სიახლეები
http://rustaveli.org.ge/images/2017%20AUGUST/IMG/20171120_banner-site.jpg

Institute Curie-ის კვლევითი პროგრამა დოქტორანტებისათვის

19/12/2017 12:22

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას Institute Curie-ის კვლევითი პროგრამის შესახებ.

საფრანგეთში არსებული წამყვანი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი - Curie Institute  აცხადებს დოქტორანტების მიღებას პროგრამაზე - The IC-3i international PhD Program. პროგრამა მიზნად ისახავს მოტივირებული სტუდენტების ხელშეწყობას და მათ ჩართულობას საერთაშორისო კვლევით პროექტში (გამოცხადებულია 12 ვაკანსია).  განაცხადების წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად ინსტიტუტის ვებგვერდის საშუალებით 2018 წლის 18 იანვრამდე  (5:00 PM CET).  

კვლევითი პროექტი უნდა ფარავდეს Institute Curie’s  4 მთავარ  თემატიკას:

  • ბიოლოგია და რადიაციული ქიმია, უჯრედული სიგნალები და სიმსივნე;
  • ბიოლოგია, სიმსივნე, გენეტიკა და ეპიგენეტიკა;
  • სიმსივნის ინტეგრაციული ბიოლოგია , იმუნოლოგია და გარემო;
  • მრავალგანზომილებიანი ფიზიკა-ბიოლოგია-ქიმია;
  • ტრანსლაციური კვლევა.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ აპლიკანტებს,  რომლებიც ფლობენ მაგისტრის დიპლომს ან  ევროპული მაგისტრატურის სტანდარტებთან გათანაბრებული ხარისხის დამადასტურებელ საბუთს. შერჩევის პროცესში განსაკუთრებული ყურადღება მიენიჭება:  განათლებას, პროფესიულ და პიროვნულ გამოცდილებას. ასევე, აუცილებელია შემდეგი დოკუმენტები: სამოტივაციო წერილი, CV, 2 სარეკომენდაციო წერილი.  საშუალო სკოლისა და მაგისტრატურის ნიშნების ფურცელი.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მოცემული ბმულის მეშვეობით.