სიახლეები
http://rustaveli.org.ge/images/2017%20AUGUST/IMG/eapplus.PNG

საგრანტო კონკურსი კლასტერებისათვის კიდევ ერთხელ გამოცხადდა

17/10/2017 18:00

EAP Plus-ის ფარგლებში გამოცხადდა საგრანტო კონკურსი კლასტერებისათვის, განაცხადების წარდგენა შესაძლებელი იქნება 17 ოქტომბრიდან 4 დეკემბერი ჩათვლით.

კონკურსის პირობების თანახმად, გამარჯვებული პროექტი დაფინანსდება 10 000 ევროს ოდენობით.  გრანტი განკუთვნილია საქართველოსა და ევროკავშირის კლასტერებს შორის მხოლოდ ერთობლივი თანამშრომლობისათვის და მისი მიზანია ევროკავშირსა და  საქართველოს შორის კვლევისა და ინოვაციების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება. ყურადსაღებია, რომ კონკურსში თანამონაწილე კლასტერი ევროკავშირის წევრი ქვეყნის მხრიდან აუცილებლად უნდა იყოს დარეგისტრირებული ECCP  (European Cluster Collaboration Platform)-ზე. 

საგრანტო კონკურსში მონაწილეობისათვის, გთხოვთ შეავსოთ და განაცხადს დაურთოთ შემდეგი დოკუმენტები:

  • სააპლიკაციო ფორმა;
  • ევროპული პარტნიორი კლასტერი ორგანიზაციის მხრიდან ხელმოწერილი და დათარიღებული თანხმობის წერილი;
  • ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების კლასტერების მოკლე პრეზენტაცია (PDF, PPT ფორმატი)
  • ევროკავშირის წევრი ქვეყნის კლასტერის პროფილის ბმული ან screenshot პლატფორმიდან ECCP. 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ არასრულად წარდგენილი საკონკურსო დოკუმენტაცია არ განიხილება. დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ქ-ნ კრისტინა დაქსს k.dax@inno-group.com

გთხოვთ იხილოთ თანდართული დოკუმენტები და EaP PLUS პროექტის ბმული https://www.eap-plus.eu/object/call/116 ;

რას ნიშნავს კლასტერი?

ევროკომისიამ ევროკავშირის კლასტერების პორტალზე ამ ტერმინის შემდეგ განმარტება განათავსა: „სპეციალიზებული ორგანიზაციებისა (ხშირად მცირე ან საშუალო ზომის) და სხვა დამხმარე ინსტიტუციების ერთობლიობა, რომელიც თანამშრომლობს მჭიდროდ ერთ კონკრეტულ გეოგრაფიულ ლოკაციაზე. თანამშრომლობის გზით მცირე და საშუალო ზომის ორგანიზაციებს შეუძლიათ იყვნენ უფრო ინოვაციური, შექმნან მეტი სამუშაო ადგილი და დაარეგისტრირონ მეტი პატენტი, ვიდრე ინდივიდუალურად შეძლებდნენ.“

ამ კონკურსის ფარგლებში, კლასტერი, შესაძლებელია, იყოს კვლევითი ორგანიზაციებისა (უნივერსიტეტები, კვლევითი ინსტიტუტები, დამოუკიდებელი კვლევითი ინსტიტუტები, სხვა ორგანიზაციები, რომელთაც წესდებით აქვთ განსაზღვრული კვლევითი საქმიანობა) და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების მიერ ჩამოყალიბებული ერთობლიობა, რომელიც ამზადებს საპროექტო განაცხადს.

EU cluster Letter of Consent template

Grant Scheme Application Georgia

Grant Scheme Call for Applications Georgia