ფონდის საერთაშორისო კონკურსები
http://rustaveli.org.ge/images/thumbs/Files/konkursebi/TUBITAK/dunya-uluslararasi_son_.jpg
14/06/2016 11:32

გამოცხადდა ფონდისა და TUBITAK -ის ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსი

სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოსა (TUBITAK) და სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივ სამეცნიერო საგრანტო კონკურსს.   კონკურსის მიზანია მეცნიერების სფეროში საქართველოსა და თურქეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების მეცნიერთა ჯგუფებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობის, ორი ქვეყნის მეცნიერთა  სამეცნიერო-კვლევითი მობილობისა და ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელების გზით.  კონკურსი ითვალისწინებს საგრანტო დაფინანსებას: ერთობლივი კვლევითი პროექტების განსახორციელებლად ; მეცნიერთა მოკლევადიანი სამეცნიერო - კვლევითი გაცვლითი ვიზიტების განსახორციელებლად ; კონკურსი მოიცავს შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებს ა) საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; ბ) ინჟინერია და ტექნოლოგიები; გ) მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებები; დ) აგრარული მეცნიერებები; ე) სოციალური მეცნიერებები; ვ) ჰუმანიტარული მეცნიერებები   ერთობლივი კვლევითი პროექტის წარდგენის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქე მეცნიერთა ჯგუფს და თურქეთის მეცნიერთა  ჯგუფს ერთობლივად.  საქართველოს მეცნიერთა ჯგუფი ერთობლივ კვლევით პროექტს წარადგენს ფონდში, ხოლო ამავე ერთობლივ კვლევით პროექტს თურქეთის მეცნიერთა ჯგუფი წარადგენს TUBITAK-ში. ერთობლივი კვლევითი პროექტის წარმდგენ მეცნიერთა ჯგუფს საქართველოდან უნდა ჰყავდეს პროექტის ხელმძღვანელი საქართველოდან, ხოლო მეცნიერთა ჯგუფს თურქეთიდან - პროექტის ხელმძღვანელი თურქეთიდან.   ინდივიდუალური სამეცნიერო-კვლევითი ვიზიტის პროექტის წარდგენის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქე: ა) მაგისტრანტებს, დოქტორანტებს და 35 წლამდე მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი მქონე პირებს; ბ) დოქტორის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებს. ერთობლივი კვლევითი პროექტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 24 თვეს. საკონკურსოდ წარდგენილი ერთობლივი კვლევითი პროექტისათვის ფონდიდან მოთხოვნილი ორწლიანი დაფინანსების თანხა არ უნდა აღემატებოდეს 30 000 ლარს, ხოლო წლიური თანხა- 15 000 ლარს. ინდივიდუალური სამეცნიერო-კვლევითი ვიზიტის ერჯერადი ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 კალენდარულ დღეს, ხოლო ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 4 000 ლარს. საკონკურსო დოკუმენტაციის ფონდში წარდგენა შესაძლებელი იქნება ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე srnsf-tubitak@rustaveli.org.ge პროექტების ელ. ფოსტით გამოგზავნის ბოლო ვადა: 2016 წლის 26 სექტემბერი, 16:00 საათი.   ელექტრონულად დარეგისტრირებული პროექტებისათვის განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ ფონდში წარმოდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს 2016 წლის 29 სექტემბრის 16:00 საათამდე . ვადის დარღვევით შემოსული საკონკურსო დოკუმენტაცია ფონდში აღარ მიიღება. დეტალურ ინფორმაციას კონკურში მონაწილეობის წესებისა და პირობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ დოკუმენტებში: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება ცვლილება გენერალური დირექტორის ბრძანებაში  (125) ცვლილება გენერალური დირექტორის ბრძანებაში (190) ერთობლივი კონკურსის პროგრამა და პირობები (დანართი №1) პროექტის წარმომდგენი ფიზიკური პირების განცხადება (დანართი №2) ქართული ვერსია / ინგლისური ვერსია საპროექტო წინადადების ფორმა (დანართი№3) ქართული ვერსია / ინგლისური ვერსია მეცნიერის CV (დანართი№4) ქართული ვერსია / ინგლისური ვერსია თანხმობის წერილი თურქეთის მეცნიერთა ჯგუფის მხრიდან ერთობლივი კვლევითი პროექტის განხორციელების შესახებ (დანართი№5)  ინდივიდუალურ სამეცნიერო-კვლევით მოკლევადიან ვიზიტზე პროექტის წარმომდგენი ფიზიკური პირის განცხადება (დანართი №6) ქართული ვერსია / ინგლისური ვერსია ინდივიდუალურ სამეცნიერო-კვლევით მოკლევადიან ვიზიტზე განაცხადის ფორმა(დანართი №7) ქართული ვერსია  / ინგლისური ვერსია   ინდივიდუალურ სამეცნიერო-კვლევით მოკლევადიან ვიზიტზე ბიუჯეტის ფორმა (დანართი №8) ქართული ვერსია / ინგლისური ვერსია ინდივიდუალურ სამეცნიერო-კვლევით მოკლევადიან ვიზიტზე თანხმობის წერილი თურქეთის ინსტიტუციის მხრიდან (დანართი №9)  პროექტების შეფასების კრიტერიუმები   ერთობლივ სამეცნიერო საგრანტო კონკურსის შესახებ ინფორმაცია ასევე  ხელმისაწვბომია  TUTBITAK-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე :  http://tubitak.gov.tr/en/announcements/joint-call-between-tubitak-and-srnsf-is-open   დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში პროგრამის კოორდინატორებს:   მარიამ ქებურიას Tel:  +995 322 200 220 (4022)  Email:   keburia@rustaveli.org.ge   ნიკოლოზ ბაქრაძეს Tel:+995 322 200 220 (4406) Email:   bakradze@rustaveli.org.ge  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Images/partners/logo_CNRS.png
18/04/2016 15:37

გამოცხადდა საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრისა და ფონდის ერთობლივი კონკურსი - „საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის პროექტი (PICS)“

ფონდი აცხადებს საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრისა და სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივ სამეცნიერო საგრანტო კონკურსს - „საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის პროექტი ( PICS )“ . კონკურსის ფარგლებში ერთობლივი საპროექტო განაცხადის წარმოდგენა უნდა მოხდეს მეცნიერთა ორი ჯგუფის მიერ. ამათგან ერთი ჯგუფი უნდა შედგებოდეს  CNRS-ში, ან მასთან ასოცირებულ ორგანიზაციებში/ლაბორატორიებში, მომუშავე საფრანგეთის მეცნიერებისგან, ხოლო მეორე ჯგუფი წარმოდგენილი უნდა იყოს, სხვა ქვეყნის მოქალაქე, მათი პარტნიორი მეცნიერებისაგან. კონკურსის, მთავარი პირობაა ერთობლივი საპროექტო წინადადების წარმოდგენა, საქართველოს და საფრანგეთის მეცნიერთა ჯგუფების წინა წლებში თანამშრომლობის არსებობა, რის შედეგადაც უნდა არსებობდეს სულ მცირე ერთი გამოქვეყნებული ერთობლივი სამეცნიერო პუბლიკაცია. საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის პროექტის (CNRS PICS) ფარგლებში, ფონდი დააფინანსებს საქართველოს მეცნიერთა ჯგუფს, ხოლო CNRS დააფინანსებს საფრანგეთის მეცნიერთა ჯგუფს. ფონდის მიერ თითოეული პროექტისთვის გამოყოფილი წლიური საგრანტო დაფინანსების მოცულობა შეიძლება შეადგენდეს 5 000-დან 10 000 ევრომდე.   გრანტი შეიძლება გამოყენებულ იქნას ბიუჯეტის შემდეგი კატეგორიებისთვის: პარტნიორ ქვეყანაში მივლინება (სამოგზაურო ხარჯი) სემინარების და სამუშაო შეხვედრების ჩატარების ხარჯი კვლევასთან დაკავშირებული სხვა ხარჯი. „სხვა ხარჯის“ კატეგორიაში მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს ფონდიდან მოთხოვნილი თანხის 50% -ს. პროგრამის მოკლე აღწერას ინგლისურ ენაზე შეგიძლიათ გაეცნოთ  CNRS-ის ვებგვერდზე: http://www.cnrs.fr/derci/spip.php?article881&lang=en , ხოლო კონკურსის პირობები მოცემულია (ფრანგულ ენაზე) ბმულზე http://www.cnrs.fr/derci/spip.php?article51&lang=fr პროგრამით დაფინანსებული პროექტის ხანგრძლივობა შეადგენს 3 წელს. საპროექტო წინადადების მომზადებისთვის, საქართველოს მეცნიერთა ჯგუფის ხელმძღვანელმა თავის ფრანგ კოლეგას უნდა გადაუგზავნოს საჭირო ინფორმაცია (ფრანგულ ან ინგლისურ ენაზე) CNRS-ის მიერ შემუშავებული ფორმის გათვალისწინებით (იხ. აღნიშნული ფორმა ინგლისურ ენაზე დანართ 2-ში). CNRS-ის ელექტრონული რეგისტრაციის სისტემაში ერთობლივი საპროექტო განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 2 ივნისი. პროექტის ფრანგი ხელმძღვანელის მიერ CNRS-ში ერთობლივი განაცხადის წარმოდგენის პარალელურად,   საქართველოს  მეცნიერთა ჯგუფის ხელმძღვანელმა შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდის კანცელარიაში ა.წ. 3 ივნისის 17:00 სთ-მდე უნდა წარმოადგინოს ელექტრონული სახით დისკზე CDR-ზე PDF ფორმატით ჩაწერილი იგივე შინაარსის ინგლისურენოვანი საპროექტო განაცხადი, დამტკიცებული  ფორმით (დანართი 2). ფონდში წარმოდგენილ განაცხადში ასახული უნდა იყოს, როგორც საქართველოს, ისე საფრანგეთის პარტნიორის მიერ განსახორციელებელი საქმიანობა და განაცხადი ხელმოწერილი უნდა იყოს პროექტის ორივე ხელმძღვანელის მიერ . ფონდის კანცელარიაში ასევე წარმოდგენილი უნდა იყოს პროექტის მონაწილე საქართველოს მეცნიერთა ჯგუფის ხელმძღვანელის და მისი ორგანიზაციის ადმინისტრაციის უფროსის/უფლებამოსილი პირის  ერთობლივი განცხადება (დანართი 3). CNRS-ის მიერ გამარჯვებულად გამოცხადებული პროექტების, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსების მოცულობას გადაწყვეტს ქართველ დამოუკიდებელ ექსპერტთაგან შემდგარი პანელი. დეტალური ინფორმაცია, კონკურსის პირობების შესახებ იხილეთ ქვემოთმოცემული ბმულებით: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება პროგრამა და პირობები საპროექტო განაცხადი (ინგლისურ ენაზე) ერთობლივი განცხადების ფორმა   კონკურსის ადმინისტრირების განრიგი: 18/04/2016 - კონკურსის გამოცხადება; 2/06/2016 - ბოლო ვადა - განაცხადის წარდგენა CNRS-ის ელექტრონული რეგისტრაციის სისტემაში; 3/06/2016 - ბოლო ვადა - განაცხადის წარდგენა სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის კანცელარიაში საქართველოს ჯგუფის ხელმძღვანელის მიერ; ივნისი - ტექნიკური ექსპერტიზა; ნოემბერი 2016 - იანვარი 2017 - განაცხადების შეფასება CNRS-ის კომისიის მიერ; თებერვალი 2017 - CNRS-ის კომისიის მიერ შერჩეული განაცხადების განხილვა სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდში საქართველოს დამოუკიდებელი ექსპერტებისგან შემდგარ პანელზე და თანადაფინანსების მოცულობის განსაზღვრა; მარტი 2017 - შედეგების დამტკიცება და გამოცხადება დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ: CNRS-ში კონკურსის საკონტაქტო პირს - Gulnara Le Torrivellec +33 1 44 96 44 53 Gulnara.LETORRIVELLEC@cnrs-dir.fr შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში პროგრამის კოორდინატორს - ნიკოლოზ ბაქრაძეს ; +995 322 200 220 (4406); bakradze@rustaveli.org.ge
სრულად

ანონსი: საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრისა და სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივ სამეცნიერო საგრანტო კონკურსი - „საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის პროექტი“

04/04/2016 14:52
საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრისა და სსიპ -  შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსი (PICS) გამოცხადდება 2016 წლის 15 აპრილს. კონკურსის ფარგლებში ერთობლივი საპროექტო განაცხადის წარმოდგენა უნდა მოხდეს მეცნიერთა ორი ჯგუფის მიერ. ამათგან ერთი ჯგუფი უნდა შედგებოდეს  CNRS-ში, ან მასთან ასოცირებულ ორგანიზაციებში/ლაბორატორიებში, მომუშავე ფრანგი მეცნიერებისგან, ხოლო მეორე ჯგუფი წარმოდგენილი უნდა იყოს, სხვა ქვეყნის მოქალაქე, მათი პარტნიორი მეცნიერებისაგან. კონკურსის, მთავარი პირობაა ერთობლივი საპროექტო წინადადების წარმოდგენა, საქართველოს და საფრანგეთის მეცნიერთა ჯგუფების წინა წლებში თამშრომლობის არსებობა, რისი შედეგიც უნდა იყოს სულ მცირე ერთი გამოქვეყნებული ერთობლივი სამეცნიერო პუბლიკაცია. საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის პროექტის (CNRS PICS) ფარგლებში, ფონდი დააფინანსებს საქართველოს მეცნიერთა ჯგუფს, ხოლო CNRS დააფინანსებს საფრანგეთის მეცნიერთა ჯგუფს. ფონდის მიერ თითოეული პროექტისთვის გამოყოფილი წლიური საგრანტო დაფინანსების მოცულობა შეიძლება შეადგენდეს 5000-დან 10 000 ევრომდე.   გრანტი შეიძლება გამოყენებულ იქნას ბიუჯეტის შემდეგი კატეგორიებისთვის: პარტნიორ ქვეყანაში მივლინება (სამოგზაურო ხარჯი), სემინარების და სამუშაო შეხვედრების ჩატარების ხარჯი, კვლევასთან დაკავშირებული სხვა ხარჯი. „სხვა ხარჯის“ კატეგორიაში მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს ფონდიდან მოთხოვნილი თანხის   50% -ს. პროგრამის მოკლე აღწერას ინგლისურ ენაზე შეგიძლიათ გაეცნოთ  CNRS-ის ვებგვერდზე: http://www.cnrs.fr/derci/spip.php?article881&lang=en , ხოლო კონკურსის პირობები მოცემულია (ფრანგულ ენაზე) ბმულზე http://www.cnrs.fr/derci/spip.php?article51&lang=fr პროგრამით დაფინანსებული პროექტის ხანგრძლივობა შეადგენს 3 წელს. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ წარმოსადგენი დოკუმენტაციის ფორმები და შესაბამისი დანართები ( საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება , პროგრამის აღწერა, სააპლიკაციო ფორმა, პროექტის წარმომდგენი ფიზიკური პირებისა და საბაზო ორგანიზაციის ერთობლივი განცხადება) საბოლოო სახით დაიდება კონკურსის გამოცხადებისას. ფონდში საბოლოოდ წარმოდგენილი პროექტი უნდა მომზადდეს კონკურსის გამოცხადებისას მითითებული ფორმების მიხედვით! CNRS-ში კონკურსის საკონტაქტო პირია Gulnara Le Torrivellec: +33 1 44 96 44 53 Gulnara.LETORRIVELLEC@cnrs-dir.fr , ხოლო შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში - ნიკოლოზ ბაქრაძე: +995 322 200 220 (4406); bakradze@rustaveli.org.ge
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Images/sl_foto/oxforf.jpg
11/01/2016 11:06

გამოცხადდა ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის ერთობლივი პროგრამის კონკურსი

2015 წელს 23 ოქტომბერს, ოქსფორდის უნივერსიტეტის ქვეყანათმცოდნეობის ინტერდისციპლინურ სკოლაში დაარსდა საქართველოს შემსწავლელი კვლევების პროგრამა. 12 ნოემბერს, ხელი მოეწერა ოქსფორდის უნივერსიტეტსა და შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს შორის შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც ყოველწლიურად 2 მკვლევარი დაფინანსდება 12 თვიანი კვლევითი მივლინებით ოქსფორდის უნივერსიტეტში. მიწვეული მკვლევარი შეირჩევა საკონკურსო წესით უნივერსიტეტისა და ფონდის გაერთიანებული კომისიის მიერ.  საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება კვლევითი პროექტები ოქსფორდის უნივერსიტეტის ქვეყანათმცოდნეობის ინტერდისციპლინური კვლევების სკოლის (http://www.area-studies.ox.ac.uk/), რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის კვლევების განყოფილების (http://www.rees.ox.ac.uk) ყველა სამეცნიერო მიმართულებით, რომელიც ეხება საქართველოს: ანთროპოლოგია, სოციოლოგია, ეკონომიკა, პოლიტიკა, საერთაშორისო ურთიერთობები, ისტორია, ხელოვნება, რელიგია, საზოგადოება და კულტურა. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს მოქალაქე, ფიზიკურ პირს, რომელსაც დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი შესაბამის დარგში მიენიჭა საგრანტო პროექტის განხორციელების დაწყებამდე ბოლო 12 წლის განმავლობაში. კონკურსში გამარჯვებული მიიღებს ოქსფორდის უნივერსიტეტში მიწვეული მკვლევარის სტატუსს და 2017 წლის იანვრიდან  გაემგზავრება ოქსფორდის უნივერსიტეტში საკუთარი კვლევითი პროექტის განსახორციელებლად. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა  ინგლისურ ენაზე უნდა წარმოადგინოს : კვლევითი პროექტი (არაუმეტეს 1800 სიტყვა,  MS WORD დოკუმენტი,  შრიფტის ზომა 11,ინტერვალი - 1.15, ფონტი Times New Roman); ავტობიოგრაფია (CV, არაუმეტეს 2 გვერდისა, PDF ფორმატში); სამი რეკომენდატორის სია შემდეგი ინფორმაციის მითითებით: სახელი, გვარი, სამუშაოადგილი, საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, ელ. ფოსტის მისამართი). განცხადების შევსებული, ხელმოწერილი დოკუმენტი (დანართი 4); აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი საბუთი PDF ფორმატში; პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პირადობის მოწმობა/ საერთაშორისოპასპორტი) PDF ფორმატში. გრანტის მაძიებელმა მეცნიერმა კონკურსში პროექტის დასარეგისტრირებლად ზემოაღნიშნულიწარმოსადგენი დოკუმენტები (1, 2, 3, 5, 6) უნდა  გამოგზავნოს  ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე uo@rustaveli.org.ge    2016 წლის 30 მაისის 18:00 სთ - მდე , ელექტრონულად რეგისტრირებულ პროექტს ენიჭება შიფრი, რომელიც ასევე ელექტრონული ფოსტით ეგზავნება მეცნიერს, გრანტის მაძიებელმა მეცნიერმა მიღებული შიფრი უნდა მიუთითოს განცხადებაზე კონკურსში მონაწილეობის შესახებ (დანართი 4) და შევსებული, ხელმოწერილი განცხადების ფორმა ფონდის კანცელარიაში უნდა წარმოადგინოს არაუგვიანეს 31.05.2016 წლის 18:00 საათამდე. კონკურსის ადმინისტრირების განრიგი : 11/01/2016 - კონკურსის გამოცხადება; 30/05/2016 18:00 სთ-მდე - ელ. ფოსტის საშუალებით საკონკურსო დოკუმენტაციის გამოგზავნის ბოლო ვადა; 31/05/2016 18:00 სთ-მდე - ფონდის კანცელარიაში კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენის ბოლო ვადა. კონსულატაციების დღეები: 4.02.1016 - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სააქტო დარბაზი, 16:00 სთ - რეგისტრაცია დასრულებულია 10.03.2016 - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სააქტო დარბაზი, 16:00 სთ -  რეგისტრაცია დასრულებულია 19.04.2016 - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სააქტო დარბაზი, 16:00 სთ - რეგისტრაციის ფორმა 4/07/2016 - ინტერვიუსთვის შერჩეული კანდიდატებისთვის ფონდიდან შეტყობინების გაგზავნა; ივლისი 2016 - ინტერვიუები კომისიასთან; სექტემბერი - კონკურსის შედეგების გამოცხადება; სექტემბერი - საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება. დეტალურ ინფორმაციას კონკურში მონაწილეობის წესებისა და პირობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ დოკუმენტებში: მინისტრის ბრძანება გენერალური დირექტორის ბრძანება დანართი 1 - კონკურსის პროგრამა და პირობები დანართი 2 - ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის შეთანხმება დანართი 3 - ხელშეკრულების ფორმა ოქსფორდის უნივერსიტეტსა და მიწვეულ მკვლევარს შორის დანართი 4 - კონკურსის განაცხადის ფორმა. ხშირად დასმული კითხვები კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაციისათვის მიმართეთ შემდეგ საკონტაქტო პირებს: ნინო გაჩეჩილაძე ელ-ფოსტა:  gachechiladze@rustaveli.org.ge ნინო დემეტრაშვილი ელ-ფოსტა: demetrashvili@rustaveli.org.ge შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი გისურვებთ წარმატებებს !
სრულად

ფონდი აცხადებს გერმანიის იულიხის კვლევით ცენტრთან (Forschungszentrum Jülich) “დოქტორანტებისთვის ერთობლივ კვლევით-საგანმანათლებლო პროგრამას“

06/10/2015 12:02
სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის ერთობლივი კვლევითი-საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია შესაძლებლობა მისცეს ქართველ დოქტორანტებს შეასრულონ მათ სადოქტორო ნაშრომთან დაკავშირებული კვლევები, როგორც ფუნდამენტური, ასევე გამოყენებითი მიმართულებით, მსოფლიოში ცნობილ იულიხის კვლევითი ცენტრის ბაზაზე. ამასთან, პროგრამამ ხელი უნდა შეუწყოს გერმანულ მხარეს, მიიზიდოს საქართველოს უნივერსიტეტებიდან საუკეთესო სტუდენტები და ჩართოს ისინი სადოქტორო პროგრამების ფარგლებში მიმდინარე სამეცნიერო საქმიანობაში. იულიხის ცენტრისა და ფონდის მიერ დაფინანსდება არაუმეტეს 3 დოქტორანტისა, რომლებსაც საშუალება ექნებათ ცენტრში სტაჟირების ფარგლებში განახორციელონ სადოქტორო ნაშრომების მომზადებასთან დაკავშირებული კვლევები და ასევე, ითანამშრომლონ იულიხისა და გერმანიის სხვა სამეცნიერო ცენტრების თუ უნივერსიტეტების მეცნიერებთან შემდეგ შეთანხმებულ სფეროებში: 1) მათემატიკური მეცნიერებები; 2) საინფორმაციო ტექნოლოგიები; 3) საბუნების-მეტყველო მეცნიერებები; 4) საინჟინრო მეცნიერებები; 5) სიცოცხლის შემსწავლელი და სამედიცინო მეცნიერებები. პროგრამაში მონაწილეობა და განაცხადის წარმოდგენა შეუძლიათ ფონდსა და ცენტრს შორის გაფორმებული 2015 წლის 16 ივნისის შეთანხმებით განსაზღვრული საქართველოს უნივერსიტეტების კონსორციუმის (ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) ერთ-ერთი წევრის ან საქართველოს სხვა უნივერსიტეტის მხრიდან იულიხის ცენტრთან ურთიერთშეთანხმებით წარდგენილ დოქტორანტებს. საგრანტო დაფინანსებ ის მაძიებელი დოქტორანტი უნდა იყოს 30 წლამდე ასაკის (პროგრამის გამოცხადების დღისთვის) . ქართულ და ინგლისურ ენებზე მომზადებული საპროექტო განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა უნდა მოხდეს შემდეგნაირად: შევსებული და PDF ფორმატში გადაყვანილი დანართების 1, 2, 3, 4, 5 და სხვა მოთხოვნილი დასკანირებული დოკუმენტების (PDF ფორმატში) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: juelichphd@rustaveli.org.ge გაგზავნა ა.წ. 26 ოქტომბრის17:00 სთ-მდე; ფონდის კანცელარიაში ელექტრონულად გამოგზავნილი ყველა დოკუმენტისა და ხელმოწერილი განცხადების (იხ. დანართი 6) ამობეჭდილი სახით ჩაბარება ა.წ. 27 ოქტომბრის17:00 სთ-მდე. პროგრამაში მონაწილეობასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულებში: ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება დანართი 1 - პროგრამაში მონაწილეობის პირობები დანართი 2 - შეთანხმება ერთობლივი პროგრამის განხორციელების შესახებ დანართი 3 - განაცხადის ფორმა (ქართულ და ინგლისურ ენებზე) დანართი 4 - გრანტის მაძიებლის ტაბულარული CV (ქართულ და ინგლისურ ენებზე) დანართი 5 - ბიუჯეტის ფორმა (ქართულ და ინგლისურ ენებზე) დანართი 6 - ფონდის კანცელარიაში წარსადგენი განცხადების ფორმა ჯგუფური კონსუტაციები გაიმართება 2015 წლის 15 და 20 ოქტომბერს 16:00 სთ-ზე ფონდის საკონფერენციო დარბაზში. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ პროგრამის საკონტაქტო პირებს: იულიხის ცენტრში - საბინე დუსს (Sabine Dues) Manager International Affairs Office of the Board of Directors and International Affairs Forschungszentrum Jülich GmbH D-52425 Jülich, Germany s.dues@fz-juelich.de;   სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში - ხატია ანანიაშვილს +995 322 200 220 (4133); juelichphd@rustaveli.org.ge
სრულად

ცხადდება ფონდისა და იტალიის კვლევების ეროვნული საბჭოს 2015 წლის ერთობლივ სამეცნიერო საგრანტო კონკურსი

02/09/2015 09:49
“სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და იტალიის კვლევების ეროვნული საბჭოს (CNR) 2015 წლის ერთობლივ სამეცნიერო საგრანტო კონკურსის მიზანია საქართველოს და იტალიელ მეცნიერებსა და სამეცნიერო ცენტრებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ორი ქვეყნის მკვლევართა მობილობის მხარდაჭერა. კონკურსზე მიიღება 2 კატეგორიის საპროექტო წინადადებები: ერთობლივი კვლევითი პროექტები (ხანგრძლიობა 2 წელი) ; 2)    ერთობლივი სემინარები. პირველ კატეგორიაში გაიცემა არაუმეტეს 5 გრანტისა, ხოლო მეორეში არაუმეტეს 2 გრანტისა. საგრანტო დაფინანსება თანაბრად ნაწილდება CNR-სა და ფონდს შორის. ამასთან, CNR-ი აფინანსებს იტალიელ მეცნიერებს, ხოლო ფონდი - მათ ქართველ პარტნიორებს. მეორე კატეგორიაში გამარჯვებული პროექტის მონაწილე ქართველ და იტალიელ მეცნიერთა ჯგუფები, საკუთარ ქვეყანაში მართავენ წელიწადში ერთ სემინარს. შესაბამისად, თითოეული ჯგუფი, მასზე გამოყოფილი საგრანტო დაფინანსების ერთ ნაწილს იყენებს სემინარის ჩატარებისთვის, ხოლო მეორე ნაწილს პარტნიორის მიერ ორგანიზებულ სემინარში მონაწილეობისთვის. ქართულ და ინგლისურ ენაზე შესაბამისი ფორმით მომზადებულ განაცხადს ქართველი მეცნიერები წარმოადგენენ ფონდში. პროექტის მონაწილე იტალიელი მეცნიერები განაცხადს წარადგენენ CNR-ში. საპროექტო განაცხადი, ამობეჭდილი სახით ხელმოწერილი პროექტის ქართველი ხელმძღვანელის მიერ, ასევე სრული პროექტი ელექტრონული ფორმით ჩაწერილი CD-R დისკზე,    წარმოდგენილი უნდა იყოს ფონდის კანცელარიაში არაუგვიანეს 2015 წლის 30 სექტემბრის 17:00 საათისა . საპროექტო განაცხადთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს პროექტის მონაწილე პირების ერთობლივი განცხადება. დაგვიანებით წარმოდგენილი განაცხადი საკონკურსოდ არ განიხილება. დეტალური ინფორმაცია, კონკურსის შესახებ იხილეთ თანდართულ დოკუმენტებში. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება ; ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება ; ცვლილება გენერალური დირექტორის ბრძანებაში კონკურსის პროგრამა და მასში მონაწილეობის პირობები ; შეფასების კრიტერიუმები ; ერთობლივი განცხადების ფორმა; საპროექტო განაცხადი ს ფორმა .  დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ: საერთაშორისო ურთიერთობებისა და ფონდების მოძიების სამსახური მ. ალექსიძის #1, მე-3 სართული ტელ: +995 322 200 220 (შიდა: 4022; 4406); +(995 591 11 12 15); +(995 577 57 75 11); ელ-ფოსტა: keburia@rustaveli.org.ge ; bakradze@rustaveli.org.ge ვებ-გვერდი: www.rustaveli.org.ge იხილეთ ბმულები იტალიელი ბენეფიციარებისთვის: http://www.cnr.it/sitocnr/IlCNR/Attivita/Attivitainternazionali/Mobilita_file/AIview.html?id=32   http://www.cnr.it/sitocnr/IlCNR/Attivita/Attivitainternazionali/Mobilita_file/AIbandiView.html?id=73  
სრულად

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს გერმანიის იულიხის კვლევით ცენტრთან (Forschungszentrum Jülich) “ერთობლივ კვლევით-საგანმანათლებლო პროგრამას მაგისტრანტებისთვის“ (2015-2016 წწ.)

24/07/2015 12:02
სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის ერთობლივი კვლევითი-საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია შესაძლებლობა მისცეს ქართველ მაგისტრანტებს შეასრულონ მათ სამაგისტრო ნაშრომთან დაკავშირებული კვლევები, როგორც ფუნდამენტური, ასევე გამოყენებითი მიმართულებით, მსოფლიოში ცნობილი JÜLICH-ის კვლევითი ცენტრის ბაზაზე. ამასთან, პროგრამამ ხელი უნდა შეუწყოს გერმანულ მხარეს, მიიზიდოს საქართველოს უნივერსიტეტებიდან საუკეთესო სტუდენტები და ჩართოს ისინი, სამაგისტრო პროგრამების ფარგლებში, მიმდინარე სამეცნიერო საქმიანობაში. იულიხის ცენტრისა და ფონდის მიერ 2015-2016 სასწავლო წელს დაფინანსდება 3 მაგისტრანტი, რომელთაც საშუალება ექნებათ გაიარონ გრძელვადიანი სტაჟირება იულიხის კვლევით ცენტრში, განახორციელონ სამაგისტრო კვლევა და ითანამშრომლონ JÜLICH-ის ცენტრის კვლევით დაწესებულებებთან შემდეგ სფეროებში: 1) მათემატიკური მეცნიერებები; 2) საინფორმაციო ტექნოლოგიები; 3) საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; 4) საინჟინრო მეცნიერებები; 5) სიცოცხლის შემსწავლელი და სამედიცინო მეცნიერებები. პროგრამაში მონაწილეობა და განაცხადის წარმოდგენა შეუძლიათ ფონდსა და ცენტრს შორის გაფორმებული 2015 წლის 16 ივნისის შეთანხმებით განსაზღვრული საქართველოს უნივერსიტეტების კონსორციუმის (ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან) მხრიდან, იულიხის ცენტრთან ურთიერთშეთანხმებით წარდგენილ მაგისტრანტებს. მაგისტრანტისათვის გრანტით დაფინანსებული სტაჟირების ხანგრძლივობა უნდა შეესაბამებოდეს მისი (ქართული) უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის კურიკულუმს. ამასთან, იულიხის ცენტრში კვლევითი სტაჟირების დრო არ უნდა იყოს წელიწადში 8 თვეზე ან/და სემესტრში 4 თვეზე ნაკლები. ფონდისა და ცენტრის მიერ მაგისტრანტთა ერთობლივი დაფინანსება მოიცავს: ა) მიზნობრივ საგრანტო დაფინანსებას მაგისტრანტებისთვის; დაფინანსება ჯამში შეადგენს ყოველთვიურ თანხას 900 ევროს და ფარავს ყოველდღიურ საცხოვრებელ ხარჯებს, ჯანმრთელობის, უბედური შემთხვევებისა და პერსონალური პასუხისმგებლობის დაზღვევას; ბ) მაგისტრანტების სამოგზაურო გრანტებს: ბ.1) ევროკავშირის ფარგლებში წელიწადში ერთ მოგზაურობას სამაგისტრო თემასთან მჭიდროდ დაკავშირებულ სამეცნიერო ღონისძიებაზე/აქტივობაზე დასასწრებად; ბ.2) წელიწადში მაქსიმუმ ორ ორმხრივ მგზავრობას საქართველოსა და გერმანიას შორის (ეკონომკლასის ბილეთით); ქართულ და ინგლისურ ენებზე მომზადებული საპროექტო განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა უნდა მოხდეს ა.წ. 1 7 აგვისტოს 17:00 სთ-ის ჩათვლით: შევსებული დანართებისა 1, 2, 3, 4, 5 და ყველა დანაჩენი მოთხოვნილი PDF ფორმატში დასკანირებული დოკუმენტის ელექტრონულად ელექტრონული ფოსტის მისამართზე: ananiashvili@rustaveli.org.ge გაგზავნით; ფონდის კანცელარიაში ელექტრონულად გამოგზავნილი ყველა დოკუმენტის ამობეჭდილი სახით ჩაბარებით. ყველა მოთხოვნილი დოკუმენტი წარდგენილი უნდა იყოს გრანტის მაძიებლის მიერ შევსებული და ხელმოწერილი განცხადებით (იხ. დანართი 6). ინგლისური (ან გერმანული) ენის ცოდნის დამადატურებელი სერტიფიკატის არქონის შემთხვევაში, წარმოდგენილი უნდა იყოს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ცნობა (მაგ. შესაბამისი უცხო ენის გამოცდის ჩაბარების შესახებ).  პროგრამაში მონაწილეობასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულებში: ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება დანართი 1 - პროგრამაში მონაწილეობის პირობები დანართი 2 - შეთანხმება ერთობლივი პროგრამის განხორციელების შესახებ დანართი 3 - განაცხადის ფორმა (ქართულ და ინგლისურ ენებზე) დანართი 4 - გრანტის მაძიებლის ტაბულარული CV (ქართულ და ინგლისურ ენებზე) დანართი 5 - ბიუჯეტის ფორმა (ქართულ და ინგლისურ ენებზე) დანართი 6 - ფონდის კანცელარიაში წარსადგენი განცხადების ფორმა დანართი 7.1 - განცხადება ანგარიშის წარსადგენად დანართი 7.2 - პროგრამული ანგარიშის ფორმა დანართი 7.3 - ფინანსური ანგარიშის ფორმა     დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ პროგრამის საკონტაქტო პირებს: იულიხის ცენტრში - საბინე დუსს (Sabine Dues) Manager International Affairs Office of the Board of Directors and International Affairs Forschungszentrum Jülich GmbH D-52425 Jülich, Germany s.dues@fz-juelich.de;   სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში - ხატია ანანიაშვილს +995 322 200 220 (4133); ananiashvili@rustaveli.org.ge  
სრულად

CNRS -ის კონკურსი ქართველი მეცნიერებისთვის

07/05/2015 09:46
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფოდის პარტნიორმა ორგანიზაციამ, საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნულმა ცენტრმა (CNRS) პროგრამის „საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის პროექტი“ (The International Scientific Cooperation Project - PICS) ფარგლებში გამოაცხადა კონკურსი, რომელშიც ერთობლივი საპროექტო განაცხადის წარმოდგენა უნდა მოხდეს მეცნიერთა ორი ჯგუფის მიერ. ამათგან ერთი ჯგუფი უნდა შედგებოდეს CNRS-ში, ან მასთან ასოცირებულ ორგანიზაციებში/ლაბორატორიებში, მომუშავე ფრანგი მეცნიერებისგან, ხოლო მეორე წარმოდგენილი უნდა იყოს, სხვა ქვეყნის მოქალაქე, მათი პარტნიორებისგან. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ქართველ მეცნიერებს, რომელთაც აქვთ ფრანგ კოლეგებთან თანამშრომლობის გამოცდილება და აქვთ ერთობლივი სამეცნიერო პუბლიკაცია(ები). PICS-ის მიზანია ფრანგ და უცხოელ მეცნიერთა ჯგუფებს შორის უკვე არსებული თანამშომლობის გაღრმავება, რომელიც შეიძლება მოიცავდეს CNRS - თვის საინტერესო ყველა სამეცნიერო დარგს. პროგრამით დაფინანსებული პროექტის ხანგრძლივობა უნდა შეადგენდეს 3 წელს. პროგრამის მოკლე აღწერას ინგლისურ ენაზე შეგიძლიათ გაეცნოთ CNRS-ის ბმულზე http://www.cnrs.fr/en/workingwith/PICS.htm , ან იხ. დანართი 1. ხოლო კონკურსის პირობები მოცემულია (ფრანგულ ენაზე) ბმულზე http://www.cnrs.fr/derci/spip.php?article51&lang=en , ინგლისურენოვანი თარგმანი იხილეთ წინამდებარე განცხადების დანართ 2-ში. PICS მიმართულია მეცნიერების, უპირატესად ახალგაზრდა (45 წლამდე ასაკის) დოქტორებისა და დოქტორანტების, გაცვლაზე. გამარჯვებული პროექტის ფრანგ მეცნიერთა ჯგუფის დაფინანსებას, წელიწადში 5000 - 7000 ევროს ოდენობით, იღებს პარტნიორ ქვეყანაში მივლინებისთვის, სემინარების და სამუშაო შეხვედრების ჩატარებისთვის. ამჟამად განხილვის პროცესშია, საფრანგეთისა და ჩვენი ქვეყნის მკვლევრების მიერ ერთობლივად შესრულებული, კონკურსში გამარჯვებული პროექტების მონაწილე ქართველ მეცნიერთა ჯგუფების ფონდის მიერ საგრანტო დაფინანსების საკითხი, რის თაობაზეც ინფორმაცია ვებგვერდზე დაიდება მოგვიანებით. ფონდის მიერ თითოეული პროექტისთვის გამოყოფილი წლიური საგრანტო დაფინანსების მოცულობა შეიძლება შეადგენდეს 5000-დან 10 000 ევრომდე. გრანტი შეიძლება გამოყენებულ იქნას ბიუჯეტის შემდეგი კატეგორიებისთვის: პარტნიორ ქვეყანაში მივლინება (სამოგზაურო ხარჯი), სემინარების და სამუშაო შეხვედრების ჩატარების ხარჯი, კვლევასთან დაკავშირებული სხვა ხარჯი. „სხვა ხარჯის“ კატეგორიაში მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს ფონდიდან მოთხოვნილი თანხის   50% -ს. კონკურსის, მთავარი პირობაა ერთობლივი საპროექტო წინადადების წარმომდგენა, ფრანგ და ქართველ მეცნიერთა ჯგუფების წინა წლებში თამშრომლობის არსებობა, რისი შედეგიც უნდა იყოს სულ მცირე ერთი გამოქვეყნებული ერთობლივი სამეცნიერო პუბლიკაცია. პროგრამით დაფინანსებული პროექტის ხანგრძლივობა შეადგენს 3 წელს. ერთობლივი საპროექო განაცხადის წარმოდგენა ხდება ფრანგ მენიერთა ჯგუფის ხელმძღვანელის მიერ, ფრანგულ ენაზე, CNRS-ის ელექტონული რეგისტრაციის სისტემის საშუალებით და იგი ფასდება CNRS-ის შესაბამისი დარგობრივი ინსტიტუტის დახმარებით (იხ.CNRS-ის შეფასების ფორმა ინგლისურ ენაზე დანართ 3-ში). საპროექტო წინადადების მომზადებისთვის, ქართველმა მენიერთა ჯგუფის ხელმძღვანელმა თავის ფრანგ კოლეგას უნდა გადაუგზავნოს საჭირო ინფორმაცია (ფრანგულ ან ინგლისურ ენაზე) CNRS-ის მიერ შემუშავებული ფორმის გათვალისწინებით (იხ. აღნიშნული ფორმა ინგლისურ ენაზე დანართ 4-ში). ასევე, მისი ორგანიზაციის წერილი შესაბამისი კვლევის განორციელების სამეცნიერო მხარდაჭერის თაობაზე, ხოლო ფინანსურ მხარდაჭერის წერილს უზრუნველყოფს ფონდი. CNRS-ის ელექტონული რეგისტრაციის სისტემაში ერთობლივი საპროექტო განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა ამა წლის 2 ივნისი. შედეგები გამოცხადდება 2016 წლის იანვარში. პროექტის ფრანგი ხელმძღვანელის მიერ CNRS-ში ერთობლივ განაცხადის წარმოდგენის პარალელურად, ქართველ მეცნიერთა ჯგუფის ხელმძღვანელმა შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერo ფოდის კანცელარიაში ა.წ. 3 ივნისის 17:00 სთ-მდე უნდა წარმოადგინოს ელექტრონული სახით დისკზე CDR-ზე PDF ფორმატით ჩაწერილი იგივე შინაარსის ინგლისურენოვანი განაცხადი, მომზადებული ზემოთაღნიშნული ფორმით (დანართი 4). ფონდში წარმოდგენილ განაცხადში ასახული უნდა იყოს, როგორც ქართველი, ისე ფრანგი პარტნიორის მიერ განსახორციელებელი საქმიანობა და იგი ხელმოწერილი უნდა იყოს პროექტის ორივე ხელმძღვანელის მიერ. ჯგუფის დაკომლექტებისას აუცილებლად გასათვალისწინებელია მასში ახალგაზრდა (45 წლამდე ასაკის) მეცნიერების დოქორებისა და დოქტორანტების ჩართულობა. ფონდის კანცელარიაში ასევე წარმოდგენილი უნდა იყოს პროექტის მონაწილე ქართული ჯგუფის ხელმძღვანელის და მისი ორგანიზაციის ადმინისტრაციის უფროსის/უფლებამოსილი პირის ერთობლივი განცხადება. CNRS-ის მიერ გამარჯვებულად გამოცხადებულ პროექტების, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფოდის მიერ დაფინანსების მოცულობას გადაწყვეტს ქართველ დამოუკიდებელ ექსპერტთაგან შემდგარი პანელი. კონკურსის სხვა დეტალებთან დაკავშირების შეგიძლიათ მიმართოთ პროგრამის კოორდინატორს: Caroline Danilovic, მისამართზე caroline.danilovic@cnrs-dir.fr .  პროგრამის აღწერა კონკურსის პირობები შეფასების ფორმა სააპლიკაციო ფორმა განცხადება
სრულად

ფონდი და მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრი უკრაინაში (მტცუ) აცხადებენ საგრანტო კონკურსს მიზნობრივი კვლევებისა და განვითარების ინიციატივების პროგრამის ფარგლებში

24/02/2015 09:43
გაცნობებთ, რომ მიზნობრივი კვლევებისა და განვითარების ინიციატივების პროგრამის ფარგლებში გამოცხადდა 2015 წლის საგრანტო კონკურსი, რომლის მიზანია შეარჩიოს და დააფინანსოს სამეცნიერო პროექტები სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრს უკრაინაში (მტცუ) შორის შეთანხმებული შემდეგი პრიორიტეტული სამეცნიერო მიმართულებებიდან: 1) ბიოტექნოლოგიები და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები; 2) ახალი მასალები და ნანოტექნოლოგიები; 3) საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები. კონკურსის პირობები ინგლისურ ენაზე იხ. ბმულზე: http://www.stcu.int/documents/download/2015_Georgian_Competition_Announcement_ENG.pdf
სრულად