სიახლეები
http://rustaveli.org.ge/images/samogzauro%20granti/tg.jpg

მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის მფლობელთა საჯარო პრეზენტაციები

09/01/2017 13:59

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აგრძელებს მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის შედეგად დაფინანსებული პროექტების საჯარო პრეზენტაციების სერიას. გრანტის ყველა მფლობელი, მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ, დაინტერესებულ საზოგადოებას გაუზიარებს მეცნიერებაში მიმდინარე სიახლეებს. ვფიქრობთ, სხვადასხვა უნივერსიტეტის მეცნიერთა მიღწევების გასაცნობად, აკადემიური სფეროს ინტეგრირებისა და კვლევის შედეგების ურთიერთგაზიარების მიზნით პრეზენტაციები ჩატარდეს უნივერსიტეტებში.

სხვადასხვა სფეროთი დაინტერესებულ ყველა მსურველს, განრიგის შესაბამისად, შეუძლია თავისუფალად დასწრება.

პრეზენტაციების განრიგი იხილეთ ბმულზე:

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი