წარმატებული პროექტები
http://rustaveli.org.ge/images/Images/warmatebuli-proeqtebi/sulkhan-nanobashvili/img.JPG
08/02/2016 14:06

დარტყმითი ტალღის ევოლუცია და დინამიკა ნეიტრალურ აირებში და პლაზმაში

2011 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა პროექტმა N 11/03 : დარტყმითი ტალღის დინამიკა ნეიტრალურ აირებსა და პლაზმაში, ივ. ჯავაიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის სულხან ნანობაშვილის ხელმძღვანელობით. პროექტის მიზანი იყო დეტალურად შესწავლილიყო დარტყმითი ტალღის ევოლუცია და დინამიკა როგორც ნეიტრალურ გარემოში, ასევე პლაზმაში. პროექტის ამოცანები დაიყო ორ ძირითად ნაწილად: 1 ) დარტყმითი ტალღის ევოლუცია და დინამიკა ნეიტრალურ აირებში    და  2 ) დარტყმითი ტალღის ევოლუცია და დინამიკა პლაზმაში .    პროექტის განხორციელებისათვის შეიქმნა: 1)  უნივესალური ვაკუუმური დანადგარ ი , რომელშიც შესაძლებელი იქნა წნევის ცვლილების ფართო დიაპაზონში  შესწავლილიყო დტ-ის დინამიკა, როგორც ნეიტრალურ აირებში, ასევე სუსტად იონიზებულ პლაზმაში. 2 ) ვაკუუმური დანადგარი, რომელშიც ხდებოდა დტ-ის სხვადასხვა დიამეტრის რგოლური-ნაპერწკლური განმუხტველის ინსტალირება. ამ გზით იქმნებოდა ტოროიდული დტ და ტოროიდის ცენტრში ხდებოდა კრებადი დტ-ეს კუმულიაცია. 3)  განხორციელდა CO 2 ლაზერის კომპლექსის   (განმუხტვის ძირითადი ბლოკების, მაღალი ძაბვის კვების წყაროს, მისი მართვის და კონდენსატორული ბატარეიის, სამუშაო გაზის - CO 2 , He და N - ნარევის დამზადების სტენდის და სხვა) პრაქტიკულად თავიდან აწყობა, ტესტირება და გაწყობა.   პროექტის განხორციელების პერიოდში: 1)  აგრეთვე გაგრძელდა მუშაობა, ტოკამაკ COMPASS -ზე  (ჩეხეთის მეცნიერებათა აკადემიის პლაზმის ფიზიკის ინსტიტუტი) სხვადასხვა ზემაღალსიხშირული დიაგნოსტიკური მოწყო-ბილობების დამუშავებისათვის, გამოცდისა და აქტიური ექსპერიმენტებისათვის. ექსპერიმენტების შედეგად დადგინდა: 1)  ნაპერწკლური წყაროს საშუალებით შესაძლებელია დტ-ის (სფერულის  და  ბრტყელის)  საიმედოდ მიღება დაბალი წნევის პირობებში p=3 ტორამდე, 2)  გაზის წნევა შემცირებისას დტ-ის ამპლიტუდა მცირდება და მახის რიცხვი იზრდება. დაბალი წნევის დროს p=3 ტორი , მახის რიცხვი აღწევს M= 5.2, 3)  წნევის დიაპაზონში p=1÷10 ტორი,   წყაროდან მნიშვნელოვან მანძილზე (30 სმ-მდე)   ბრტყელი დტ-ის სიჩქარე პრექტიკულად არ იცვლება, 4)   პლაზმაში დტ-ის ამპლიტუდა მნიშვნელოვნად ეცემა, მაშინ როდესაც მისი სიჩქარე მკვეთრად, 35%- ით იზრდება,    5)   პლაზმაში დტ-ის სიჩქარის ზრდა დაკავშირებულია ნეიტრალური აირის ტემპერატურის ზრდასთან T a = 500÷600 K-მდე  (იზომება თერმოწყვილით), 6)   დტ-ის ამპლიტუდის შემცირება დაკავშირებულია პლაზმაში ძლიერ დისიპაციურ მოვლენებთან. ეს ეფექტი დაკავშირებული უნდა იყოს აგრეთვე ე.წ.      იზოტოპურ ეფექტთანაც, რაც შესაძლებელია შემოწმდება  შემდგომი ექსპერიმენტულ კვლევებით. 7)   ტოროიდული ნაპეწკლური წყაროს საშუალებით რეალურად იქმნება ერთიანი დტ, რომელიც მოძრაობს ცენტრისაკენ და ცენტრში ქმნის მძლავრ კუმულიაციურ ეფექტს, რომელასაც თან სდევს ძლიერი ნათება ცენტრალურ არეში და მძლავრი ჭავლების გამოსროლა ტოროიდის ცენტრიდან მისი  სიბრტყის მართობულად ორივე მიმართულებით. ეს ეფექტი ძალიან ჰგავს ცნობილი ასტროფიზიკურ jet -ებს, რაც კვლევების გაგარძელების მოტივაციას იძლევა. 8)  კუმულიაციის არეში აგრეთვე შეინიშნება ე.წ. მახის ტალღის   ფორმირება. 9)   დტ-ის დიდი დიამეტრის ტოროიდული წყაროს შემთხვევასი ( d >100 მმ ),  დტ-ის წერტილოვან წყაროდან ახლოსვე, პლაზმა ჩამორჩება დტ-ის ფრონტს და ცენტრში მიმდინარე კუმულიაციურ ეფექტებში ის საერთოდ არ ღებულობს მონაწილეობს. ეფექტები სრულადაა განპირობებული დტ-ის კუმულიაციით. საგრანტო პროექტის ფარგლებში მიღებული შედეგები წარდგინდა 4 საერთაშორისო კონფერენციასა და სიმპოზიუმზე და გამოქვეყნებული იქნა 8 საერთაშორისო მაღალრეიტინგულ რეფერირებად, რეცენზირებად სამეცნიერო ჟურნალებში: 2012, “Toroidal Shock Wave Dynamics Near the Area of Cumulation” In Proc. 25 th Symposium on Plasma Physics and Technology SPPT 25 th , Prague, Czech Republic, June 18-21, 2012. S.Nanobashvili, G.Gelashvili, M.Mdivni-shvili, I.Nanobashvili,G.Rostomashvili, 2012, „First Results from EBW Emission Diagnostics on COMPASS" Rev. Sci. Instrum., V.83, 10E327, 2012 AIP Publishing, USA J.Zajac, J.Preinhaelter, J.Urban, S.Nanobashvili, F.Zacek et al. 2013 „Modernization and calibration of interferometer of TOKAMAK Compass“ IEEE,2013,s.571-575. ISBN 978-1-4799-1066-3; IEEE Publishing, USA Varavin M., Zajac J., Žáček F., Nanobashvili S. et al; 2013, „Possible Use of Dynamic Ergodic Divertor as a Contactless Biasing in Tokamaks“ ECA, Vol. 37D, P5.171, 2013 European Physical Society Publishing, EU I.Nanobashvili; 2014, “Shock Wave Propagation in Neutral Gases and Weakli ionized Plasma” In Proc. 25 th Symposium on Plasma Physics and Technology SPPT 26 th , Prague, Czech Republic, June 16-19, 2014, S.NanobaSvili, G.GelaSvili, M. MdivniSvili, I.Nanobashvili, G.Rostomashvili, G.Tavxelidze 2014, „New Design of Microwave Interferometer for Tokamak COMPASS“ Telecommunications and Radio Engineering,V.73, N 10, pgs. 935-942, 2014 This journ. consists of  transl. from two Russian journ.: Ele-ktrosvyaz' and Radiotekhnik. Publisher J.Wiley, USA  Varavin M., Zajac J., Žáček F., Nanobashvili S. et al;   2014, „Investigation of Intermittent Burst Characteristics for Bwttwr Understending of Plasma Turbulent Transport in Tokamaks“ Plasma Physics and Technology, V.1, №1, p.26, 2014 Czech Technical University in Prague, Czech Republic I.Nanobashvili                               2014, „Shock Wave Propagation in Neutral Gases and Weakly Ionized Plasma“ Plasma Physics and Technology, V.1, №2, p.93, 2014 Czech Technical University in Prague, Czech Republic S.Nanobashvili, G.Gelashvili, M.Mdivnishvili,I.Nanobashvili, G. Rostomashvili, G.Tavkhelidze
სრულად

შემოდგომის ლექციები თბილისში - ბირთვული ფიზიკა მედიცინაში

15/01/2016 16:46
2015 წლის რუსთაველის ფონდისა და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის ერთობლივი კვლევითი-საგანმანათლებლო კონკურსში გაიმარჯვა პროექტმა N SS_15_2_002, სათაურით „მე-2 საერთაშორისო სკოლა: შემოდგომის ლექციები თბილისში - ბირთვული ფიზიკა მედიცინაში“, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორის, ქეთევან კოტეტიშვილის ხელმძღვანელობით. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, 2015 წლის  5-14  ოქტომბერს, ჩატარდა  მე-2 საერთაშორისო სკოლა - შემოდგომის ლექციები თბილისში - ბირთვული ფიზიკა მედიცინაში. ლექციები წაიკითხეს და პრაქტიკული მეცადინეობები ჩაატარეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კიოლნის, ბონის და აახანის უნივერსიტეტის პროფესორებმა: იულიხის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორთა საბჭოს წევრმა, პროფესორ სებასტიან შმიდტმა, ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ჰანს შტროერმა, ამავე ინსტიტუტის თანამშრომლებმა - პროფესორმა დეტლევ გოტამ, დოქტორებმა ანდრო კაჭარავამ და ირაკლი ქეშელაშვილმა. ასევე ბონის უნივერსიტეტის ფიზიკის ინსტიტუტის პროფესრომა დიტერ ევერსაიმმა, იულიხის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ნეირომეცნიერებისა და მედიცინის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ჯონ შაჰმა, ფარიდა გრინბერგმა და იულიხის საინჟინრო და ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა გჰალებ ნათუამ და დოქტორმა იორგ ვოლტერსმა. სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდნენ დოქტორანტები, მაგისტრანტები, ბაკალავრები და სკოლის წარჩინებული მოსწავლეების ჯგუფები, რომლებიც დაინტერესებულები იყვნენ ბირთვული ფიზიკისა და სამედიცინო ფიზიკის საკითხებით. ლექციები შედგებოდა თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობებისაგან. ძირითადი ყურაღრება გამახვილებული იყო მედიცინაში ბირთვული ფიზიკის გამოყენებაზე და იულიხის კვლევით ცენტრში  ამ მიმართულებით განხორციელებულ უახლეს კვლევებზე. სკოლის მსველელობისას ამორჩეულ იქნა 6 საუკეთესო სტუდენტი, რომლებიც 2016 წლის გაზაფხულზე სტაჟირებას გაივლიან იულიხის კველვით ცენტრში. რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა მეცნიერების ინტეგრირებას უცხოურსამეცნიერო-კვლევით ცენტრებში.
სრულად

მთლიანად ოპტიკური გამაძლიერებელი და კოდირების მოწყობილობები კომბინირებული ტალღგამტარების ბაზაზე

15/01/2016 16:05
2012 წლის გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა პროექტმა N AR-30/12: მთლიანად ოპტიკური გამაძლიერებელი და კოდირების მოწყობილობები კომბინირებული ტალღგამტარების ბაზაზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, რამაზ ხომერიკის ხელმძღვანელობით. პროექტის განხორციელების მიზანს წარმოადგენდა ოპტიკური სიგნალების გაძლიერების შესაძლებლობის თეორიული კვლევა კომბინირებული დიელექტრიკ-მეტალისგან დამზადებული სუბტალღოვან ტალღგამტარში, როდესაც გვერდითა ტალღგამტარიდან დანათების მეშვეობით ხდება ისეთი სასაზღვრო პირობის შექმნა, რომელიც ეხმარება სიგნალის გაძლიერებას ტალღგამტარში. ამგვარად, ამ პროექტის განხორციელებით შესაძლებელი გახდა წრფივ ეფექტებზე დაფუძნებული მთლიანად ოპტიკური ტრანზისტორების და დიოდების შექმნა, რაც ნაჩვენებია ქვემოთ მოყვანილ სურათზე. პროექტის ხელმძღვანელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, წინამდებარე პროექტის ფარგლებში მათ უკვე აჩვენეს, რომ უარყოფითი გარდატეხის ეფექტი შეიძლება განხორციელდეს სოლიტონური ტალღებისათვის არაწრფივ პერიოდულ დიელექტრიკებში. მათ განავრცეს ეს კვლევები ეგრეთ წოდებული უაბერაციო ფოკუსირების განსახორციელებლად რეალისტური ექსპერიმენტული პარამეტრების ცდაზე შემოწმებისათვის.    პროექტის  შედეგი და  ეფექტი: პროექტის უნიკალურობა მდგომარეობს წრფივ მთლიანად ოპტიკურ გამაძლიერებელ მოწყობილობაში.  ამავდროულად კვლევები შეიძლება განზოგადდეს სხვადასხვა ფიზიკური სისტემების ფართო სპექტრისთვის, კერძოდ კი  პროექტს ბევრი საერთო აქვს “ატომური ჩიპის” პრობლემატიკასთან, რადგან სხივის  გავრცელება ფოტონურ კრისტალებში ფორმალურად ანალოგიურია ცივი ატომების დინამიკასთან ოპტიკურ მესერებში. ქვემოთა ნახატებში წარმოდგენილია ფოტონურ კრისტალებში ოპტიკური ანალოგური სიგნალების გაძლიერების კომპიუტერული მოდელის სიმულაციები. საგრანტო პროექტის ფარგლებში მიღებული შედეგები წარდგინდა საერთაშორისო კონფერენციებზე და შედეგები გამოქვეყნდა კონფერენციების მასალებში. მიღებული შედეგების ნაწილი გამოქვეყნდა საერთაშორისო მაღალრეიტინგულ რეფერირებად, რეცენზირებად სამეცნიერო ჟურნალებში.   All-optical amplification in metallic subwavelength linear waveguides 2013, Phys. Rev. A, 87, 053806 APS Ramaz Khomeriki, Jérôme Leon Dynamics of Localized Modes in a Composite Multiferroic Chain 2013, Phys. Rev. Lett. 111, 117202 APS L. Chotorlishvili, R. Khomeriki, A. Sukhov, S. Ruffo, J. Berakdar Dipolar needles in the microcanonical ensemble: Evidence of spontaneous magnetization and ergodicity breaking 2013, Europhys. Lett., 104, 17011 EPS G. Miloshevich, Th. Dauxois, R. Khomeriki, S. Ruffo Creation and amplification of electromagnon solitons by electric field in nanostructured multiferroics 2015, Phys. Rev. B. 91, 041408(R) APS R. Khomeriki, L. Chotorlishvili, B. Malomed, J. Berakdar Landau–Zener tunneling in multiferroic composites 2015, New Journal of Physics, 17, 013030 APS R. Khomeriki, L. Chotorlishvili, J. Berakdar Linear Amplification of Optical Signal in Coupled Photonic Crystal Waveguides 2015, Photonics Technology Letters, IEEE, 27, 639 IEEE V. Jandieri, R. Khomeriki Instabilities and relaxation to equilibrium in long-range oscillator chains 2015, Phys. Rev. E 91, 032927 APS G. Miloshevich, J.P. Nguenang, Th. Dauxois, R. Khomeriki, S. Ruffo
სრულად

სიმპლიციური ალგებრა, ჰომოლოგიის თეორიები, K- თეორია და გამოყენებები ალგებრული და ტოპოლოგიური სტრუქტურებისათვის

15/01/2016 13:33
2011 წლის საზღვარგარეთ მოღვაწე თანამემამულე მეცნიერთა სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა პროექტმა N DI/12/5-103/11: სიმპლიციური ალგებრა, ჰომოლოგიის თეორიები, K- თეორია და გამოყენებები ალგებრული და ტოპოლოგიური სტრუქტურებისათვის, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის კოლეჯის „Staten Island“ მეცნიერებისა და ტექნიკის დეკანმა, ალექსანდრე ჩიგოგიძის ხელმძღვანელობით. პროექტის ფარგლებში განხილული საკითხები აქტუალურია თანამედროვე ალგებრასა და ალგებრულ ტოპოლოგიაში. მსგავს თემებზე მუშაობა მიმდინარეობს მსოფლიოს მრავალ წამყვან მათემატიკურ ცენტრში. პროექტის განმავლობაში მიღებული სამეცნიერო შედეგები ნიშვნელოვანია შესაბამისი დარგის განვითარებისათვის როგორც საქართველოში, ასევე ზოგადად, პროექტით გათვალისწინებულ  სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში ჩართული იყო ოთხი ქართველი სტუდენტი, რომლებმაც ამ წლების განმავლობაში მიიღეს მნიშვნელოვანი გამოცდილება.  ამჟამად ოთხივე მათგანი, ქართულ გერმანული ერთობლივი სადოქტორო პროგრამის ფარგლებში, სწავლას აგრძელებს გიოთინგენის უნივერსიტეტის დოქტორანტურაში (გ. ნადარეიშვილი, ა. თავხელიძე - თანახელმძღვანელები პროფესორები ხ. ინასარიძე და რ. მაიერი, აგრეთვე გ. არაბიძე და ი. ნანობაშვილი - თანახელმძღვანელები პროფესორები ნ. ინასარიძე, რ. მაიერი და ჩენჩანგ ჟუ). პროექტის ერთ-ერთი ძირითადი ღირებულებაა პროექტის გუნდის მიერ არააბელური, ექვივარიანტული ჰომოლოგიური და ჰომოტოპიური ალგებრის, ციკლური და ჰოხშილდის ჰომოლოგიების, K-თეორიის და კეტეგორიათა თეორიის მეცნიერული სფეროების განვითარების მხარდაჭერა მნიშვნელოვანი სამეცნიერო შედეგების წარმოდგენით. განხორციელებული პროექტი მნიშვნელოვალია იმ მხრივაც, რომ ის აძლიერებს მათემატიკოსთა სამეცნიერო საზოგადოებას საქართველოში და განაღრმავებს საერთაშორისო კონტაქტებს, როგორც ერთობლივი კვლევების კუთხით, ასევე სტუდენტებისათვის ევროპული განათლების მიღების შესაძლებლობის გაჩენით. პროექტის ფარგლებში გამოქვეყნდა 8 პუბლიკაცია საერთაშორისო რეფერირებად მაღალრეიტინგულ ჟურნალში. პროექტის ფარგლებში განხილული საკითხები აქტუალურია თანამედროვე ალგებრასა და ალგებრულ ტოპოლოგიაში. მსგავს თემებზე მუშაობა მიმდინარეობს მსოფლიოს მრავალ წამყვან მათემატიკურ ცენტრში. პროექტის განმავლობაში მიღებული სამეცნიერო შედეგები ნიშვნელოვანია შესაბამისი დარგის განვითარებისათვის არამხოლოდ საქართველოში. 2012 Pure morphisms are effective for modules Applied Categorical Structures Springer B. Mesablishvili 2012 Decent in monoidal categories Theory and Applications of Categories B. Mesablishvili 2013 Low-dimensional non-abelian Leibniz cohomology Forum Mathematicum De Gruyter J.M. Casas, E. Khmaladze, M. Ladra 2013 QF functors and (co)monads Journal of Algebra Elsevier B. Mesablishvili, R. Wisbauer 2014 Adjunction between crossed modules of groups and algebras J. Homotopy and Rekated Structures Springer J. M. Casas, N. Inassaridze, E. Khmaladze, M. Ladra 2014 Universal enveloping crossed module of a Lie crossed module Homology, Homotopy and Applicationes International Press J.M. Casas, R.F. Casado, E. Khmaladze, M. Ladra 2014 Descent in Locally Presentable Categories Applied Categorical Structures Springer B. Mesablishvili 2015 Azumaya monads and comonads Journal of Axioms MDPI - Open Access Publishing B. Mesablishvili, R. Wisbauer
სრულად

დენები კირალური ეფექტური ველის თეორიის რამდენიმე ნაწილაკის სექტორში

15/01/2016 12:24
2011 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა პროექტმა N 11/31: დენები კირალური ეფექტური ველის თეორიის რამდენიმე ნაწილაკის სექტორში, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერ თანამშრომელს, ჯამბულ გეგელიას ხელმძღვანელობით. პროექტის განხორციელების შედეგად მიღებული იქნა რამდენიმე ნაწილაკი ამოცანის დაბალენერგეტიკული სექტორის ამოცანებისადმი პრინციპულად ახალი, ეფექტური ველის თეორიის ფორმალიზმზე დაყრდნობილი მიდგომა. ახალი ფორმალიზმის პრინციპული სიახლე მისი გადანორმვადობაა. ამ მიდგომის ფარგლებში ასევე შესაძლებელი გახდა ელექტრომაგნიტური ურთიერთქმედების გათვალისწინება. საბოლოოდ მიიღეს დაბალენერგეტიკული სექტორის ამოცანებისადმი ფუნდამენტურ პრონციპებზე დაყრდნობილი თვითშეთანხმებული სისტემატური ფორმალიზმი, რომელიც გამოყენებული იქნა რამდენიმე ნაწილაკის სექტორში ძლიერი და ელექტრომაგნიტური ურთიერთქმედების მონაწილეობით მიმდინარე  სხვადასვა პროცესის აღწერის ამოცანების გადასაწყვეტად. მიღებული შედეგების ნაწილი უკვე გამოქვეყნდა საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში, ნაწილი გაგზავნილია და განხილვის პროცესშია. საგრანტო პროექტის ფარგლებში მიღებული შედეგები წარდგინდა საერთაშორისო კონფერენციებზე და შედეგები გამოქვეყნდა კონფერენციების მასალებში. მიღებული შედეგების ნაწილი გამოქვეყნდა საერთაშორისო მაღალრეიტინგულ რეფერირებად, რეცენზირებად სამეცნიერო ჟურნალებში: Weinberg’s approuch to nucleon-nucleon scattering revisited Phys.Lett.B716 (2012) p.338-344 ELSEVIER ჯ. გეგელია 2 . 2014 Deuteron electromagnetic form factors in a renormalizable formulation of chiral effective field theory Eur.Phys. J. A50 (2014)  51 Springer ჯ. გეგელია 2014 The magnetic moment of the -meson Phys. Letters B730 (2014) pp. 115-121 ELSEVIER ჯ. გეგელია 2014 Covariant equations for the tetraquark and more Phys. Rev. D 90 (4) 045042 (2014) APS ა. კვინიხიძე 2014 Properties of effective massive Yang-Mills theory in the limit of vanishing vector boson mass Eur. Phys. J. A50 (2014) 11, 174 Springer ჯ. გეგელია
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Images/warmatebuli-proeqtebi/manana-qarchava/DSCN2895.JPG
15/01/2016 12:23

ახალი თაობის დიაბეტური პროდუქტების ტექნოლოგიების დამუშავება

2012 წლის გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა პროექტმა N AR - 30/25:  “ახალი თაობის დიაბეტური პროდუქტების ტექნოლოგიების დამუშავება“, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის  პროფესორის მანანა ქარჩავას ხელმძღვანელობით. სამეცნიერო პროექტის მიზანი იყო ახალი თაობის დიაბეტური პროდუქტების ტექნოლოგიების დამუშავება, რომლებიც  არა მარტო დაიცავდნენ ორგანიზმს   ჭარბი ნახშირწყლებისაგან, არამედ შეძლებდნენ ორგანიზმის დამცავი ფიზიოლოგიური   მექანიზმების   გააქტიურებას, იმუნიტეტის ამაღლებას, ზოგადად ორგანიზმის საერთო მდგომარეობის ნორმალიზებას და შედეგად დიაბეტიანი ადამიანის ცხოვრების თავისუფლების ხარისხის გაზრდას.  შედეგი/პროდუქტი:  დამუშავებულია სამომხმარებლო ბაზრისათვის თვისობრივად ახალი პროდუქტების, მაღალი კვებითი ღირებულების  დიაბეტური დანიშნულების შემდეგი საკონდიტრო ნაწარმის ტექნოლოგიები:  ხორბლისა და ხილის (ვაშლის, კომშის, ფეიჰოას, ციტრუსის) დიაბეტური კრეკერები,  დიაბეტური გალეტი, დიაბეტური კექსი, სააღდგომო „კულიჩი”, თაფლაკვერა, ნუშის ნამცხვარი,  თხილის ნამცხვარი, ნიგვზის ნამცხვარი,  ხაჭოს ნამცხვარი და ტორტი,  დიაბეტური არაჟნის ტორტი, დიაბეტური ნიგვზის ტორტი და შაქარლამა;  ტორტი და შაქარლამა ხილის ფქვილით,   სამარხვო ტორტი და შაქარლამა. დამუშავებულია დიაბეტური დანიშნულების უალკოჰოლო სასმელების ტექნოლოგიები საქართველოს  მინერალური წყლების ფუძეზე. სამეცნიერო ფონდის ხელშეწყობით, საგრანტო პროექტის (GNSF/ST 07/7 – 256 ,,დიაბეტური დანიშნულების პურისა და ფქვილოვანი ნაწარმის ტექნოლოგიების დამუშავება’’) ფარგლებში ასევე დამუშავებულია  დიაბეტური დანიშნულების პურის (ცილოვან - ბოჭკოვანი პური, ვიტამინშემცველი  პური,  იოდშემცველი პური;  დაბალკალორიული ლავაში),  ფქვილოვანი კულინარული ნაწარმის (დიაბეტური ხაჭაპური,  პიცა, ხინკალი),   დიაბეტური ფუნთუშისა და დიაბეტური  მაკარონის  ტექნოლოგიები. ტექნოლოგიების სიახლე დადასტურებულია საქართველოს პატენტებით: დიაბეტური ცილოვან - ბოჭკოვანი პური (პატენტი   P  4168) ვიტამინშემცველი დიაბეტური პური (პატენტი P 5614) იოდშემცველი დიაბეტური პური (პატენტი P 5631) დიაბეტური დაბალკალორიული ლავაში (პატენტი P 5834) დიაბეტური ხაჭაპური (პატენტი P 5835) დიაბეტური ფუნთუშა  (პატენტი P 5836) დიაბეტური პიცა (პატენტი P 5837) დიაბეტური ხინკალი   (პატენტი P 5263) დიაბეტური მაკარონი (პატენტი P 5264) გაკეთებულია  განაცხადები პატენტების მოსაპოვებლად შემდეგ ტექნოლოგიებზე: დიაბეტური თაფლაკვერას მიღების ხერხი (განაცხადი   №13501/01) ინგრედიენტთა კომპოზიცია დიაბეტური კრეკერისათვის (განაცხადი  №13647/01) ინგრედიენტთა კომპოზიცია მაღალი ბიოლოგიური ღირებულების დიაბეტური დანიშნულების სასმელისათვის (განაცხადი №13696/01) ახალი ტექნოლოგიები უზრუნველყოფენ დამუშავებული ნაწარმის დაბალ გლიკემიურ და  ინსულინურ ინდექსებსა და მაღალ კვებითი ღირებულებას. დაბალი გლიკემიური ინდექსი მიღწეულია: ფქვილოვან ნაწარმში  ნედლი წებოგვარას შემცველობის გაზრდის გზითა და  სახამებლის დაბალი შემცველობის მქონე  დაბალგლიკემიური და დაბალინსულინური (პურფუნთუშეულისა და ფქვილოვანი საკონდიტრო პროდუქტისათვის არატრადიციული) მცენარეული ნედლეულის გამოყენებით. დიაბეტური ნაწარმისათვის მაღალი კვებითი ღირებულების უზრუნველსაყოფად ახალ ტექნოლოგიებში გამოყენებულია  ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით მდიდარი ადგილობრივი მცენარეული ნედლეულის ფუძეზე მიღებული ნატურალური ცილოვანი, ბოჭკოვანი, ვიტამინური, ანტიოქსიდანტური დანამატები, ხილ-კენკრის პროდუქტები, სამკურნალო მცენარეები და საქართველოს მინერალური წყლები. ყველა დამუშავებულ ნაწარმს გავლილი აქვს კლინიკური აპრობაცია საქართველოს ვ. ივერიელის ენდოკრინოლოგიის, მეტაბოლოგიის და დიეტოლოგიის ცენტრში და ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფოს – „წმინდა დავით აღმაშენებლის საეკლესიო ქსენონში“. ჩატარებული კლინიკური გამოკვლევების საფუძველზე დადასტურებულია ახალი ნაწარმის დაბალგლიკემიურობა (45 ერთეულზე დაბალი გლიკემიური ინდექსით) და მიღებულია რეკომენდაციები  დიაბეტის (ტიპი 2)  პრობლემების მქონე პაციენტთა კვებაში   დასანერგად. ახალი ტექნოლოგიებით მიღებულმა ყველა ნაწარმმა გაიარა საწარმოო გამოცდა ქ. ქუთაისის ფართოპროფილიან კვების საწარმო (ფაბრიკა-დამამზადებელი) -შპს „გურმანში“,   შედგენილია საწარმოო გამოცდის აქტები და დამტკიცებულია დროებით ტექნოლოგიური ინსტრუქციები. მიღებული პროდუქტი არის არა მხოლოდ დიაბეტური დანიშნულების, არამედ იგი არის დიეტური დანიშნულების პროდუქტი ჭარბი წონის, დისლიპიდემიის და მეტაბოლური სინდრომის მქონე ადამიანთათვის და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია - არის ჯანსაღი კვების პროდუქტი ნებისმიერი ჯანმრთელი ადამიანისათვის. იხილეთ პრეზენტაცია
სრულად

პირველი და მეორე რიგის შექცეული სტოქასტური დიფერენციალური განტოლებები და მათი გამოყენება სტოქასტურ მართვასა და ფინანსურ მათემატიკაში

15/01/2016 12:22
2012 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა პროექტმა N 31/68: პირველი და მეორე რიგის შექცეული სტოქასტური დიფერენციალური განტოლებები და მათი გამოყენება სტოქასტურ მართვასა და ფინანსურ მათემატიკაში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ა. რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტის თანამშრომლის, მიხეილ მანიას ხელმძღვანელობით. პროექტის  ძირითადი მიზანი იყო ოპტიმალური   ინვესტირების და ჰეჯირების შეცდომის მინიმიზაციის ამოცანების შესწავლა. ეს ამოცანები თანამედროვე ფინანსური მათემატიკის საბაზისო ოპტიმიზაციის ამოცანებს წარმოადგენს და მათი ამოხსნა მჭიდროდ არის დაკავშირებული ფინანსური ვალდებულებების ფასდადების და მათთან დაკავირეული რისკის შემცირების საკითხებთან. პრაქტიკული გამოყენებების თვალსაზრისით, არსებითია ამ ამოცანების გადაწყვეტა შეზღუდული ინფორმაციისა და მოდელის განუზღვრელობის პირობებში. პროექტზე მუშაობის დროს ყურადღება იქნა გამახვილებული ორ მნიშვნელოვან შემთხვევაზე: 1)  როდესაც დაკვირვებადი ნაკადი არ შეიცავს სრულ ინფორმაციას საბაზისო აქტივების ფასებზე და 2) როდესაც საბაზისო აქტივების საშუალო ამონაგებისა და ვოლატილობის მხოლოდ დასაშვები მნიშვნელობებია ცნობილი. აღნიშნული საკითხების კვლევაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს შექცეულ სტოქასტურ დიფერენციალურ განტოლებათა  თეორია და პროექტის ერთ-ერთ მიზანს ამ თეორიის განვითარებაც წარმოადგენდა. შექცეული სემიმარტინგალური განტოლებების ამონახსნის თვისებების გამოყენებით მიღებულია  BMO- მარტინგალების ნორმების ახალი შეფასებები. ეს შეფასებები გამოყენებულია სარგებლიანობის მაქსიმიზირების ამოცანის ფასის ფუნქციის თვისებების შესასწავლად. შესწავლილია სარგებლიანობის მაქსიმიზირებისა  და ჰეჯირების ამოცანის შესაბამისი ფასის ფუნქციის ანალიზური თვისებები. ნაჩვენებია, რომ ფასის ფუნქცია ორჯერ უწყვეტად დიფერენცირებადია  და ოპტიმალური კაპიტალის პროცესი ზრდადია და დიფერენცირებადი საწყისი კაპიტალის მიმართ. ფასის პროცესის ამ თვისებებზე დაყრდნობით დამტკიცებულია, რომ  საშუალო სარგებლიანობის მაქსიმიზაციის შესაბამისი ფასის პროცესი  ბელმანის  სტოქასტური დიფერენციალური განტოლების ერთადერთ ამონახსნს წარმოადგენს. ამ განტოლების ამონახსნის საშუალებით აგებულია ოპტიმალური სტრატეგიები. პროექტის ერთ-ერთ ძირითად ამოცანას ამ პრობლემების სტატისტიკური და გამოთვლითი ასპექტების შესწავლაც წარმოადგენდა. მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო რობასტული და რეკურსიული შეფასებების აგებას ზოგადი სემიმარტინგალური მოდელებისათვის. შესწავლილია სემიმარტინგალურ სტატისტიკურ მოდელებთან  დაკავშირებული  პარამეტრის რეკურსიული შეფასებების პროცედურები. რობინს-მონროს ტიპის სტოქასტურ დიფერენციალური განტოლების ამონახსნის ყოფაქცევაზე დაყრდნობით გამოყვანილია უცნობი პარამეტრის რობასტული და რეკურსიული შეფასებების ასიმპტოტური თვისებები.  განხილულია ევროპული ოფციონის ჰეჯირების ამოცანა ფინანსური ბაზრის ბლეკ-შოულსის მოდელში. როგორც ცნობილია, ჰეჯირების პრობლემის გადაწყვეტის ეფექტური მეთოდია კლარკ-ოკონეს სტოქასტური ინტეგრალური წარმოდგენის ფორმულა, მაგრამ განსახილველ  შემთხვევაში აღნიშნული ფორმულის გამოყენება ვერ ხერხდება, ვინაიდან ჩვენ მიერ განხილული გადასახადის ფუნქცია არა არის დიფერენცირებადი მალივენის აზრით. შემოთავაზებულია ჰეჯირების ამოცანის გადაჭრის არატრადიციული მეთოდი, რისთვისაც გამოყენებულია სემიმარტინგალის ლოკალური დროის ცნება და მისი კავშირი ჭვრეტად კვადრატულ მახასიათებელთან. მიღებულია ბერნშტეინის ფუნქციის ბინომური კოეფიციენტების ზედა საზღვრის შეფასებები. ეს შეფასებები გამოყენებულია განაწილების კვანტილების სტოქასტური აპროქსიმაციის მისაღებად. საგრანტო პროექტის ფარგლებში გამოიცა წიგნი- "Backward Stochastic Differential Equations and Bounded Mean Oscillation Martingales" -  Lambert Academic Publishing, United States, 2014,  B.Chikvinidze. მიღებული შედეგები წარდგინდა 3 საერთაშორისო კონფერენციაზე და  გამოქვეყნდა ამ კონფერენციების მასალებში. მიღებული შედეგების ნაწილი გამოქვეყნდა საერთაშორისო მაღალრეიტინგულ  სამეცნიერო ჟურნალებში: 2013 Robust utility maximization for a diffusion market model with misspecified coefficients, Finance and Stochastics,  Vol. 17, pp. 535–563,  Springer,  R. Tevzadze, T. Toronjadze  and T. Uzunashvili; 2013 Upper Bounds for Bernstein Basis Functions, Prokhorov and Conterporary Probability Theory, Springer Series, Vol. 33, (2013), pp.293-303, Springer, V. Gupta   and     T. Shervashidze; 2014 New proofs of some results on bounded mean oscillation martingales using backward stochastic differential equations, Journal of Theoretical Probability,Vol. 27, N. 4, pp. 1213-1228, Springer, B. Chikvinidze and M. Mania,  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Images/warmatebuli-proeqtebi/miranda-gudadze/5.jpg
15/01/2016 12:08

თანამედროვე დიაგნოსტიკური მიდგომები პრაქტიკულ პათოლოგიურ ანატომიაში

2015 წლის 9-11 ოქტიმბერს, ლოპოტას ტბაზე, სასტუმროში ჩატარდა კონფერენცია თემაზე - "თანამედროვე დიაგნოსტიკური მიდგომები პრაქტიკულ პათოლოგიურ ანატომიაში". კონფერენციის უმეტესი ნაწილი დაეთმო პრაქტიკული შემთხვევების განხილვასა და დისკუსიებს. თითოეული შემთხვევა წარმოდგენილ იქნა მოკლე სამეცნიერო-ლიტერატურულ მიმოხილვასთან ერთად. ამ ნაწილში დეტალურად შეფასდა თანამედროვე საერთაშორისო პროტოკოლებით მოცემული რეკომენდაციები, უახლესი მიდგომები და ხედვა დიაგნოსტიკაში. ახალგაზრდა სპეციალისტებისათვის მიწოდებული იქნა საერთაშორისო პროფესიული ორგანიზაციების მიერ შემუშავებული ალგორითმები, ასევე მონაწილეთა ინდივიდუალური გამოცდილება, რათა მათ სწორი მიმართულებით განავითარონ პროფესიული უნარ-ჩვევები. გარდა ამისა, განხილულ იქნა თანამედროვე მაღალი ტექნოლოგიების გამოყენების როლი და მნიშვნელობა პათოლოგანატომიურ დიაგნოსტიკაში და კვლევაში. შეფასდა საქართველოში უკვე დანერგილი ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენების პერსპექტივა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის შესაძლებლობები.
სრულად

ფუნქციონალურ-დიფერენციალურ და დისკრეტულ განტოლებათა ამონახსნების ასიმპტოტური ყოფაქცვის შესახებ

15/01/2016 11:54
2012 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა პროექტმა N 31/09: ფუნქციონალურ-დიფერენციალურ და დისკრეტულ განტოლებათა ამონახსნების ასიმპტოტური ყოფაქცვის შესახებ , ივ. ჯავაიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის რომან კოპლატაძის ხელმძღვანელობით. პროექტის განხორციელების მიზანი იყო ფუნქციონალურ დიფერენციალური და დისკრეტული განტოლებების ამონახსნების ასიმპტოტური ყოფაქცევის შესწავლის ახალი მეთოდის შექმნა. პროექტის განხორციელების შედეგად მიღებულ იქნა ახალი ტიპის შედეგები ფუნქციონალურ დიფერენციალურ განტოლებათა ქრობადი, რხევადი და შემოუსაზღვრელი ამონახსნების არსებობის შესახებ. შესწავლილი იქნა ემდენ-ფაულერის და წრფივი განტოლების განზოგადოებული ე.წ. არსებითად არაწრფივი და თითქმის წრფივი დიფერენციალური განტოლებები. ასეთი ტიპის განტოლებები პირველად იყო შესწავლილი.გარდა ამისა შესწავლილი იქნა დისკრეტული განტოლების ამონახსნების რხევადობის საკითხი, სადაც მიღებულია ოპტიმალური სახის შედეგები. ეს შედეგები წარმოადგენს ადრე კარგად ცნობილი შედეგების განზოგადოებას. საგრანტო პროექტის ფარგლებში მიღებული შედეგები გამოქვეყნებული იქნა 5 საერთაშორისო მაღალრეიტინგულ რეფერირებად და 3 რეცენზირებად სამეცნიერო ჟურნალებში.ს საერთაშორისო მაღალრეიტინგულ (იმპაქტ ფაქტორის მქონე) რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვყნებული სტატიები: "On asymptotic behavior of solutions of generalized Enmden-Fowler differential equations with delay argument". 2014, Art. ID 168425, 13pp . Abstract and Applied Analysis Hindawi Publishing Corporation , რ. კოპლატაძე , ა. დომოშნიცკი . " Oscillation criteria for first order linear difference equations with several delay arguments”. 17 (2014), no. 2, 248-267 . Nonlinear Oscillations , Springer , რ. კოპლატაძე, ს. პინელას. " Oscillation criteria for differential equations with several non-monotone arguments” . 53 (2015), no. 3, 14pp. Funkcialaj Ekvacioj Japan Publications Trading Go. Ltd. რ. კოპლატაძე, ჯ. ინფანტე, ი. სტავროლაკისი . " The specific properties of solutions of first order differential equations with several delay arguments” . 50 (2015), no. 5, 229-235 . Journal of Contemporary Mathematical Analysis Springer , რ. კოპლატაძე . " On higner order generalized Emden-Fowler differential equations with delay arguments " . 18 ( 2015), no. 4, 507-526. Nonlinear Oscillations , Springer , რ. კოპლატაძე, ა. დომოშნიცკი . რეცენზირებად სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვყნებული სტატიები: ” On oscillatory properties of solutions of n-th order generalized Emden-Fowler differential equations with delay argument”. 40 ( 2014), 32-38, Reports of Seminar of I. Vekua Institute of Applied Mathematics რ. კოპლატაძე . ”Oscillation criteria for difference equations with severaldelay arguments”. 40 ( 2014), 28-31, Reports of Seminar of I. Vekua Institute of Applied Mathematics , რ. კოპლატაძე . ” Oscillation criteria for differential and discrete equations with several delays ” . 18 (2014), 3-10 , Bulletin of TICMI, რ. კოპლატაძე .
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Images/warmatebuli-proeqtebi/marina-beridze/Marina-beridze.jpg
15/01/2016 11:11

ქართული დიალექტური კორპუსის მორფოლოგიური ანოტირება და დიდი დიალექტური ლექსიკოგრაფიული ბაზა

2012 წლის გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა პროექტმა N 30/20: “საქართველოს ლინგვისტური პორტრეტი III _ ქართული დიალექტური კორპუსის მორფოლოგიური ანოტირება და დიდი დიალექტური ლექსიკოგრაფიული ბაზის შექმნა“ , ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი / არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის პროფესორის, მარინა ბერიძის ხელმძღვანელობით. პროექტის ძირითადი მიზანი იყო მორფოლოგიური ანოტირების კონცეფციის დამუშავება, მორფოლოგიური ანოტირების დაწყება და ანალიზატორის დიალექტური მოდულის შექმნა. აგრეთვე, ბეჭდური  ლექსიკოგრაფიული კომპონენტის გრამატიკულად მარკირება და ინტეგრირება კორპუსში. პროექტის  შედეგი და  ეფექტი: მორფოლოგიური ანოტირების პროცესში გამოყენებულ იქნა სალიტერატურო ქართული ენის ანალიზისთვის შექმნილი სისტემა ”Geo trans”-ი, რომლის საშუალებითაც შემუშავდა კორპუსის საერთო სიტყვანი. მომზადდა რამდენიმე პროგრამული ჩანართი ლექსიკოგრაფიული სამუშაოს წარმართვისა და მორფოლოგიური ანოტირების სრულყოფისათვის, ორგანიზებულ იქნა მოქნილი საძიებო სისტემა როგორც სამომხმარებლო, ისე სამუშაო ინტერფეისისთვის; მომხმარებლის ინტერესის გათვალისწინებით ცალკე კომპონენტად გამოიყო ტექსტების ბიბლიოთეკა, რამაც ინტერდისციპლინური ინტერესით ამ ტექსტების გამოყენების შესაძლებლობა გააადვილა. ცალკე სტრუქტურულ კომპონენტად შეიქმნა ლექსიკონების რედაქტორი, რომელიც ლექსიკოგრაფიულ ბაზაზე და ტექსტების კორპუსზე დაყრდნობით წარმოადგენს უნივერსალურ დიალექტურ ლექსიკონს. მისი საძიებო სისტემა სასურველი ლექსიკონის სურვილისამებრ დაგენერირების საშუალებას იძლევა (მაგალითად: ყველა დიალექტის ლექსიკონი, მხოლოდ ინგილოური ლექსიკონი, მარტო არსებითი სახელების ლექსიკონი ყველა დიალექტში, მარტო ზმნები ინგილოურში და ა. შ.). ამჟამად მომზადებულია 4 ლექსიკონი: ფერეიდნული, ინგილოური, ჩვენებურების ქართული, ლაზური. ხოლო ლექსიკოგრაფულ ბაზაში თითქმის ყველა დიალექტური წარმონაქმნის 60000-მდე გრამატიკულად მარკირებული სალექსიკონო ერთეულია ინტეგრირებული. მიღებული შედეგების ნაწილი წარდგენილი იყო საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებზე (19) და უკვე გამოქვეყნებულია  ამ ფორუმების სამეცნიერო შრომათა კრებულებში. პროექტის ფარგლებში მომზადდა სამი ელექტრონული ვებ-პორტალი: www.corpora.co _ ქართული დიალექტური კორპუსის საერთო მისამართი; http://corpora.co/#/texts _ ქდკ-ს ტექსტების კორპუსი; http://corpora.co/#/dictionaries _ ქდკ-ს ლექსიკონები ორი პუბლიკაცია გამოქვეყნდა საერთაშორისო მაღალრეიტინგულ რეფერირებად, რეცენზირებად სამეცნიერო კრებულში: 1.2015 Corpus Linguistics and interdisciplinary Perspectives on language Historical Corpora. Challenges and Perspectives, გერმანია  (CLIP),vol.5 Tubingen (Narr), მარინა ბერიძე, ლიანა ლორთქიფანიძე, დავით ნადარაია (20 გვ.); 2.2015 Dialect dictionaries and morphological annotation in the Georgian Dialect Corpus Logic, Language, and Computation;  Springer,  მარინა ბერიძე, ლიანა ლორთქიფანიძე, დავით ნადარაია
სრულად