ფონდის აქტივობები
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_5979.JPG
16/10/2017 13:42

საკონსულტაციო შეხვედრა

2017 წლის 13 ოქტომბერს 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E კორპუსის 207-ე აუდიტორიაში, გაიმართა მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების 2017 წლის საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის რიგით მეექვსე ჯგუფური საკონსულტაციო შეხვედრა. საკონსულტაციო შეხვედრაზე მოსულ საზოგადოებას განემარტა საგრანტო პროექტის წესი, პირობები და კონკურსის კოორდინატორებმა  უპასუხეს მათ შეკითხვებს.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_5936.JPG
12/10/2017 13:26

საკონსულტაციო შეხვედრა

2017 წლის 11 ოქტომბერს 15:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის 115-ე აუდიტორიაში, გაიმართა მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების 2017 წლის საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის რიგით მეხუთე ჯგუფური საკონსულტაციო შეხვედრა. საკონსულტაციო შეხვედრაზე მოსულ საზოგადოებას განემარტა საგრანტო პროექტის წესი, პირობები და კონკურსის კოორდინატორებმა  უპასუხეს მათ შეკითხვებს.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/elsevier.JPG
28/09/2017 14:07

გამომცემლობა ELSEVIER -ის სემინარი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში

მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, 28 სექტემბერს, 16:00 საათზე, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში ჩატარდა სემინარები საქართველოს მეცნიერთათვის ELSEVIER-ის ბაზებზე წვდომასთან დაკავშირებით, კერძოდ, კი SCOPUS-ისა და  Scival-ის ბაზების შესაძლებლობებზე. ELSEVIER - მსოფლიოს წამყვანი ონლაინ გამომცემლობა, რომელიც უზრუნველყოფს უახლესი სამეცნიერო კვლევების, გადაწყვეტილებებისა და აღმოჩენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას მეცნიერთათვის. ბაზა აერთიანებს 2 500-ზე მეტ სამეცნიერო ჟურნალსა და 33 000-ზე მეტ წიგნს, მოიცავს მსოფლიოში გამოქვეყნებულ უახლეს სამეცნიერო ლიტერატურას: წიგნების თავებს, აბსტრაქტებს, რეფერატებს, ნაშრომებს, რომლებიც გამოქვეყნებულია ძირითადად ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, სამედიცინო მეცნიერებებში, საინჟინრო მეცნიერებებსა და ტექნოლოგიებში. სამეცნიერო ბაზები ასევე, ნაწილობრივ მოიცავს  სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებსაც.  სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი საერთაშორისო გამომცემლობა ELSEVIER-თან 2014 წლიდან ინტენსიურად თანამშრომლობს.  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, ფონდსა და ELSEVIER-ის გამომცემლობას შორის დაიდო შეთანხმება, რომლის  საფუძველზე 2014 წლის მაისიდან საქართველოს მეცნიერები უფასოდ სარგებლობენ ELSEVIER-ის უმსხვილესი საერთაშორისო სამეცნიერო ბაზით.  ELSEVIER-ის ბაზებზე წვდომა აქვს კონსორციუმში გაერთიანებულ 21 ინსტიტუციას:  14 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და მათთან გაერთიანებული სამეცნიერო - კვლევით ინსტიტუტებს;  3  დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ცენტრს;  1 სამეცნიერო ინსტიტუტს;  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას;  საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას;  საქართველოს ეროვნულ მუზეუმს.  სემინარის შედეგად, დაინტერესებული პირები შეძლებენ SCOPUS-ის ბაზაში სამეცნიერო პროდუქტიულობის სტატისტიკუსი ანალიზის წარმოებას, ჟურნალებისა და პუბლიკაციების მნიშვნელობის მაჩვენებლის განსაზღვრას. სემინარი დაეხმარება მკვლევრებს მოიძიონ მათთვის საინტერესო შრომები და ავტორები, რომელთაც მაღალი სამეცნიერო პროდუქტიულობის მაჩვენებელი აქვთ. ასევე, შეძლებენ საკუთარ პუბლიკაციებზე ციტირების მონიტორინგს. რაც შეეხება ახალი პროდუქტის - Scival-ის პრეზენტაციას - გამომცემლობა ELSEVIER-ის წარმომადგენლები მონაწილეებს გააცნობენ ბაზაში მუშაობის სპეციფიკას და შესაძლებლობებს.   სემინარებს წარუძღვნენ კრიშტოფ ჟიმანსკი (გამომცემლობა Elsevier-ის მომხმარებელთა კონსულტანტი-კვლევის მართვა) და ანდრეი ლოკტევი (გამომცემლობა Elsevier-ის მონაცემთა ანალიზის კონსულტანტი). სემინარი გახსნილი იყო, როგორც სამეცნიერო საზოგადოებისთვის ასევე, ყველა დაინტერესებული პირისთვის, რომლებიც ფონდის ვებგვერდის საშუალებით რეგისტრირდებოდნენ ღონისძიებაზე.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_5368.JPG
27/09/2017 14:08

ევროპული კვლევების საბჭოს საინფორმაციო დღე შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში

27 სექტემბერს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზში, მეცნიერებისა და ინოვაციების 2017 წლის ფესტივალის ფარგლებში, ჩატარდა ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) საინფორმაციო დღე. ERC ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020”-ის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია და საგრანტო თანხებს მიმართავს მეცნიერების პერსპექტიული დარგების განვითარებისაკენ. ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) მისიაა, კონკურენტული დაფინანსების გზით, ხელი შეუწყოს უმაღლესი ხარისხის კვლევის განხორციელებას ყველა სამეცნიერო მიმართულებით.  დაფინანსების  მიღება შესაძლებელია ღია კონკურენციის პირობებში. ERC-ის საგრანტო კონკურსებში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც კარიერის საწყის ეტაპზე მყოფ მკვლევარებს, ასევე, დიდი გამოცდილების მქონე მეცნიერებს. კონკურსის ძირითადი პირობა არის კვლევის მაღალი ხარისხი, და მოწინავე, ინოვაციური სამეცნიერო კვლევა. აღსანიშნავია, რომ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი 2015 წლიდან არის ERC-ის ეროვნული საკონტაქტო პირი საქართველოში. 2010 წლის 20-21 აპრილს გაიმართა ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) 10 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კონფერენცია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისათვის, რომლის ორგანიზატორები იყვნენ ევროპული კვლევების საბჭოს აღმასრულებელი სააგენტო  და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი. კონფერენცია მიზნად ისახავდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მეცნიერთა ERC-ის დაფინანსების პროგრამებში ჩართულობის ხელშეწყობასა და გაძლიერებას. 27 სექტემბრის საინფორმაციო დღეზე დამსწრე ქართველ მეცნიერებს ფონდის წარმომადგენლებმა მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია ERC-ის შემდეგი კონკურსების შესახებ: ERC Starting Grants – გრანტები დამწყები მკვლევარებისათვის (გრანტის ოდენობა: 1,5 მილიონი ევრო 5 წლის განმავლობაში); ERC Consolidator Grants (გრანტის ოდენობა: 2 მილიონი ევრო 5 წლის განმავლობაში); ERC Advanced Grants – (გრანტის ოდენობა: 2,5 მილიონი ევრო 5 წლის განმავლობაში). საინფორმაციო დღე მიზნად ისახავდა ERC-ის დაფინანსების შესაძლებლობების შესახებ ქართული სამეცნიერო საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, მათთვის კონსულტაციების გაწევასა და, შედეგად, ERC-ის კონკურსებზე ქართველ მეცნიერთა გაძლიერებულ ჩართულობას. ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) ეროვნული საკონტაქტო პირები საქართველოში: მანანა (მაკო) მიქაბერიძე mikaberidze@rustaveli.org.ge მარიამ ქებურია keburia@rustaveli.org.ge ნინო გაჩეჩილაძე gachechiladze@rustaveli.org.ge
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_5111_1_1.JPG
25/09/2017 10:45

მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2017 დაიწყო

25 სექტემბერს, რიყის პარკში, გაიხსნა მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2017.  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ენთუზიაზმითა და მთელი შემართებით მესამე წელია ზეიმობს მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალს.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/Images/saertashoriso/download%2011_1.jpg
25/08/2017 09:57

ERC -ის საინფორმაციო დღე

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ატარებს ERC - ის საინფორმაციო დღეს.   ფონდი, როგორც ERC საკონტაქტო პირი საქართველოში, ატარებს საინფორმაციო დღეს ERC-ის კონკურსებში მონაწილეობით დაინტერებული მეცნიერებისთვის. შეხვედრა ჩატარდება 27 სექტემბერს, 16:00 საათზე საკონფერენციო დარბაზში. სამუშაო ენა ქართული და ინგლისური.   საინფორმაციო დღეზე დასწრებისთვის, გთხოვთ, დარეგისტრირდეთ შემდეგ ბმულზე .  ERC - ის კონკურსების შესახებ დამატებითი ინფორმაცია, გთხოვთ იხილოთ  ვებ გვერდზე.     ასევე, გთხოვთ, გაეცნოთ სასარგებლო ბმულებს და დეტალურ ინფორმაციას:   Read  Informatio n  fo r   Applicant s   and  W or k   Programme Read  Information to Applicants to starting grants Information for applicants to the Synergy Grant Call 2018:  http://ec.europa.eu/research/participants/data/ref/h2020/other/guides_for_applicants/h2020-guide18-erc-syn_en.pdf Frequently asked questions:  http://ec.europa.eu/geninfo/query/index.do?queryText=questions+synergy&query_source=RESEARCHPP&summary=summary&more_options_source=restricted&more_options_date=*&more_options_date_from=&more_options_date_to=&more_options_language=en&more_options_f_formats=*&swlang=en ERC 2013- Synergy Grant       https://erc.europa.eu/sites/default/files/document/file/erc_2013_syg_results.pdf      ü https ://erc.europa.eu/funding/advanced-grants   ERC work programme 2018 https:// erc.europa.eu/sites/default/files/document/file/ERC-Work-Programme-2018.pdf   European Research Council (ERC) Frontier Research Grants http://ec.europa.eu/research/participants/data/ref/h2020/other/guides_for_applicants/h2020-guide17-erc-adg_en.pdf   View the  step-by-step video  Introduction to application process, including tips & tricks for the interview https://vimeo.com/94179654 Consult  ER C  websit e   for latest funding opportunities, view ERC funded projects   More information on   http://erc.europa.eu    To subscribe to the ERC newsletter http://erc.europa.eu/keep-updated-erc     National Contact Point  http://erc.europa.eu/national-contact-points   Where to apply   http://ec.europa.eu/research/participants/portal/desktop/en/op portunities/index.html   Your grant offices  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_4837.JPG
31/07/2017 14:08

შეხვედრა მეცნიერების საერთაშორისო ექსპერტთან, კრისტოფ კრატკისთან

28 ივლისს, შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში გაიმართა საქართველოს მეცნიერთა შეხვედრა ავსტრიის სამეცნიერო ფონდის ყოფილ პრეზიდენტთან, პროფ. კრისტოფ კრატკისთან . პროფ. კრატკი საქართველოს ესტუმრა, როგორც საერთაშრისო ექსპერტი მეცნიერების მიმართულებით. იგი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარს დაუჭერს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების იმ ნაწილის განხორციელებაში, რომელიც მეცნერების სისტემის გაუმჯობესებას და სტრატეგიის განვითარებას შეეხება. შეხვედრაზე განხილულ საკითხებს შორის იყო შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საქმიანობა, საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობები, ახალგაზრდა მკვლევრებისთვის სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.  
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/88.jpg
10/07/2017 14:11

საკონსულტაციო შეხვედრა

7 ივლისს 16:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2017 წლის კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის ჯგუფური საკონსულტაციო შეხვედრა. საკონსულტაციო შეხვედრაზე მოსულ საზოგადოებას განემარტა საგრანტო პროექტის წესი და პირობები.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/19720276_10155459457552378_495184357_o.jpg
03/07/2017 11:54

შეხვედრა საფრანგეთის ეროვნულ კვლევით ცენრტთან

30 ივნისს, ორმხრივი თანამშრომლობის მიზნით, გაიმართა შეხვედრა რუსთაველის ფონდსა და საფრანგეთის ეროვნულ კვლევით ცენტრს შორის (Irstea). კვლევით ცენტრს წარმოადგენდნენ: რაულ მილე (საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელი),  პირიკ  ჟივონი (გენერალური დირექტორი). ტერი ბურტე (სამეცნიერო და საუნივერსიტეტო კოოპერაციის ატაშე და, ამავდროულად, საქართველოში საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენელი). მხარეებმა ისაუბრეს ფონდისა და კვლევითი ცენტრის საქმიანობასა და მიზნებზე. საფრანგეთის ეროვნული კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა თავიანთ პრეზენტაციაში Irstea-ს მიმართულებებსა და ინტერესებს გაუსვეს ხაზი. საფრანგეთის მხარის მიერ გამოიხატა სურვილი და მზაობა, მჭიდროდ ითანამშრომლონ საქართველოს მეცნიერებთან (ერთობლივად განავითარონ კვლევითი პროექტები პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020“-ში წარსადგენად), გაუზიარონ გამოცდილება დაინტერესებულ პირებს,  ითანამშრომლონ პოლიტიკის შემმუშავებელ და განმახორციელებელ სააგენტოებთან გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის სფეროში საჯარო პოლიტიკის განსაზღვრის მიმართულებით.
სრულად
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/DAAD%20WEB.jpg
22/06/2017 15:41

SRNSF-DAAD-ის სტიპენდიატების დაჯილდოვება

15 ივნისს, გოეთეს ინსტიტუტში გამართულ საზეიმო მიღებაზე, DAAD-ის გენერალური მდივნის მოადგილემ, ბატონმა ულრიხ გროტუსმა,  გერმანიის ელჩმა საქართველოში, ქალბატონმა ჰაიკე ფაიჩმა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენელმა, გიორგი ხიშტოვანმა SRNSF-DAAD-ის სტიპენდიატებს სოგელები გადასცეს. დაჯილდოვდნენ  რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და DAAD-ს ერთობლივი პროგრამის სტიპენდიატები. პროგრამა წელს პირველად გამოცხადდა, გერმანია საქართველოს წელს დაემთხვა და ქვეყნებს შორის სამეცნიერო ურთიერთობის გაღრმავებას ისახავს მიზნად.  
სრულად