილი თანხის დასაბუთება – დანართი №5, ქართულ და ინგლისურ ენაზე; პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი – დანართი №6, ქართულ და ინგლისურ ენაზე; პროექტის ხელმძღვანელის წინა 3 წლის განმავლობაში განხორციელებული და დასრულებული სამეცნიერო-კვლევითი პროექტის რეზიუმე – დანართი №8, ქართულ და ინგლისურ ენაზე; ინფორმაცია წამყვანი და თანამონაწილე ორგანიზაციების შესახებ – დანართი №9, ქართულ და ინგლისურ ენაზე; უცხოელი მეცნიერის თანხმობის წერილი – დანართი №10, ინგლისურ ენაზე ; ცნობა თანადაფინანსების შესახებ – დანართი 11, ქართულ ენაზე ; სამეცნიერო მიმართულებების კლასიფიკატორი – დანართი №12, ქართულ და ინგლისურ ენაზე; ბიუჯეტის კლასიფიკატორი – დანართი №13, ქართულ ენაზე ; ხშირად დასმული კითხვები. კონკურსში რეგისტრაცია ხორციელდება ორ ეტაპად: პროექტის ელექტრონული რეგისტრაცია კონკურსის ელექტრონულ ბაზაში – 2017 წლის 19 ივნისიდან 14 ივლისის 16:00 საათამდე. ფონდის კანცელარიაში რეგისტრაცია – კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადებების წარმოდგენა ფონდის კანცელარიაში - 2017 წლის 19 ივლისის 16:00 საათამდე.   კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ პროგრამის კოორდინატორებს: ნინო გაჩეჩილაძე: gachechiladze@rustaveli.org.ge ქეთევან გაბიტაშვილი   gabitashvili@rustaveli.org.ge თორნიკე სხირტლაძე skhirtladze@rustaveli.org.ge შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი გისურვებთ წარმატებებს!    
სრულად

გამოცხადდა ფონდისა და იულიხის კვლევითი ცენტრის ერთობლივი კვლევით-საგანმანათლებლო პროგრამა მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის

15/06/2017 15:49
სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის ერთობლივი კვლევითი-საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია შესაძლებლობა მისცეს ქართველ სტუდენტებს შეასრულონ მათ სამაგისტრო/სადოქტორო ნაშრომთან დაკავშირებული კვლევები, როგორც ფუნდამენტური, ასევე გამოყენებითი მიმართულებით, მსოფლიოში ცნობილ იულიხის კვლევითი ცენტრის ბაზაზე. ამასთან, პროგრამამ ხელი უნდა შეუწყოს გერმანულ მხარეს, მიიზიდოს საქართველოს უნივერსიტეტებიდან საუკეთესო სტუდენტები და ჩართოს ისინი სამაგისტრო/სადოქტორო პროგრამების ფარგლებში მიმდინარე სამეცნიერო საქმიანობაში. იულიხის ცენტრისა და ფონდის მიერ დაფინანსდება არაუმეტეს 3 მაგისტრანტისა და არაუმეტეს 3 დოქტორანტისა, რომლებსაც საშუალება ექნებათ ცენტრში სტაჟირების ფარგლებში განახორციელონ სამაგისტრო/სადოქტორო ნაშრომების მომზადებასთან დაკავშირებული კვლევები და ასევე, ითანამშრომლონ იულიხისა და გერმანიის სხვა სამეცნიერო ცენტრების თუ უნივერსიტეტების მეცნიერებთან შემდეგ შეთანხმებულ სფეროებში: 1) მათემატიკური მეცნიერებები; 2) საინფორმაციო ტექნოლოგიები; 3) საბუნების-მეტყველო მეცნიერებები; 4) საინჟინრო მეცნიერებები; 5) სიცოცხლის შემსწავლელი და სამედიცინო მეცნიერებები. პროგრამაში მონაწილეობა და განაცხადის წარმოდგენა შეუძლიათ ფონდსა და ცენტრს შორის გაფორმებული 2015 წლის 16 ივნისის შეთანხმებით განსაზღვრული საქართველოს უნივერსიტეტების კონსორციუმის (ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი) ერთ-ერთი წევრის ან საქართველოს სხვა უნივერსიტეტის მხრიდან იულიხის კვლევით ცენტრთან ურთიერთშეთანხმებით წარდგენილ მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს. ქართულ და ინგლისურ ენებზე მომზადებული საპროექტო განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა უნდა მოხდეს შემდეგნაირად: მაგისტრანტებისთვის შევსებული და PDF ფორმატში გადაყვანილი დანართების 3, 4, 5 და სხვა მოთხოვნილი დასკანირებული დოკუმენტების (PDF ფორმატში) ელექტრონული ფოსტის მისამართზე:  juelich@rustaveli.org.ge  გაგზავნა ა.წ. 15 სექტემბრის 17:00 სთ-ის ჩათვლით; ფონდის კანცელარიაში ელექტრონულად გამოგზავნილი ყველა დოკუმენტისა და ხელმოწერილი განცხადების (იხ. დანართი 7) ამობეჭდილი სახით ჩაბარება ა.წ. 20 სექტემბრის 17:00 სთ-ის ჩათვლით. დოქტორანტებისთვის შევსებული და PDF ფორმატში გადაყვანილი დანართების 3, 4, 6 და სხვა მოთხოვნილი დასკანირებული დოკუმენტების (PDF ფორმატში) ელექტრონული ფოსტის მისამართზე:  juelich@rustaveli.org.ge  გაგზავნა ა.წ. 3 1 ოქტომბრის 17.00 სთ-ის ჩათვლით; ფონდის კანცელარიაში ელექტრონულად გამოგზავნილი ყველა დოკუმენტისა და ხელმოწერილი განცხადების (იხ. დანართი 7) ამობეჭდილი სახით ჩაბარება ა.წ. 3 ნოემბრის 17.00 სთ-ის ჩათვლით. პროგრამაში მონაწილეობასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულებში: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება დანართი 1 - პროგრამაში მონაწილეობის პირობები დანართი 2 - შეთანხმება ერთობლივი პროგრამის განხორციელების შესახებ (ქართულ და ინგლისურ ენებზე) დანართი 3 - განაცხადის ფორმა (ქართულ და ინგლისურ ენებზე) დანართი 4 - გრანტის მაძიებლის ტაბულარული CV (ქართულ და ინგლისურ ენებზე) დანართი 5 - ბიუჯეტის ფორმა მაგისტრანტებისთვის (ქართულ და ინგლისურ ენებზე) დანართი 6 - ბიუჯეტის ფორმა დოქტორანტებისთვის (ქართულ და ინგლისურ ენებზე) დანართი 7 - ფონდის კანცელარიაში წარსადგენი განცხადების ფორმა   დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ პროგრამის საკონტაქტო პირებს:   სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში: თორნიკე სხირტლაძეს skhirtladze@rustaveli.org.ge      იულიხის კვლევით ცენტრში: საბინე დუსს (Sabine Dues) Manager International Affairs Office of the Board of Directors and International Affairs Forschungszentrum Jülich GmbH D-52425 Jülich, Germany s.dues@fz-juelich.de;
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/2017%20clis%20konkursebi/HE/slider2.jpg
10/05/2017 17:05

ფონდი აცხადებს „სახელმწიფო გრანტი საქართველოში და საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევისათვის“ 2017 წლის საგრანტო კონკურსს

საქართველოში და საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევისათვის საგრანტო კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ არსებული ქართული ისტორიული ძეგლების, კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების, წერილობითი და სხვა სახის წყაროების, საარქივო მასალის, ეთნოგრაფიული მონაცემების მაღალ სამეცნიერო დონეზე შესწავლას, მათ მოძიებას, აღრიცხვასა და სისტემატიზაციას, ქართველი ერის ინტელექტუალური და ნივთიერი მემკვიდრეობის კვლევის პოპულარიზაციას და ახალგაზრდა სამეცნიერო კადრების მოზიდვას ამ სფეროში. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, პროექტების წარდგენა შესაძლებელია სამეცნიერო მიმართულებების კლასიფიკატორით განსაზღვრულ სამეცნიერო მიმართულებებში. კონკურსის ფარგლებში გაიცემა მხოლოდ ინსტიტუციური კვლევითი გრანტები. გრანტის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ ღია კონკურსის წესით. საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ერთ ან რამდენიმე ორგანიზაციას ერთობლივად, პროექტის ძირითად პერსონალთან ერთად. კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი: 10 მაისი, 2017 - კონკურსის გამოცხადება; 10 მაისი, 2017 - პროექტების ელექტრონული რეგისტრაციის დაწყება; 22 მაისი, 16:00 სთ. - ჯგუფური კონსულტაცია №1 - სარეგისტრაციო ფორმა ; 2 ივნისი, 16:00 სთ. - ჯგუფური კონსულტაცია №2 - სარეგისტრაციო ფორმა ; 9 ივნისი - ელ. ფოსტით შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა; 12 ივნისი, 16:00 სთ. - პროექტების ელექტრონული რეგისტრაციის ბოლო ვადა; 15 ივნისი, 16:00 სთ. - ფონდის კანცელარიაში კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენის ბოლო ვადა; აგვისტო, 2017 - კონკურსის შედეგების გამოქვეყნება.   ინდივიდუალური კონსულტაციები არ ჩატარდება! დადგენილი ვადების, რეგისტრაციის წესებისა და კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი დოკუმენტაცია საკონკურსოდ არ განიხილება. დეტალური ინფორმაცია კონკურსის წესებისა და პირობების შესახებ იხილეთ შემდეგ დოკუმენტებში: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 ივლისის №129/ნ ბრძანება; ფონდის გენერალური დირექტორის 2017 წლის 10 მაისის № 50 ბრძანება; კონკურსის პირობები (დანართი 1); პროექტის თავფურცელი (დანართი 2, ქართულ და ინგლისურ ენებზე); საპროექტო წინადადება (დანართი 3, ქართულ და ინგლისურ ენებზე); პროექტის ძირითადი პერსონალის პროფესიული ბიოგრაფიები - CV-ები (დანართი 4, ქართულ და ინგლისურ ენებზე); პროექტში ძირითადი პერსონალის სტატუსით ჩართული უცხოელი მკვლევრის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თანხმობის წერილი პროექტში მონაწილეობაზე - Letter of Commitment ( დანართი 5 ). თანხმობის წერილი ნათარგმნი და დამოწმებული უნდა იყოს თარჯიმანთა ბიუროს მიერ. პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი (დანართი 6, ქართულ და ინგლისურ ენებზე); პროექტის ბიუჯეტი (დანართი 7, ქართულ და ინგლისურ ენებზე); ცნობა თანადაფინანსების შესახებ ( დანართი 8 ); განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ ( დანართი 9 ); პროექტის ბიუჯეტის დეტალური ხარჯვითი კატეგორიები ( დანართი 10 ); ხშირად დასმული კითხვები ; რეგისტრაციის ინსტრუქცია განცხადება ხარვეზის გამოსწორების შესახებ . კონკურსში რეგისტრაცია ხორციელდება ორ ეტაპად: პროექტის ელექტრონული რეგისტრაცია ელ. ფოსტის მეშვეობით - 2017 წლის 10 მაისიდან 12 ივნისის 16:00 საათამდე. ფონდის კანცელარიაში რეგისტრაცია - კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადებების წარმოდგენა ფონდის კანცელარიაში - 2017 წლის 15 ივნისის 16:00 საათამდე. ელექტრონული რეგისტრაციის ეტაპზე კონკურსში მონაწილეობისათვის წარმოსადგენი დოკუმენტები უნდა გამოიგზავნოს კონკურსის ელ.ფოსტის მისამართზე: he@rustaveli.org.ge კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ პროგრამის კოორდინატორებს: ქეთევან გაბიტაშვილი ელ-ფოსტა: gabitashvili@rustaveli.org.ge თორნიკე სხირტლაძე ელ-ფოსტა: skhirtladze@rustaveli.org.ge შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი გისურვებთ წარმატებებს!  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Daad/slider2_1.jpg
19/04/2017 18:20

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის ერთობლივი „Rustaveli-DAAD“-ის სასტიპენდიო პროგრამის საგრანტო კონკურსი

საგრანტო კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდა მეცნიერებსა და დოქტორანტებს : ა) სამეცნიერო კვლევების განხორციელებასა და ხარისხიანი სადოქტორო განათლების  მიღებაში; ბ) გერმანელ კოლეგებთან ერთად სამეცნიერო ქსელის შექმნაში, საუკეთესო სამეცნიერო პრაქტიკის საერთაშორისო გაცვლის პროცესების გაუმჯობესების მიზნით; გ) თემატური ან ინტერდისციპლინური მიმართულებით სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებაში. საგრანტო კონკურსის ფარგლებში ფინანსდება პროექტები, რომლებიც ითვალისწინებს გერმანიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა ან/და კვლევით ინსტიტუტებში სტაჟირებას შემდეგი სუბიექტებისთვის: ა) ახალგაზრდა მეცნიერებისათვის (საქართველოს მოქალაქე, რომლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭების დღიდან კონკურსის გამოცხადების დღემდე გასულია არაუმეტეს 12 წელი) - 4-დან 6 თვემდე ვიზიტი. ფინანსდება ყოველთვიური სტიპენდია 2000 ევროს ექვივალენტი ლარში და მგზავრობის ხარჯი არაუმეტეს 575 ევროს ექვივალენტი ლარში; ბ) დოქტორანტების - 3 თვიანი ვიზიტი. ფინანსდება ყოველთვიური სტიპენდია 1000 ევროს ექვივალენტი ლარში, მგზავრობის ხარჯი არაუმეტეს 575 ევროს ექვივალენტი ლარში და დაზღვევის ხარჯი ყოველთვიურად არაუმეტეს 80 ევროს ექვივალენტი ლარში. გ) ერთობლივი სადოქტორო პროგრამების დოქტორანტების - 6 თვიანი ვიზიტი. ფინანსდება ყოველთვიური სტიპენდია 1000 ევროს ექვივალენტი ლარში, მგზავრობის ხარჯი არაუმეტეს 575 ევროს ექვივალენტი ლარში, დაზღვევის ხარჯი ყოველთვიურად არაუმეტეს 80 ევროს ექვივალენტი ლარში და დოქტორანტის ხელმძღვანელის და თანახელმძღვანელის მგზავრობის ხარჯი არაუმეტეს 637,5 ევროს ექვივალენტი ლარში. სტაჟირება  უნდა განხორციელდეს 1 ივნისიდან 30 ნოემბრამდე პერიოდში. საგრანტო კონკურსი მოიცავს DAAD-ის კლასიფიკატორის შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებს: ა) ენები და კულტურის კვლევები; ბ) სამართალი, ეკონომიკა და სოციალური მეცნიერებები; გ) მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; დ) მედიცინა; ე) ვეტერინარული მედიცინა, მეტყევეობა, ეკოლოგია, აგრარული და კვების მეცნიერებები; ვ) ინჟინერია; ზ) ხელოვნების, მუსიკისა და სპორტის მეცნიერებები; დეტალურ ინფორმაციას კონკურში მონაწილეობის პირობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ დოკუმენტებში: მინისტრის ბრძანება; ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება; კონკურსის პირობები (დანართი 1); პროექტი უნდა დარეგისტრირდეს DAAD-ის ელექტრონულ ბაზაში (იხილეთ ბმული) . პროექტის ბეჭდური ვერსია ორ ეგზემპლიარად სარეკომენდაციო წერილთან ერთად უნდა ჩაბარდეს DAAD-ის საინფორმაციო ცენტრის თბილისის ოფისში (მისამართი: თბილისი, ზანდუკელის ქუჩა #16). ფონდის კანცელარიაში უნდა ჩაბარდეს განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ (დანართი 2) . კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი: კონკურსის გამოცხადება: 19 აპრილი; გასვლითი ჯგუფური კონსულტაცია 24 აპრილს 17:00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსში, 214 აუდიტორიაში; გასვლითი ჯგუფური კონსულტაცია 25 აპრილს 16:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, E207 აუდიტორიაში; (მის: ქ. ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5); ჯგუფური კონსულტაცია ფონდში: 27 აპრილი , 11:00 საათზე ფონდის საკონფერენციო დარბაზში; გასვლითი ჯგუფური კონსულტაცია პროექტის წარდგენის ტექნიკურის საკითხების შესახებ 1 მაისს 12:00 საათზე DAAD-ის საინფორმაციო ცენტრის თბილისის ოფისში; დამატებით სხვა გასვლითი ჯგუფური კონსულტაციების შესახებ ინფორმაცია განთავსდება ფონდის ვებ. გვერდზე. კონკურსის ელექტრონული რეგისტრაციის ბოლო ვადა: 8 მაისი ; პროექტის წარდგენა სარეკომენდაციო წერილთან ერთად DAAD-ის საინფორმაციო ცენტრის თბილისის ოფისში ორ ეგზემპლიარად არაუგვიანეს 8 მაისი; განცხადების ფონდის კანცელარიაში წარმოდგენის ბოლო ვადა: 11 მაისი 16:00 სთ - ის ჩათვლით . ინდივიდუალური კონსულტაციები არ ჩატარდება! კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაციისათვის მიმართეთ პროგრამის კოორდინატორებს:   ნინო ბიწაძე, ელ. ფოსტა: bitsadze@rustaveli.org.ge ნინო გაჩეჩილაძე, ელ. ფოსტა: gachechiladze@rustaveli.org.ge  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Daad/slider2_1.jpg
19/04/2017 14:59

ფონდი აცხადებს ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების“ ერთობლივი კვლევითი პროგრამის საგრანტო კონკურსს

კონკურსის მიზნებია: საქართველოს შემსწავლელ მეცნიერებებში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი თანამედროვე დარგობრივი და ინტერდისციპლინური კვლევების განვითარება და პოპულარიზაცია საერთაშორისო ასპარეზზე; ასევე,  ახალგაზრდა მკვლვართა მოზიდვა და მათი სამეცნიერო პოტენციალის ზრდა, ქვეყნის ისტორიის, კულტურის, დამწერლობის, ენისა და ლიტერატურის, არქეოლოგიისა და ხელოვნების, რელიგიის, სოციალურ - ეკონომიკური, პოლიტიკური ტრანსფორმაციის თანამედროვე კვლევების შედეგების გავრცელება საერთაშორისო აკადემიურ ქსელში. დეტალურ ინფორმაციას კონკურში მონაწილეობის წესებისა და პირობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ დოკუმენტებში: მინისტრის ბრძანება გენერალური დირექტორის ბრძანება დანართი 1 - კონკურსის პირობები დანართი 2 - საპროექტო წინადადების ფორმა დანართი 3 - ავტობიოგრაფია (CV) დანართი 4 - განცხადება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე დანართი 5 - ოქსფორდის უნივერსიტეტთან საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პირის თანხმობის ფორმა ხშირად დასმული კითხვები კონკურსის ადმინისტრირების განრიგი: 2017 წლის 19 აპრილი - კონკურსის გამოცხადება დადგენილი წესით; კონსულტაციების დღეები: 11.05.2017 16:00 სთ. - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სააქტო დარბაზი, 19.05.2017 16:00 სთ. - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სააქტო დარბაზი, 2017 წლის 5 ივნისი, 18:00 სთ. - პროექტების წარდგენა ფონდში ელექტრონული ფოსტით; ფონდის მიერ სარეგისტრაციო შიფრის მინიჭება ელ.ფოსტით მიღებული პროექტებისთვის და მინიჭებული შიფრის გაგზავნა ელ.ფოსტით პროექტის თითოეული წარმდგენისთვის. 2017 წლის 7 ივნისი, 16:00 სთ. - შევსებული, ხელმოწერილი განცხადების ფორმის წარდგენა ფონდის კანცელარიაში. 2017 წლის 8-9 ივნისი - რეგისტრირებული პროექტების კონკურსის პირობებთან შესაბამისობის დადგენა; 2017 წლის 12-29 ივნისი - პროექტების შეფასება 2017 წლის 30 ივნისი - ინტერვიუსთვის შერჩეული კანდიდატებისთვის ფონდიდან შეტყობინების გაგზავნა; 2017 წლის ივლისი - ინტერვიუების ჩატარება შერჩეულ კანდიდატებთან ფონდისა და უნივერსიტეტის ერთობლივი კომისიის მიერ; 2017 წლის ივლისი - კომისიის შეფასების საფუძველზე გამარჯვებული პროექტების გამოვლენა და ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცება; 2017 წლის ოქტომბერი - საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება;   კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაციისათვის მიმართეთ შემდეგ საკონტაქტო პირს: ნინო გაჩეჩილაძე ელ-ფოსტა:  gachechiladze@rustaveli.org.ge   შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი გისურვებთ წარმატებას!
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/slider2_1.jpg
24/03/2017 14:26

ფონდი აცხადებს „მეცნიერება იწყება სკოლიდან – კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ 2017 წლის კონკურსს

კონკურსის მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა განათლების ხარისხის ამაღლება, განათლებისა და კვლევების დაახლოება, კვლევების ინტეგრირება სწავლის პროცესში; კვლევების პოპულარიზაციის გზით სკოლის მოსწავლეთა დაინტერესება მეცნიერებით; მოსწავლეთა შორის კვლევითი უნარების გამომუშავების ხელშეწყობა; მასწავლებელთა მოტივაციის ამაღლება  მოსწავლეთა კვლევებში ჩასართავად;  მეცნიერთა, მათ შორის, ახალგაზრდა მეცნიერთა (მაგისტრანტთა და დოქტორანტთა), ინტერესის გაზრდა სასკოლო პროცესში მონაწილეობისათვის;  სასწავლო პროცესში ისეთი სიახლეების დანერგვა, რომლებიც ხელს შეუწყობს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების  მუშაობის ეფექტიანობის გაზრდას, დაეხმარება  მოსწავლეს, გაიაზროს ამა თუ იმ საგნის მნიშვნელობა, რაც გაზრდის  მის დაინტერესებას მეცნიერებისადმი. კონკურსში პროექტების შემოტანა შესაძლებელია შემდეგ  სამეცნიერო მიმართულებებში:         ა) მათემატიკა; ბ) ინფორმატიკა; გ) ფიზიკა; დ) ქიმია; ე) სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები; ვ) დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები; ზ) ეკოლოგია; თ) ინჟინერია და ტექნოლოგიები; ი) აგრარული მეცნიერებანი.  კონკურსში   პროექტის   შეტანა    შეუძლია   საჯარო სკოლას/სკოლებს. საჯარო სკოლის მხრიდან პროექტის ხელმძღვანელი უნდა იყოს საჯარო სკოლის VIII – XII კლასებში მომუშავე მოქმედი მასწავლებელი. კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი პროექტები უნდა ითვალისწინებდეს საჯარო სკოლის მოსწავლეთა აქტიური  მონაწილეობით კონკრეტული სამეცნიერო საკითხის/პრობლემის კვლევას; კვლევაში ჩართული მოსწავლეები უნდა სწავლობდნენ VIII, IX, X, XI ან/და XII კლასებში. პროექტში შესაძლებელია საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად კერძო სკოლის მოსწავლეთა ჩართვაც. პროექტში დაგეგმილი კვლევის ხანგრძლივობა უნდა იყოს 24 სამუშაო კვირა, რომელიც არ უნდა მოიცავდეს სასკოლო არდადეგებს. პროექტის ბიუჯეტის შესაბამისად ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 12 000 ლარს. კონკურსის ადმინისტრირების განრიგი კონკურსის გამოცხადება   2017 წლის 24 მარტი;    ჯგუფური კონსულტაციები ფონდის საკონფერენციო დარბაზში: 2017 წლის 6   აპრილი , 16:00 სთ. - სარეგისტრაციო ფორმა 2017 წლის 19 აპრილი, 16:00 სთ. - სარეგისტრაციო ფორმა 2017 წლის 26 აპრილი, 16:00 სთ. - სარეგისტრაციო ფორმა ელექტრონული ფოსტით შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა 2017 წლის 5 მაისი . ელექტრონულ ფოსტაზე საკონკურსო დოკუმენტაციის  გამოგზავნის   ბოლო ვადა - 2017 წლის 2 3 მაისი 16:00 სთ.   ფონდის კანცელარიაში კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადა 2017 წლის 25 მაისი   16:00 სთ. კონკურსის პირველ ეტაპზე გადასული პროექტების ვებგვერდზე განთავსება 2017 წლის  15 ივნისამდე; მეორე ეტაპზე გადასული პროექტების საკონკურსო კომისიასთან პრეზენტაციები ფონდში 2017 წლის 15-26 ივნისის პერიოდში; კონკურსის შედეგების გამოცხადება და საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება 2017 წლის ივნისის ბოლომდე.   დეტალური ინფორმაცია კონკურსის წესებისა და პირობების შესახებ იხილეთ შემდეგ დოკუმენტებში: მინისტრის ბრძანება  ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება  ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ დანართი 1. კონკურსის პირობები დანართი 2 . საპროექტო წინადადება  დანართი 3 . პროექტის რეზიუმე ქართულ და ინგლისურ ენებზე  დანართი 4 . კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ დანართი 5. პროფესიული ბიოგრაფია (cv) ქართულ ენაზე დანართი 6 . პროექტის  გეგმა-გრაფიკი  დანართი 7 . პროექტის ბიუჯეტი  დანართი 8 . განცხადება ,,2017 წლის სახელმწიფო  გრანტების კონკურსი „მეცნიერება იწყება სკოლიდან –  კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ კონკურსში მონაწილეობის შესახებ დანართი 9. ფონდის საგრანტო პროექტების საბიუჯეტო კლასიფიკატორი ხშირად დასმული კითხვები პროექტი უნდა მომზადდეს დამტკიცებული ფორმების დაცვით! კონკურსზე წარმოდგენილ პროექტს თან უნდა ერთოდეს შემდეგი დოკუმენტები: საჯარო სკოლის მასწავლებლის, მეცნიერის და პროექტის ასისტენტის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები (პირადობის მოწმობა, ან პასპორტი, მოქმედების ვადა არ უნდა იყოს გასული); მეცნიერის დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის- დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები; პროექტის ასისტენტის ცნობა სასწავლო ადგილიდან; ორგანიზაციის (როგორც საჯარო სკოლის, ასევე სხვა იურიდიული პირის), ან ფიზიკური პირის თანხმობის წე­რი­ლი, სადაც დადასტურებულ იქნება შესაბამისი იურიდიული / ფიზიკური პირის მზად­ყოფნა, რომ პროექტის ჯგუფისთვის  ხელმისაწვდომი გახადოს საკუ­თა­რი ინფრასტრუქტურა (ბიბლიოთეკა, ლაბორატორიული, კომპიუტერული ბაზა, საკონფერენციო დარბაზი, და ა.შ.); პროექტის წარმომდგენი საჯარო სკოლის/სკოლების, პროექტის ხელმძღვანელის - მასწავლებლის, პროექტში ჩართული მეცნიერისა და პროექტის ასისტენტის საბანკო რეკვიზიტები; ცნობა პროექტის თანადაფინანსების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესაბამისი თანხისა და დაფინანსების მიზნობრიობის მითითებით, დადასტურებული უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და შესაბამისი იურიდიული პირის ბეჭდით. კერძო პირის მხრიდან თანადაფინანსების არსებობის შემთხვევაში, საკმარისია, წერილზე შესაბამისი პირის ხელმოწერა და დეტალური საკონტაქტო ინფორმაციის მითითება. ცნობა თანადაფინანსების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესაბამისი თანხის მითითებითა და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით დადასტურებული.   კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ პროგრამის კოორდინატორებს:   მაკა ქაჯაია , ელ.ფოსტა: kajaia@rustaveli.org.ge ,   ტელ. 2200220(4409) ნოდარ კილაძე , ელ.ფოსტა kiladze@rustaveli.org.ge 2017 წლის 16 მაისიდან  19 მაისის ჩათვლით კონკურსთან  დაკავშირებული ინფორმაციისთვის  მიმართეთ ფონდის სამეცნიერო გრანტებისა და პროგრამების უზრუნველყოფის, შეფასებისა და ანალიზის დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტს თამარ ხახუტაშვილს ელ-ფოსტა: khakhutashvili@rustaveli.org.ge შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი გისურვებთ წარმატებებს!      
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/slider2_1.jpg
22/03/2017 16:40

ფონდი აცხადებს ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების 2017 წლის კონკურსს

კონკურსის მიზანია ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო-კვლევითი პროექტების მხარდაჭერის გზით კვლევების ხარისხის ზრდის ხელშეწყობა, კვლევითი უნარ-ჩვევებისა და თემატური, ან ინტერდისციპლინური მიმართულებით სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავება, აგრეთვე, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გაძლიერება და გაუმჯობესება. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია:  ახალგაზრდა მეცნიერს, დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც დოქტორის ხარისხი მიენიჭა კონკურსის გამოცხადების თარიღამდე ბოლო 7 წლის განმავლობაში. ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტების კონკურსში საგრანტო პროექტები შესაძლებელია წარდგენილ იქნეს შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებში (ქვემიმართულებები იხილეთ კლასიფიკატორში - დანართი 8): საბუნებისმეტყველო მეცნიერებები ინჟინერია და ტექნოლოგიები სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებები აგრარული მეცნიერებები ჰუმანიტარული მეცნიერებები სოციალური მეცნიერებები საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები ფონდში საპროექტო განაცხადები თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს ორ ენაზე - ინგლისურად და ქართულად. აუცილებელია პროექტების გამართულ ინგლისურ ენაზე წარმოდგენა! კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი: კონკურსის გამოცხადება - 22 მარტი ჯგუფური კონსულტაციები: 5 აპრილი 16:00 სთ. - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზი (მისამართი: მ. ალექსიძის ქუჩა #1) - რეგისტრაციის ფორმა 28 აპრილი 16:30 სთ. - მ. ალექსიძის ქ.#1-ში, 0 სართულზე, საკონფერენციო დარბაზში - რეგისტრაციის ფორმა ინდივიდუალური კონსულტაციები არ ჩატარდება !  კითხვების ელექტრონულად წარმოდგენის ბოლო ვადა:  1 მაისი კონკურსის ელექტრონული რეგისტრაციის დაწყება:  4 აპრილი კონკურსის ელექტრონული რეგისტრაციის ბოლო ვადა: 8 მაისი 16:00   სთ.- ის ჩათვლით განცხადების ფონდის კანცელარიაში წარმოდგენის ბოლო ვადა:  10 მაისი 16:00 სთ.- ის ჩათვლით პროექტების ტექნიკური ექსპერტიზა: მაისი პროექტების შეფასება -   ივნისი, ივლისი, აგვისტო კონკურსის შედეგების გამოცხადება: სექტემბერი ვადის დარღვევით შემოსული   საკონკურსო   დოკუმენტაცია   ფონდში   აღარ   მიიღება!!!   დეტალურ ინფორმაციას კონკურში მონაწილეობის წესებისა და პირობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ დოკუმენტებში:  მინისტრის ბრძანება ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება ცვლილება ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებაში  კონკურსის პირობები (დანართი №1) საპროექტო წინადადების ფორმა (დანართი №2) ქართული ვერსია / ინგლისური ვერსია პროექტის ბიუჯეტი (დანათი № 3) ქართული ვერსია /  ინგლისური ვერსია პროექტის გეგმა-გრაფიკი (დანართი № 4)  ქართული ვერსია / ინგლისური ვერსია ახალგაზრდა მეცნიერის CV-ის ფორმა (დანართი №5.1) ქართული ვერსია / ინგლისური ვერსია მენტორისა და კონსულტანტის CV-ის ფორმა (დანართი №5.2) ქართული ვერსია / ინგლისური ვერსია მენტორისა და კონსულტანტის თანხმობის წერილის ფორმა (დანართი № 6) ქართული ვერსია / ინგლისური ვერსია პროექტის რეზიუმე (დანართი №7) ქართული ვერსია / ინგლისური ვერსია სამეცნიერო მიმართულებების კლასიფიკატორი (დანართი№8) ქართული ვერსია / ინგლისური ვერსია ხშირად დასმული კითხვები   პროექტის მომზადებისა და კონკურსზე რეგისტრირების ინსტრუქცია (ელექტრონული ბაზა გაიხსნება 4 აპრილს და დაიდება დეტალური ინსტრუქცია პროექტების ელექტრონულად რეგისტრაციის შესახებ). პროექტი უნდა მომზადდეს კონკურსის გამოცხადებისას მითითებული ფორმების მიხედვით! ფონდის კანცელარიაში წარმოსადგენი საბუთები: ფონდის კანცელარიაში უნდა წარმოადგინოთ  განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ, პროექტის რეგისტრაციის შიფრის მითითებით ( შესაბამისი ხელმოწერებითა და ბეჭდ( ებ) ით დადასტურებული). განცხადება ფონდში წარმოდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს  2017 წლის  10 მაისის 16:00 სთ- მდე. ვადის დარღვევით შემოსული საკონკურსო დოკუმენტაცია ფონდის მიერ არ განიხილება !   კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაციისათვის მიმართეთ პროგრამის კოორდინატორებს:  ნინო ბიწაძე, ელ.ფოსტა:  bitsadze@rustaveli.org.ge   ვაჟა ლომიძე,  ელ.ფოსტა:  lomidze@rustaveli.org.ge     შოთა  რუსთაველის  ეროვნული  სამეცნიერო  ფონდი  გისურვებთ  წარმატებებს!  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Files/konkursebi/slider2.jpg
10/03/2017 15:45

ფონდი აცხადებს დოქტორანტურის საგანამანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების 2017 წლის კონკურსს

დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსის მიზანია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული ინტელექტუალური პოტენციალის მიზნობრივი გამოყენება და ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო კვლევისათვის სათანადო პირობების შექმნა; წარმატებული, ნიჭიერი ახალგაზრდა მკვლევარების გამოვლენა, მათი სადოქტორო კვლევების თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში განხორციელების ხელშეწყობით საქართველოში სამეცნიერო კვლევების ხარისხის ზრდა და ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაში ინტეგრირება;  საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებში სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტის გაუმჯობესება, სადოქტორო პროგრამების საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება და  უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლება. დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების კონკურსში პროექტების წარდგენა შესაძლებელია სამეცნიერო მიმართულებების კლასიფიკატორით განსაზღვრულ შემდეგ მიმართულებებში: საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; ინჟინერია და ტექნოლოგიები; სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებები; აგრარული მეცნიერებები; სოციალური მეცნიერებები; ჰუმანიტარული მეცნიერებები; საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები. კონკურსის ფარგლებში გაიცემა მხოლოდ ინდივიდუალური სასწავლო-კვლევითი გრანტები. გრანტის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ ღია კონკურსის წესით. საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხულია საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე. კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება არ აქვს დოქტორანტს, რომელიც არის 2014-2016 წლებში გამოცხადებული ამავე საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პირი. პროექტის განსახორციელებლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის და ასევე სხვა იურიდიული/ფიზიკური პირის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. ინდივიდუალური სასწავლო-კვლევითი საგრანტო კონკურსისათვის წარმოდგენილი პროექტის ხანგრძლივობა შეიძლება იყოს მინიმუმ 6 თვე და მაქსიმუმ 36 თვე. პროექტი დაგეგმილი უნდა იყოს 6 თვიან საანგარიშო პერიოდებად და იწყებოდეს 2017 წლის 1 ოქტომბრიდან. თითოეული საანგარიშო პერიოდისათვის ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 10 500 ლარს. კონკურსის გრაფიკი: 10 მარტი, 2017 - კონკურსის გამოცხადება; 24 მარტი, 16:00 სთ. - ჯგუფური კონსულტაცია №1 - სარეგისტრაციო ფორმა ; 7 აპრილი - პროექტების ელექტრონული რეგისტრაციის ბაზის გახსნა; 12 აპრილი, 16:00 სთ. - ჯგუფური კონსულტაცია №2 - სარეგისტრაციო ფორმა ; 20 აპრილი - ელ.ფოსტით შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა; 28 აპრილი, 16:00 სთ. - ელექტრონულ ბაზაში პროექტის რეგისტრაციის ბოლო ვადა; 3 მაისი, 16:00 სთ. ფონდის კანცელარიაში კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადა; აგვისტო - კონკურსის შედეგების გამოცხადება. ინდივიდუალური კონსულტაციები არ ჩატარდება! დადგენილი ვადების , რეგისტრაციის წესებისა და კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი დოკუმენტაცია საკონკურსოდ არ განიხილება. დეტალური ინფორმაცია კონკურსის წესებისა და პირობების შესახებ იხილეთ შემდეგ დოკუმენტებში: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 30 სექტემბრის №128/ნ ბრძანება; ფონდის გენერალური დირექტორის 2017 წლის 10 მარტის № 13 ბრძანება; ცვლილება ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებაში ; კონკურსის პირობები (დანართი 1) ; პროექტის თავფურცელი და აბსტრაქტი (დანართი 2) ; საპროექტო წინადადება (დანართი 3) ; დოქტორანტის პროფესიული ბიოგრაფია – CV (დანართი 4) ; პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი (დანართი 5) ; ცვლილება პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკში (განახლებული დანართი 5); პროექტის ბიუჯეტი (დანართი 6) ; დისერტაციის ხელმძღვანელის, თანახელმძღვანელის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და კონსულტანტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პროფესიული ბიოგრაფიები – CV-ები (დანართი 7) ქართული და ინგლისური ფორმები; უცხოელი კონსულტანტის და უცხოელი თანახელმძღვანელის (ასეთების არსებობის შემთხვევაში) თანხმობის წერილი - Letter of commitment (დანართი 8); ცნობა თანადაფინანსების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში, დანართი 9) ; სამეცნიერო მიმართულებების კლასიფიკატორი (დანართი 10) ; უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი ვიზიტის დროს ყოველთვიური დაფინანსების ნორმები ქვეყნების კატეგორიების მიხედვით (დანართი 11) ; საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულება (სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისათვის უცხოეთში მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ ; ხშირად დასმული კითხვები . განცხადება ხარვეზის გამოსწორების შესახებ პროექტი უნდა მომზადდეს დამტკიცებული ფორმების დაცვით! კონკურსზე წარმოდგენილ პროექტს თან უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტები: დოქტორანტის პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი (მოქმედი დოკუმენტი); დოქტორანტის წინა აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები; ცნობა დოქტორანტურის აკრედიტირებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დოქტორანტის სწავლის შესახებ, გაცემული 2017 წლის 10 მარტიდან 28 აპრილის ჩათვლით. უცხოენოვან დოკუმენტს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თან უნდა ახლდეს შესაბამისი ქართული თარგმანი, რომელიც დამოწმებული იქნება თარჯიმანთა ბიუროს მიერ. კონკურსში მონაწილეობის აუცილებელი პირობაა, პროექტის დარეგისტრირება კონკურსის ელექტრონულ ბაზაში და ფონდის კანცელარიაში კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარმოდგენა დადგენილი ვადების დაცვით; პროექტის ელექტრონული რეგისტრაციის გავლის შემდეგ, თითოეულ პროექტს მიენიჭება სარეგისტრაციო შიფრი და პროექტის წარმომდგენს შეეძლება ჩამოტვირთოს ელექტრონული ბაზის მიერ გენერირებული „განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ“.  „განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ“ შესაბამისი პირების ხელმოწერებითა და ბეჭდით დამოწმებული წარმოდგენილი უნდა იყოს ფონდის კანცელარიაში 2017 წლის 3 მაისის 16:00 სთ.-მდე. კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ პროგრამის კოორდინატორებს:  ქეთევან გაბიტაშვილი ელ-ფოსტა:  gabitashvili@rustaveli.org.ge დავით ჩიჩუა ელ-ფოსტა:  chichua@rustaveli.org.ge     შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი გისურვებთ წარმატებებს!            
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/slider2.jpg
07/02/2017 16:53

ფონდი აცხადებს 2017 წლის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსს „ლეონარდო და ვინჩი“

მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა   კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“-ს  მიზანია ზოგადსაგანმანათლებო დაწესებულებებში მიმდინარე რეფორმების ხელშეწყობა; სასწავლო პროცესის სტიმულირება-სრულყოფა, სწავლისადმი ინტერესის გაღვივება; ინოვაციებისა და ტექნიკის მიმართ მოსწავლეთა ინტერესის გაღვივება; შემოქმედებითი აზროვნებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება.  კონკურსში მონაწილეობა შეუძლია პირს, რომელიც არის საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სახელმწიფო და კერძო სკოლების) VII-XII კლასის მოსწავლე.  კონკურსი ჩატარდება ორ  ეტაპად:  კონკურსის პირველ ეტაპზე, საგანაცხადო ფორმა და  კვლევის გეგმა/პირველადი იდეა (ატვირთული PDF ფაილის სახით) (დასკანირებული ხელმოწერებით) კონკურსის მონაწილემ უნდა გამოაგზავნოს შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე:    leo@rustaveli.org.ge . საკონკურსო კომისია  წარდგენილ საგანაცხადო ფორმას და  კვლევის გეგმას/პირველად იდეას განიხილავს პირველი ეტაპის შეფასების კრიტერიუმების მიხედვით)და განსაზღვრავს კონკურსის მეორე ეტაპზე გადასულ პროექტებს. კონკურსის მეორე ეტაპზე ,განაცხადი კონკურსში მონაწილეობის შესახებ,  პროექტის აღწერილობისა და საილუსტრაციო მაკეტის/მოდელის ან/და ნახაზის შემცველი ელექტრონული ფაილები (ფოტოები).(დასაშვებია ნახაზების დასკანერებული ვარიანტის ატვირთვა); ხელმძღვანელის და შესაბამისი დარგის მეცნიერის ან ზედამხედველის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პროფესიული ბიოგრაფიები (ატვირთული PDF ფაილის სახით)   კონკურსის მონაწილემ უნდა გამოაგზავნოს  ელ. ფოსტის მისამართზე:    leo@rustaveli.org.ge . კონკურსის ადმინისტრირების განრიგი:                   10/04/2017 16:00 სთ კონკურსის პირველ ეტაპზე, საგანაცხადო ფორმისა და კვლევის გეგმა/პირველდი იდეის  გამოგზავნის ბოლო ვადა; 18/04/2017 16:00 სთ - საგანაცხადო  ფორმის  კანცელარიაში შემოტანის ბოლო ვადა; 12/05/2017 - პერველი ეტაპის შედეგების გამოცხადება; 04/10/2017 16:00 სთ - კონკურსის მეორე ეტაპზე, განაცხადის კონკურსში მონაწილეობის შესახებ, პროექტის აღწერილობის, ხელმძღვანელის და შესაბამისი დარგის მეცნიერის ან ზედამხედველის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პროფესიული ბიოგრაფიები  და საილუსტრაციო მაკეტის/მოდელის/ნახაზის შემცველი ელექტრონული ფაილების გამოგზავნის ბოლო ვადა; 10/10/2017 16:00 სთ განაცხადი კონკურსში მონაწილეობის შესახებ  და საილუსტრაციო ნახაზი/მოდელი/მაკეტი რაიონულ რესურს ცენტრში, ან ფონდის კანცელარიაში რეგისტრაციის ბოლო ვადა; 20/10/2017-საკონკურსო კომისიის მიერ ფინალისტების შერჩევა; 15/11/2017-საკონკურსო კომისიის მიერ გამარჯვებულის გამოვლენა დეტალური ინფორმაცია, კონკურსის პირობების შესახებ იხილეთ ქვემოთმოცემული ბმულებით:  საქართველოს მთავრობის დადგენილება გენერალური დირექტორის ბრძანება კონკურსის პირობები პირველ ეტაპზე წარსადგენი საკონკურსო ნამუშევრების კვლევის გეგმა/პირველადი იდეა პირველი ეტაპის საგანაცხადო  ფორმა მეორე ეტაპზე წარსადგენი პროექტის აღწერილობა კონკურსის მეორე ეტაპზე წარსადგენი განაცხადი კონკურსში მონაწილეობის შესახებ სამეცნიერო მიმართულებები და ქვეკატეგორიები კონკურსის რეგისტარციის ინსტრუქცია ცვლილება გენერალური დირექტორის N07 ბრძანებაში დეტალური ინფორმაციისათვის მოგვმართეთ:  პროგრამის კოორდინატორები მაკა ქაჯაია; ნოდარ კილაძე  ტელ: + (995 32) 2 200 220 (4409); 577 97 72 02; 599555644 (4333) ელ-ფოსტა:  kajaia@rustaveli.org.ge ; kiladze@rustaveli.org.ge მისამართი: მ. ალექსიძის №1, III სართული  ვებ-გვერდი: www.rustaveli.org.ge გისურვებთ წარმატებებს!
სრულად