წარმატებული პროექტები

დენები კირალური ეფექტური ველის თეორიის რამდენიმე ნაწილაკის სექტორში

15/01/2016 12:24

2011 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა პროექტმა N 11/31: დენები კირალური ეფექტური ველის თეორიის რამდენიმე ნაწილაკის სექტორში, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერ თანამშრომელს, ჯამბულ გეგელიას ხელმძღვანელობით. პროექტის განხორციელების შედეგად მიღებული იქნა რამდენიმე ნაწილაკი ამოცანის დაბალენერგეტიკული სექტორის ამოცანებისადმი პრინციპულად ახალი, ეფექტური ველის თეორიის ფორმალიზმზე დაყრდნობილი მიდგომა. ახალი ფორმალიზმის პრინციპული სიახლე მისი გადანორმვადობაა. ამ მიდგომის ფარგლებში ასევე შესაძლებელი გახდა ელექტრომაგნიტური ურთიერთქმედების გათვალისწინება. საბოლოოდ მიიღეს დაბალენერგეტიკული სექტორის ამოცანებისადმი ფუნდამენტურ პრონციპებზე დაყრდნობილი თვითშეთანხმებული სისტემატური ფორმალიზმი, რომელიც გამოყენებული იქნა რამდენიმე ნაწილაკის სექტორში ძლიერი და ელექტრომაგნიტური ურთიერთქმედების მონაწილეობით მიმდინარე  სხვადასვა პროცესის აღწერის ამოცანების გადასაწყვეტად.

მიღებული შედეგების ნაწილი უკვე გამოქვეყნდა საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში, ნაწილი გაგზავნილია და განხილვის პროცესშია.

საგრანტო პროექტის ფარგლებში მიღებული შედეგები წარდგინდა საერთაშორისო კონფერენციებზე და შედეგები გამოქვეყნდა კონფერენციების მასალებში. მიღებული შედეგების ნაწილი გამოქვეყნდა საერთაშორისო მაღალრეიტინგულ რეფერირებად, რეცენზირებად სამეცნიერო ჟურნალებში:

  1. Weinberg’s approuch to nucleon-nucleon scattering revisited Phys.Lett.B716 (2012) p.338-344 ELSEVIER ჯ. გეგელია

2 . 2014 Deuteron electromagnetic form factors in a renormalizable formulation of chiral effective field theory Eur.Phys. J. A50 (2014)  51 Springer ჯ. გეგელია

  1. 2014 The magnetic moment of the -meson Phys. Letters B730 (2014) pp. 115-121 ELSEVIER ჯ. გეგელია
  2. 2014 Covariant equations for the tetraquark and more Phys. Rev. D 90 (4) 045042 (2014) APS ა. კვინიხიძე
  3. 2014 Properties of effective massive Yang-Mills theory in the limit of vanishing vector boson mass Eur. Phys. J. A50 (2014) 11, 174 Springer ჯ. გეგელია