სიახლეები
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/IMG_0112.JPG

შეხვედრა ბულგარეთის ანტარქტიდის შემსწავლელი ინსტიტუტის წარმომადგენლებთან

16/04/2018 16:31

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ბულგარეთის ერთ-ერთი კვლევითი ცენტრის - Bulgarian Antarctic Institute  წარმომადგენლებს შეხვდა. ქ-ნ მანანა მიქაბერიძემ მათ ფონდის საქმიანობა და პროგრამები გააცნო. ასევე, აღნიშნა, რომ საქართველოს მეცნიერებთან თანამშრომლობით, ბულგარეთის მეცნიერებს (ისევე, როგორც სხვა ქვეყნების მეცნიერებს) ერთობლივი კვლევითი პროექტების შემუშავება  და ფონდში საკონკურსოდ წარდგენა შეუძლიათ -  საერთაშორისო მკვლევართათვის  ღიაა როგორც ახალგაზრდა მეცნიერთა დაფინანსების, ასევე ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევების დაფინანსების სქემები.  

Bulgarian Antarctic Institute-ის წარმომადგენლებმა საქართველოს მეცნიერებთან თანამშრომლობის განვითარების მიზნით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრები გამართეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს სხვადასხვა კვლევით უნივერსიტეტების და ცენტრების წარმომადგენლებთან.   ინფორმაცია Bulgarian Antarctic Institute-ის საქმიანობის შესახებ ხელმისაწვდომია ბმულზე.