სიახლეები
http://rustaveli.org.ge/images/NEWS/10-POSTERS_Page_1.jpg

ვროპული კვლევების საბჭო (ERC) ათი წლის იუბილეს აღნიშნავს

14/03/2017 16:31

ევროპული კვლევების საბჭო (ERC) ფუნქციონრების ათი წლის იუბილესთან დაკავშირებით ღონისძიებებს მართავს.  ERC კვირეულის ფარგლებში მსოფლიო მასშტაბით 140 ღონისძიებაა დაგეგმილი. 10 წლის იუბილის აღსანიშნავ სამეცნიერო ღონისძიებებს უერთდება საქართველოც.  

მსოფლიო მასშტაბის კვირეულის განრიგი შეგიძლიათ იხილოთ ბულზე.

ERC საიუბილეო ღონისძიება ბელგიის სამეფოში, ქ. ბრიუსელში ჩატარდება 2017 წლის 21 მარტს. მას  გახსნის  ევროპული კვლევების საბჭო პრეზიდენტი, პროფ.  ჟან პიერ ბურჟინიონი, ასევე, ევროპარლამენტის წარმომადგენელი და ევროკომისარი კვლევისა და ინოვაციის მიმართულებით, კარლოშ მოედასი. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ERC-ის მიერ მხარდაჭერილი გამორჩეული  პროექტები, რომლებიც ასახავენ ვროპული კვლევების საბჭოს ხედვას, განვითარებას, კომუნიკაციას საზოგადოებასთან, ინოვაციას. საიუბილეო ღონისძიების მრავალფეროვანი დღის წესრიგი მოსხენებების გარდა მოიცავს თოქ შოუს, ტელეხიდებს და საინტერესო ინტერაქციას.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების თვალყურის დევნება შესაძლებელია ონლაინრეჟიმში (შესაბამისი ბმული მითითებულია დღის წესრიგში).

პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.