სიახლეები
http://rustaveli.org.ge/images/Daad/IMG_3268.JPG

ევროპული კვლევების საბჭოს კონფერენცია - გამორჩეული მეცნიერების მხარდაჭერა - აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების რეგიონული ღონისძიება თბილისში

21/04/2017 14:41

20-21 აპრილს გაიმართა ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია, რომლის ორგანიზატორები არიან ევროპული კვლევების საბჭოს აღმასრულებელი სააგენტო  და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი. კონფერენცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა. 

კონფერენციას დაესწრნენ: ოფიციალური პირები ევროპული კვლევების საბჭოდან - პროფესორი ევა კონდოროსი, ევროპული კვლევების საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე ევროპული თანამშრომლობის გაფართოების საკითხებში და სიერდ ქლეთინგი, ევროპის აკადემიის პრეზიდენტი, ასევე, მოწვეული ექსპერტები ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან პროფესორი მარია მაკაროვი, ევროკავშირის ექსპერტი მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით, ქართველი მეცნიერები მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ცენტრებიდან პროფესორები გია დვალი და ზაალ კოკაია.

კონფერენციის მონაწილეებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს ევროპული კვლევების საბჭოს შესაძლებლობები, ევროპელი გამოჩენილი მეცნიერების წარმატები და გაუზიარეს გამოცდილება, თუ როგორ შეიძლება საქართველოს მეცნიერებმა მიიღონ მონაწილეობა ევროპული კვლევების საბჭოს პროგრამებში და მოიპოვონ დაფინანსება. 

ღონისძიების სტუმრებს შორის იყვნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია, ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლობა საქართველოში,  ევროკავშირის წევრი და აღმოსავლეთპარტნიორობის ქვეყნების სამეცნიერო საზოგადოება, საქართველოს უნივერსიტეტების რექტორები და კვლევითი ინსტიტუტების დირექტორები.    

21 აპრილს, რეგიონული კვირეულის ფარგლებში, გაიმართა საინფორმაციო დღე,  სადაც დაინტერესებულ პირებს პროექტის წერის,  განაცხადის შევსების და დაფინანსების მისაღებად სხვა საჭირო დეტალების შესახებ ინფორმაცია მიეწოდათ.

ERC-ის კვირეული მიზნად ისახავს: საქართველოს და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნების მონაწილეობის გაზრდას ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) მიერ ადმინისტრირებულ კონკურსებში; დაფინანსების შესაძლებლობებისა და გამოწვევების ერთობლივი ანალიზისთვის ERC-ის ოფიციალურ პირებს, ევროპული კვლევების საბჭოს გრანტიორებს, აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების გამოჩენილ მეცნიერებსა და რეგიონის მაღალი დონის ოფიციალურ პირებს შორის დიალოგის ხელშეწყობას, გამოცდილების გაზიარებას; ინტერაქციას ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) წარმომადგენლებთან.

იხილეთ ევროპული კვლევების საბჭოს კონფერენციაზე მომხსენებლების მიერ წარდგენილი პრეზენტაციები:

 

20th of April - Strenghtening Eastern Partnership participation in ERC calls

 

Welcome address by the ERC president [video message] - Prof. Jean-Pierre Bourguignon

“ERC - 10 years of supporting  top researchers all across Europe” - Prof. Eva Kondorosi

“Spreading Research Excellence in Europe: Perspectives of Academia Europaea” - Prof. Sierd Cloetingh

“ERC challenges and opportunities for Georgian researchers” - Prof. Marja Makarow

“ERC grantee testimony” - Prof. Georgi Dvali

“The ERC’s quest to support excellent researchers all over Europe” - Asli Vural

 

Panel discussion: Scientific diaspora's perspectives on strengthening participation in ERC competitions

 

“Engaging the Scientific Diaspora from EaP countries” -: Yannis Kechagiaras

“Engaging the scientific diaspora from Eastern Partnership countries” - Prof. Dmitri A. Rusakov

 

Panel discussion: National and institutional perspectives on participation in ERC competitions

National and institutional perspectives on the challenges and opportunities of participation in ERC competitions – Prof. Gheorghe Duca

Ukrainian perspectives on participation in ERC competitions - Prof. Anatoly Zagorodny

 

21st of April -ERC Information day for potential applicants

 

The European Research Council: Funding investigator-driven frontier research - Prof. Eva Kondorosi

ERC application and evaluation procedure - Dr David Krasa

How I got my ERC grant - Prof. Dmitri A.Rusakov

 

Panel discussion: The role of ERC National Contact Points: Supporting ERC applicants on national level

The role of ERC National Contact Points - Béatrice Thiry

SRNSF – NCP of the ERC – Mariam Keburia

HORIZON 2020 NCP system in Belarus in promoting ERC - Olga Meerovskaya

Moldova: National Practices in supporting participation in H2020 - Dr. Lidia Romanciuc

NCP Experience in Azerbaijan - Prof. Ulduz Hashimova