წარმატებული პროექტები

მთლიანად ოპტიკური გამაძლიერებელი და კოდირების მოწყობილობები კომბინირებული ტალღგამტარების ბაზაზე

15/01/2016 12:24

2012 წლის გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა პროექტმა N AR-30/12: მთლიანად ოპტიკური გამაძლიერებელი და კოდირების მოწყობილობები კომბინირებული ტალღგამტარების ბაზაზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, რამაზ ხომერიკის ხელმძღვანელობით.

პროექტის განხორციელების მიზანს წარმოადგენდა ოპტიკური სიგნალების გაძლიერების შესაძლებლობის თეორიული კვლევა კომბინირებული დიელექტრიკ-მეტალისგან დამზადებული სუბტალღოვან ტალღგამტარში, როდესაც გვერდითა ტალღგამტარიდან დანათების მეშვეობით ხდება ისეთი სასაზღვრო პირობის შექმნა, რომელიც ეხმარება სიგნალის გაძლიერებას ტალღგამტარში. ამგვარად, ამ პროექტის განხორციელებით შესაძლებელი გახდა წრფივ ეფექტებზე დაფუძნებული მთლიანად ოპტიკური ტრანზისტორების და დიოდების შექმნა, რაც ნაჩვენებია ქვემოთ მოყვანილ სურათზე. პროექტის ხელმძღვანელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, წინამდებარე პროექტის ფარგლებში მათ უკვე აჩვენეს, რომ უარყოფითი გარდატეხის ეფექტი შეიძლება განხორციელდეს სოლიტონური ტალღებისათვის არაწრფივ პერიოდულ დიელექტრიკებში. მათ განავრცეს ეს კვლევები ეგრეთ წოდებული უაბერაციო ფოკუსირების განსახორციელებლად რეალისტური ექსპერიმენტული პარამეტრების ცდაზე შემოწმებისათვის. 

 

პროექტის  შედეგი და  ეფექტი: პროექტის უნიკალურობა მდგომარეობს წრფივ მთლიანად ოპტიკურ გამაძლიერებელ მოწყობილობაში.  ამავდროულად კვლევები შეიძლება განზოგადდეს სხვადასხვა ფიზიკური სისტემების ფართო სპექტრისთვის, კერძოდ კი  პროექტს ბევრი საერთო აქვს “ატომური ჩიპის” პრობლემატიკასთან, რადგან სხივის  გავრცელება ფოტონურ კრისტალებში ფორმალურად ანალოგიურია ცივი ატომების დინამიკასთან ოპტიკურ მესერებში. ქვემოთა ნახატებში წარმოდგენილია ფოტონურ კრისტალებში ოპტიკური ანალოგური სიგნალების გაძლიერების კომპიუტერული მოდელის სიმულაციები. საგრანტო პროექტის ფარგლებში მიღებული შედეგები წარდგინდა საერთაშორისო კონფერენციებზე და შედეგები გამოქვეყნდა კონფერენციების მასალებში. მიღებული შედეგების ნაწილი გამოქვეყნდა საერთაშორისო მაღალრეიტინგულ რეფერირებად, რეცენზირებად სამეცნიერო ჟურნალებში.

 

  1. All-optical amplification in metallic subwavelength linear waveguides 2013, Phys. Rev. A, 87, 053806 APS Ramaz Khomeriki, Jérôme Leon
  2. Dynamics of Localized Modes in a Composite Multiferroic Chain 2013, Phys. Rev. Lett. 111, 117202 APS L. Chotorlishvili, R. Khomeriki, A. Sukhov, S. Ruffo, J. Berakdar
  3. Dipolar needles in the microcanonical ensemble: Evidence of spontaneous magnetization and ergodicity breaking 2013, Europhys. Lett., 104, 17011 EPS G. Miloshevich, Th. Dauxois, R. Khomeriki, S. Ruffo
  4. Creation and amplification of electromagnon solitons by electric field in nanostructured multiferroics 2015, Phys. Rev. B. 91, 041408(R) APS R. Khomeriki, L. Chotorlishvili, B. Malomed, J. Berakdar
  5. Landau–Zener tunneling in multiferroic composites 2015, New Journal of Physics, 17, 013030 APS R. Khomeriki, L. Chotorlishvili, J. Berakdar
  6. Linear Amplification of Optical Signal in Coupled Photonic Crystal Waveguides 2015, Photonics Technology Letters, IEEE, 27, 639 IEEE V. Jandieri, R. Khomeriki
  7. Instabilities and relaxation to equilibrium in long-range oscillator chains 2015, Phys. Rev. E 91, 032927 APS G. Miloshevich, J.P. Nguenang, Th. Dauxois, R. Khomeriki, S. Ruffo